არ არის გაყიდვაში

statia_smartfonebi

1 Dual SIM-ბარათიანი მობილური “ჩინურია”

ადრე, საქართველოში შემოსული არა ორიგინალი ე.წ. ჩინური ტელეფონების უმეტესება იყო ორ სიმბარათიანი და შესაბამისად ხალხში დამკვიდრდა მცდარი სტერეოტიპი. რეალურად ტელეფონის “ორიგინალურობის” საკითხი სიმ ბარათების რაოდენობასთან არაა კავშირში. “დუოსი” (ორ სიმბარათიანი) მობილური შეიძლება იყოს ორიგინალი ან არა.

1

2 ჩინეთში აწყობილი სმარტფონი არაორიგინალია

მსოფლიოში ცნობილი ბრენდების 80% ან მეტი თავის პროდუქციას აწყობს ჩინეთში რადგან, იქ უფრო იაფი მუშახელია, ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერია და კარგი პირობებია საწარმოს გახსნისათვის. მაგალითად ყველა ორიგინალი Iphone იწყობა ჩინეთში; SAMSUNG-ი თავისი ტექნიკის ნახევარზე მეტს, აწარმოებს ჩინეთში.

iphone-6s-colors

3 რაც მეტია მეგაპიქსელი მით უკეთესია კამერა

. სინამდვილეში, MP - მეგაპიქსელი ეს არის ციფრი, რომელიც გვიჩვენებს კამერის მატრიცაზე განლაგებული პიქსელების რაოდენობას და განსაზღრავს სურათის დეტალიზაციის მაჩვენებელს. პიქსელების რაოდენობა მოქმედებს მხოლოდ სურათის ზომაზე. ფოტოსურათების ხარისხზე მოქმედებას არა პიქსელების რაოდენობა არამედ, კამერის მატრიცის ზომა, ობიექტივის დიაფრაგმა და სხვა მნიშნვნელოვანი ფაქტორები.

მაგალითად, Samsung Galaxy S7-ში მეგაპიქსელების რაოდენობა შემცირდა 16დან 12მდე, წინა მოდელთან Samsung Galaxy S6-თან შედარებით, თუმცა, ფოტოების ხარისხი, სიკაშკაში და ფერთა გადაცემა გაუმჯობესდა პიქსელის ზომის (მატრიცის ზომის) ხარჯზე.

ასევე შეადარეთ, ფოტოს ხარისხით ერთმანეთს, მობილური ტელეფონები, რომელთა კამერა 23 და მეტ მეგაპიქსელს აღწევს და ფოტოაპარატები რომლებსაც, როგორც წესი 20 ან ნაკლები მეგაპიქსელი აქვს (თუნდაც პროფესიონალურს). ცხადია რომ ფოტოაპარატი ჯობია სურათების ხარისხით შემთხვევათა უმეტესობაში.

y7oY6sPRTtsoR0z25looXxwckuPapBP

4 მეტი ბირთვი - მეტი სისწრაფე

იყო დრო, როდესაც 2 ბირთვიანი (Dual Core) პროცესორი აღტაცების საგანს წარმოადგენდა, ახლა კი 8 ბირთვიანი (Octa Core).

პროცესორიც ჩვეულებრივი მოვლენაა. მეტი ბირთვი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ტელეფონი ნებისმიერი ამოცანის შესრულებისას სტაბილურად იმუშავებს! ვინაიდან და რადგანაც სტაბილურობა , დამოკიდებულია პროგრამულ და სისტემურ მხარეზეც ( მაგალითად Iphone 6S მუშაობს 2 ბირთვიან პროცესორზე და უსწრებს მუშაობის ხარისხით საკმაოდ ბევრ, მრავალბირთივან ანდროიდს). გარდა ბირთვების რაოდენობისა, მნიშვნელოვანი პარამეტრია ბირთვის ტაქტიკური სიხშირე, რომელიც იზომება გიგაჰერცებში- „Ghz” . ძირითადად გავრცელებულია მინიმალური - 1Ghz და მაქსიმალური - 2.7Ghz. რაც მეტია ბირთვების რაოდენობა და მათი სიხშირე, მით უფრო მძლავრია პროცესორი.

მნიშვნელოვანია, რომ სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება არ იყოს 1 GB-ზე ნაკლები. სასურველია 2 GB-იც კი. თანამედროვე ოპერაციული სისტემები მაქსიმალურად იყენებენ ოპერატიულ მეხსიერებას, ამიტომ, საკმარისი მოცულობა საკმარისი მუშაობის დონის გარანტიაა. თუმცა, 2 GB-ზე მეტი 3GB-ზე მეტ მეხსიერებას მობიკური მაინც ვერ იყენებს და 4 გიგაბაიტიანზე, უმეტეს შემთხვევაში მოცულობის ნახევარი მუდმივად თავისუფალია.

