არ არის გაყიდვაში

Untitled-1 copy

სმარტფონების სხვა ოპერაციულ სისტემებთან შედარებით Android -ის ერთ ერთი მთავარი უპირატესობა არის პარამეტრების მართვის მეტი შესაძლებლობა.

ამ სტატიაში ჩვენ გაგიმხელთ Android -ზე მომუშავე მობილურის ავტონომიურობისა და წარმოებლობის გაუმჯობესების რამდენიმე უნივერსალურ ხერხს.

პროცესორი

მიზანი: ავტონომიური მუშაობის გახანგძლივება
ხერხი: პროცესორის საშუალო ტაქტური სიხშირის შემცირება
Root-წვდომა: აუცილებელია
1Android-მოწყობილობების თანამედროვე პროცესორები სხვადასხვა ტექნოლოგიებს იყენებენ სმარტფონში ავტონომიურობასა და მწარმოებბლობის შეორის ბალანსის მისაღწევად. ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგია არის არქიტექტურა ARM big.LITTLE - კლასტერებს შორის გადართვის ალგორითმი და ტაქტური სიხშირის ცვლილება. მიუხედავათ ავტომატური გადართვისა, შესაძლებელია ამ პარამეტრების კონტროლი განვახორციელოთ ჩვენ და თავად გადავწყვიტოთ რა უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტულ მომენტში: სიმძლავრე თუ ელემეტის მუშაობის ხანგძლივობა.

განვიხილოთ უფასო აპლიკაცია CPU Tuner. ეს პროგრამა ითხოვს სუპერმომხმარებლის უფლებებს და ზოგი ერთ მოწყობილობაში დამატებითი ჩაშენებული ბირთვის (custom kernel) ის დაყენებას რათა მოხდეს წვდომას ყველა პარამეტრებზე.

პროგრამას გააჩნია საკმაოდ ფართო შესაძლებლობები სმარტფონის მართვაში და ენერგიის ხარჯვის შემცირებაში. ამ შემთხვევაში კი, ერთადერთი რაც უნდა იცოდეს მომხმარებელმა - როგორ დავაყენოთ სწორად “ვირტუალური რეგულატორის” პარამეტრები.

პირველი ნაბიჯი- თვითონ რეგულატორის არჩევა (ხანდახან მისი სახელია “მუშაობის რეჟიმი”) - ეს არის პროცესორის სიხშირის ცვლილების ალგორითმი. არსებობს რეგულატორის ბევრი ტიპი, ჩვენ მოვიყვანთ მაგალითად მხოლოდ ხუთს:

  • interactive — სტანდარტული რეგულატორი, მოქნილად აკონტროლებს სიხშირის ცვლილებას, მაღალ სიხშირეებზე ახანგრძლივებს მუშაობის დროს ;
  • ondemand — ნეიტრალური რეგულატორი, ენერგიის დაზოგვის რეჟიმის გარეში. ხანდახან ყენდება ავტომატურად;
  • conservative — ენერგიის დაზოგვის რეგულატორი. რომელიც ondemand-ზე ორჯერ ნელა ამუშავებს ტაქტურ სიხშირეს; 
  • powersave — ტაქტური სიხშირე მინიმალურ დონეზეა;
  • performance — ტაქტური სიხშირე მაქსიმალურ დონეზეა. 

მეორე ოპცია - აქტიური ბირთვების მაქსიმალური რაოდენობა. თავიდან, ეს რიცხვი უდრის სმარტფონი არსებული პროცესორის ბირთვების რაოდენობას. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ აქტიური ბირთვების შემცირებას, ენერგიის დაზოგვის მიზნით.
2

ზოგი ერთ რეგულატორში არსებობს დამატებითი ოპციები. ასე, conservative რეჟიმში, მომხმარებელს შეუძლია სიხშირის გადართვის ზღვრული მნიშვნელობების მითითება.

დამწყები მომხმარებლებისთვის რეკომენდებულია “ენერგიის დაზოგვის” რეჟიმის გამოყენება “აკუმულატორის შენახვის” ვირტუალურ რეგულატორთან ერთად.
იმიტომ, რომ თავიდანვე პარამეტრებით თამაშმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს გაჯეტს.

