არ არის გაყიდვაში

TV_Statia_720X272

ახლო მანძლიდან ტელევიზორის ყურება მავნებელია თვალებისთვის: მითი

kids
წარსულში, ტელევიზორების ეკრანებში გამოიყენებოდა ელექტრო-სხივური მილები, რომლებიც გვასხივებდნენ ელექტრონების ნაკადით. LED-ტელევიოზრები კი გამოიყენებენ ნათურების შუქს, რომელიც არაფრით არ განსხვავდება სინათლის სხვა წყაროებისგან, რომლებსაც უყურებთ პირდაპირ. მიუხედავად ამისა, თუ ეკრანზე ხდება სწრაფი მოქმედება, თვალი შეიძლება დაიღალოს.

პატარა დიაგონალის მქონე ტელევიზორები ნაკლებად ღლის მხედველობას: მითი

592-h_main-w
სინამდვილეში, აბლოლუტურად პირიქით ხდება. მაღალი გაფართობის შემთხვევაში , გამოსახულება უფრო მკვეთრი და დეტალიზირებულია. უფრო დიდი დიაგონალის მქონე ტელევიზორში, დიდი მანძილიდან ყურებისას, სურათი არ ხდება “დაბინდვა” და არ გჭირდებათ მხედველობის დამატებითი დაძაბვა იმისთვის რომ კარგად დაინახოთ თუ რა ხდება ეკრანზე. 
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზორის სიკაშკაშეს. თუ ახლო მანძილიდან უყურებთ ტელევოზორს, ჯობს დაწიოთ სიკაშკაშის დონე, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისთვის, რადგან, ისინი თამაშობენ კონსოლებით და ახლოს ჯდებიან ეკრანებთან.

მაღალი სიკაშკაშის ტელევიზორი უკეთესია: მითი

პირიქით, თუ სიკაშკაშე გარკვეულ დონეზე მაღალი იქნება, მაშინ თვალები შესამჩნევლად დაიღლება, ხოლო სურათი ეკრანზე ნაკლებად რეალისტური გამოჩნდება. მაღალი სიკაშკაშის დროს შავი ფერის სიღრმე უარესდება. ყიდვის შემდეგ, აუცილებელია სიკაშკაშის დაწევა ტელევიზორში, გამოსახულების ოპტიმიზაციისთვის.

მაღალი კონტრასტულობა აუმჯობესებს გამოსახულებას: რეალობა

კონტრასტულობის მაღალი კოეფიციენტი უზრუნველყოფს შავი და თეთრი ფერების სიღრმეს გამოსახულების ხარისხის დაქვეითების გარეშე.

sitting-close-tv-bad-eyes-orig

პლაზმური ტელევიზორები მალე ფუჭდება: მითი

პლაზმის განვითარების ეტაპზე ეს განაცხადი შესაძლოა სამართლიანი იყო. თუმცა დღეს უკვე არააქტუალურია. პლაზმური ტელევიზორების მუშაობის ხანგრძლივობა იგივეა რაც LCD ტელევოზორების.

LED ტელევიზორზე გამოსახულება არა რეალისტურად ჩანს: მითი

Micromax-Best-Selling-LED-TV-Brands-in-India-2017 ოდესღაც ესეც სიმართლე იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში მწარმოებლები აუმჯობესებენ გამოსახულების ხარისხს , ისე რომ ვიდეო უფრო რეალისტურად გამოჩნდეს.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქვს მომატებული ტელევიზორს სიმკვეთრე ან დაბინდვა.

LED ტელევიზორების მატრიცები არ განსხვავდება ერთმანეთისგან და უფრო ძვირ ბრენდულ მატრიცებში ტყუილად გადაყრით ფულს: მითი

110797584_132
ეს არის ყველაზე გავრცელებული მოსაზრება. მაგრამ არსებობს LED ტელევიზორების უამრავი მწარმოებელი და მათი მატრიცებიც ერთნაირი ვერ იქნება. უფრო მეტიც, ერთი და იგივე ბრენდს შეუძლია რამდენიმე განსხვავებული მატრიცის გამოშვება, ტელევიზორების ეკრანის დიაგონალის სხვადასხვა ზომებისთვის. მწარმოებელი თავად ირჩევს როგორი მატრიცა უზრუნველყოფს არჩეული ტელევიზორის ჩვენების უფრო მაღალ ხარისხს. 
აღსანიშნავია რომ ტელევიზორებში სურათის ხარისხზე ზრუნავს გამოსახულების დამუშავების სისტემა, და ყოველ კომპანიას აქვს საკუთარი, ინდივიდუალური სისტემა. პროცესორი და პროგრამლი უზრუნველყოფა კარგად უნდა იყოს შერჩეული, მაღალი შედეგის მისაღებად. ტელევიზორის ხარისხი დამოკიდებულია, როგორც მატრიცაზე, ასევე გამოსახულების დამუშავების სისტემაზეს.

პლაზმური ტელევიზორის გამოსახულება უკეთესია LCD-ზე: მითი

გამოსახულების ხარისხი, როგორც უკვე ვისაუბრეთ, დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე. მათ შორის ჩვენების გარემოზეც. თუ საუკეთესო პლაზმურ ტელევიზორს დააყენებთ “არასწორ” ადგილზე, მისი ჩვენება საშუალო დონის LCD -ტელევიზორზე უარესი იქნება. ასევე LCD - ტელევიზორზე სწორი პარამეტრების დაყენებით (სიკაშკაშე, კონტრასტულობა, ფერები) გამოსახულების გაუმჯობესება შეიძლება პლაზმური ტელევიზორების ქარხნული პარამეტრების ჩვენების დონეზე.

plasma-vs-lcd


რატომ უნდა ვიყიდოთ LCD ტელევიზორი

1. სინათლის ამრეკი ეკრანი. - LCD ტელევიზორების უმეტესობას გააჩნია მქრქალი ეკრანი. რაც ამცირებს დაცემული სინათლის არეკვლას. არსებობს მოდელეები რომლების ეკრანები კონტრასტულობის აწევის სპეციალური ფილტრებითაა
2. LCD ტელევიზორებს გააჩნია მაღალი სიკაშკაშე. ეს კარგი პარამეტრია, თუ ტელევიზორი დგას კარგად განათებულ ოთახში.
3. ენერგომოხმარება: საბოლო ჯამში, ნაკლებ ელექტროენერგიას ხარჯავს
4. იდეალურად თავსებადი კომპიუტერთან ან სათამაშო კონსოლთან

რატომ უნდა ვიყიდოთ პლაზმური ტელევიზორი

1. ფერთა გადაცემის ფანტასტიური დონე
2. მაღალი კონტრასტულობა
3. ჩვენების ფართო კუთხე
4. დინამიური სცენების უკეთესი ასახვა
5. დიდი დიაგონალის მქონე ტელევიზორების უფრო დაბალი ფასი


carrousellpontis01


ზევით