4

5 ტელეფონის ავტონომიური მუშაობა დამოკიდებულია მხოლოდ ელემენტის რესურსზე (mAh)

სინამდვილეში, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაზე მოქმედებს უამრავი ფაქტორი, ელემენტის რესურსი, ეკრანის დიაგონალთან თანხლებაში (რაც უფრო პატარაა ეკრანი, მით უფრო ნელა ჯდება ელემენტი), ეკრანის გაფართოებასაც აქვს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა (რაც უფრო მაღალია მით უფრო მეტია დატვირთვა პროცესორზე და აკუმულატორზე) პროცესორის სიმძლავრე და ტექნოლოგიური პროცესი, ოპერაციული სისტემის ოპტიმიზაცია და სხვა ფაქტორები.
 battery-test-3

6 სასურველია ბოლომდე დასვა ელემენტი და მერე დატენო

ეს მითი რეალობას შეესაბამებოდა მანამდე სანამ მობილურებში დაიწყეს Li-Ion-ტიპის აკუმულატორების გამოყენება. ძველ ელემენტებში გვხვდებოდა ე.წ. “მეხსიერების ეფექტი”.

დღეს, სმარტფონის დატენვა შეგიძლიათ ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ დროს. სასურველია არც დაიყვანოთ ელემენტი 50%ზე ქვემოთ.

7_3

7 ცნობილი ბრენდი ნიშნავს უკეთესს ხარისხს

სინამდვილეში, მნიშვნელობა აქვს პარამეტრებს, ფუნქციონალს და არა ბრენდს. უნივერსალური, საუკეთესო დივაისი ჯერ არავის გამოუგონია და ყველა სმარტფონს გააჩნია თავისი მინუსი და პლიუსი.

ხშირად ანალიტიკოსები სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ბრენდებს და მოდელებს ასახელებენ (Huawei, Xiaomi, Meizu, Sony, Oppo და სხვა) მაგალითად : ყველაზე თხელი, ყველაზე მძლავრი, ყველაზე კარგი კამერა, ყველაზე კარგი ეკრანი და სხვა. მიუხედავად უძლიერესი კონკურენციისა ამ სეგმენტში არ არსებობს „მსოფლიოში საუკეთესო“ სმარტფონი, ან ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც ყველას მოეწონება.

გადაწყვიტეთ პრაკტიკულად: სანამ იყიდით, მტკიცედ გადაწყვიტოთ, თუ რა თანხის ფარგლებში აპირებთ შენაძენის გაკეთებას, ჩამოაყალიბეთ ის პრიორიტეტული პარამეტრები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და კარგად შეადარეთ სხვადასხვა ალტერნატივას. ნუ უყურებთ ბრენდს. დაივიწყეთ მითები, თითქოს: “ სამსუნგი ყველას ჯობია“, „ Iphone განსაკუთრებულია“, „ძვირია, ესეიგი კარგია“. საუკეთესო ის მობილურია, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს მოთხოვნებს და ნაკლებად დააზარალებს თქვენს ჯიბეს.

e1a2c4

8 თვითმფრინავში სმარტფონი აუცილებლად უნდა იყოს გამორთული

თანამედროვე თვითფრინავში არის დაყენებული მაღალმგრძნობიარე ნავიგაციური რადიო მიმღებები და სპეციალური ანტენები. სპეციალისტებით აზრით, მობილური მოწყობილობები ნამდვილად უქმნიან შეფერხებებს ეკიპაჟის მუშაობას.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტელეფონი გამორთული უნდა იყოს, ფრენის მთლიანი ხანგძლივობის დროს. სინამდვილეში ტელეფონი ჩართულ მდგომარეობაში სახიფათოა ახლო სადგურებებთან რადიოკავშირისთვის მხოლოდ აფრენის და დაშვების დროს. ხოლო 3000 მეტრ სიმაღლეზე, სმარტფონის გამოყენება არ არის აკრძალული.

5542f9d422056a7eead1e72fc5b1fe8b

9 მობილური იწვევს ტვინის სიმსივნეს

ეს მითი გაჩნდა 90-იან წლებში, როცა დაიწყო მობილური ტელეფონების გავრცელება მსოფლიო ბაზარზე. მაშინ მომხმარებლებმა არ იცოდნენ მათი მუშაობის პრინციპი/ “სმარტფონების დასხივება”-ს ადარებდნენ მიკროტალღური ღუმელის ან ტელევიზორის “გამოსხივებას”, მაგრამ სინამდვილეში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჩატარებული ცდებით, არ იყო აღმოჩენილი არანაირი კავშირი ტვინის სიმსივნისა და მობილური ტელეფონის გამოყენებას შორის.

იმისთვის რომ საბოლოდ დარწმუნდეთ ამ მითის არარეალობაში, გაიხსენეთ, რომ დღეს სმარტფონებით აქტიურად სარგებლობს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა. მაგრამ არავინ არ კვდება ტვინის სიმსივნით, ყოველ შემთხვევაში ისე ხშირად, როგორც უნდა ყოფილიყო მობილური ტელეფონის მითიური “გამოსხივების” მოქმედების შედეგად. ეს საკმაოდ იშვიათი ავადმყოფობაა.

1553568
ზევით