გრაფიკული ამაჩქარებელი

მიზანი: ინტერფეისის მუშაობის მოქნილობის გაზრდა, გამოსახულების გაუმჯობესობა თამაშისას
ხერხი: გრაფიკული ამაჩქარებლის მართვა
Root-წვდომა: არ სჭირდება

Android -ში გრაფიკული ამაჩქარებლის პარამეტრების რაოდენობა ნაკლებია ვიდრე პროცესორის. ისინი უფრო მარტივებია. მიუხედავად ამისა, მათი რეგულირება საკმაოდ სასარგებლოა მოწყობილობის წარმადობის გასაუმჯობესებლათ. მისი ოპციები არის ტელეფონის სტანდარტულ პარამეტრებში. წვდომისთვის საჭიროა დეველოპერის რეჟიმის გააქტიურობა, შემდეგ პარამეტრებში, შვიდჯერ დააჭიროთ წარწერას “about PC” (გაითვალისწინეთ, რომ, სხვადასხვა მოდელში, ეს დასახელება შეიძლება ჟღერდეს სხვადასხვანარიად, თუმცა, მარტივია საჭირო დასახელების შერჩევა)

აქტივაციის შემდეგ, პარამეტრებში გამოჩნდება ახალი ოპცია “დეველოპერის რეჟიმი”. აქ ჩვენ გვჭირდება პუნქტი “GPU-ის იძულებითი დამუშავება ”.

პროგრამის ინტერფეისის დამუშავება ხორციელდება ან პროცესორით, ან გრაფიკული ამაჩქარებლით (დამოკიდებულია, თუ ვინ არის ამ პროგრამის დეველოპერი) . იძულებითი დამუშავების ჩართვა აიგნორებს აპლიკაციის მანიფესტ-ფაილს და იძულებითი დამუშავების რეჟიმის დახმარებით, ნებისმიერი აპლიკაცია ყოველთვის მუშავდება GPU-თი. რადგან ამ შემთხვევაში სისტემა არ ითვალისწინებს მის მოთხოვნებს (მანიფესტ-ფაილს), ამის გამო, გაჯეტი უფრო სწრაფად მუშაობს. ამ ოპციის ნეგატიური ეფექტი არის ერთ პროცესზე ოპერატიული სისტემის მოცულობის გამოყენების გაზრდა, თუმცა, ეს ეფექტი უმნიშვნელოა 3-4 RAM გიგაბაიტიან - მოწყობილობებში.

ყველას მოგვწონს ხარისხიანი გამოსახულება თამაშის დროს. OpenGL 2.0 მხარდაჭერის თამაშებში, გამოსახულების საბოლო დამუშავებაზე პასუხისმგებელია ტექნოლოგია 4xMSAA. სტანდარტულ რეჟიმში, ანდროიდში ეს ფუნქცია გათიშულია. საჭიროა მისი აქტივაცია. გასათვალისწინებელია მხოლოდ ის ფაქტი, რომ გრაფიკის გაუმჯობესების ხარჯზე მცირდება ავტონომიური მუშაობის დრო.
გამოსავალი: ჩართეთ რეჟიმი, გაჯეტის დატენვის დროს. მის გამოყენება მუდმივად არაა სასურველი.

არსებობს კიდევ სამი პუნქტი, რომლის გათვალისწინებით შესაძლებელია მოწყობილობის მუშაობის აჩქარება გამოსახულების, მაგალითად, ანიმაციების დამუშავებისას.

“ანიმაციის ფანჯრის მასშტაბი”, “ანიმაციის გადასვლის მასშტაბი” და “ანიმატორის ხნგრძლივობის შკალა” -ს სიჩქარის პარამეტრების ცვლილებით, შეგვიძლია პროცესების მართვა, იმის გათვალისწინებით თუ რა შედეგი გვჭირდება. თუმცა, ჩვენი რჩევა იქნება, რომ სამივესთვის ერთნაირი სიჩქარე აირჩიოთ, რადგან, სხვა შემთხვევაში დაირღვევა ინტერფეისის მთლიანობის აღქმა. შეგიძლიათ თავად ჩაატაროთ ექსპერიმენტები

ფლეშ მეხსიერება

მიზანი: ფლეშ მეხსიერების წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარის გაზრდა
ხერხი: მეხსიერების ქეშ მოცულობის შეცვლა
Root-წვდომა: აუცილებელია

3თუ ხშირად გიწევთ ბევრი პატარა ფაილის დაკოპირება, შეამჩნებდით რომ მათი წაკითხვა და ჩაწერა უფრო ნელია ვიდრე იგივე ზომის მაგრამ ერთი ფაილის. ამ სიტუაციის გამოსწორება შეიძლება მეხსიერების ქეშ მოცულობის ზომის გაზრდით. ის დამოკიდებულია მხოლოდ ოპერაციულ სისტემაზე. ასეთი ქეშის მუშაობის პრინციპი მარტივია. გაჯეტი გამოყოფს ოპერატიულ მეხსიერებაში ადგილს, რომელზეც გამოიყენება ინფორმაციის შესანახად, ჩაწერის დროს. როდესაც ეს ადგილი ივსება, შემდეგ ინფორმაცია იწერება უკვე ერთიანი ბლოკით, რაც ცოტატი აჩქარებს ფლეშ მეხსიერების მუშაობას. ინფორმაციის წაკითხვისას კი, პროცესი პირიქით მიმდინარეობს. ბუნებრივია, რომ რაც უფრო სწრაფია მეხსიერება, მით ნაკლებად სჭირდება ქეში, ამიტომ, უფრო შესამჩნები შედეგი მიიღება დაბალი კლასების ნელი ბარათების გამოყენებისას.

ქეშის საჭირო მნიშვნელობის დაყენება შეიძლება მექანიკურად Android-ის სისტემურ ფაილებში, ან SD Speed Increase - ლაუნჩერის დახმარებით. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ხერხი და გადმოწერეთ.  

4აქტიური აპლიკაციები

მიზანი: მოწყობილობის ავტონომიურობის გაზრდა
ხერხი: არაეკონომიური აპლიკაციების ძიება და წაშლა
Root-წვდომა: არ სჭირდება

ალბათ, Android-ის ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტორია- აპლიკაციები, რომლებიც ფონურ რეჟიმში მუშაობენ და ფლანგავენ აკუმულატორის მუხტს. ამ პრობლემის გამოსწორება მხოლოდ პროგრამების წაშლაა. მაგრამ პირველ რიგში საჭიროა მათი პოვნა. ძიების დაწყებისთვის წაშალეთ Facebook-ის აპლიკაცია და მესენჯერი.

ენერგიის დიდი ნაწილი იხარჯება ზუსტად ამ პროგრამებზე. თუმცა, მათი ოპტიმიზაცია ჯერჯერობით არ ხორციელდება. ხანდახან მათი წაშლის შემდეგ, ავტონომიურობა იზრდება 20%-ით.

დავუბრუნდეთ არასასურველი აპლიკაციების ძებნას. შესაძლებელია მათი პოვნა სტანდარტული ხერხით: აკუმულატორის სტატისტიკაში იმის ნახვა თუ რომელი აპლიკაცია ხარჯავს ელემენტის რესურს. თუ პირველ ადგილზე არის “OC Android” ან “ეკრანი”, რაიმეს გაკეთება არაა საჭირო, თუ კი მათ ადგილზე სხვა პროგრამებია, ჯობს მათი წაშლა.

5თუ ვერაფერი საეჭვო ვერ ნახეთ, შესაძლო პრობლემა უნდა ეძებოთ რომელიმე ფონურ პროცესში. Android-ში არსებობს ჩაშენებული ინსტრუმენტი სტატისტიკისთვის. შესაბამისი პარამეტრის ჩართვისას გაითვალისწინეთ, რომ სია, რომელსაც ნახავთ ეხება პროგრამების ფონურად მუშაობის სტატისტიკას. მიაქციეთ ყურადღება ისეთ პროგრამებს, რომლების პროცენტი 90-ზე მეტია. ზუსტად ასეთი პროგრამები ტვირთავს ტელეფონს და ანელებს მასს.

ჩვენ ჩამოვთვალეთ ანდროიდ ტელეფონის ან პლანშეტის  გაუმჯობესების  რამდენიმე მარტივი ხერხი. მათგან ზოგი ავტონომიურობას ამცირებს იმისთვის რომ მოწყობილობამ უფრო სწრაფად იმუშაოს, ხოლო ზოგი პირიქით, ამუხრუჭებს წარმოებადობას, გაჯეტის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის გახანგრძლივებისთვის. ბალანსის დაცვა დამოკიდებულია უშუალოდ მომხმარებელზე.

y7oY7iyAJY1F2TODWtL1F39AqvvaCGDKnZPt 
ზევით