არ არის გაყიდვაში
1KidsPhone

როგორ დავიცვათ სმარტფონი ბავშვისგან?
როგორ გავხადოთ სმარტფონი უსაფრთხო ბავშვისთვის?

დღეს, უკვე, ბავშვისთვის ადრეული ასაკიდანვე მობილურის ჩუქება, ჩვეულებრივი მოვლენაა. რაღაც ლოგიკით, ასეთი საჩუქარი გამართლებულია, რადგან, სმარტფონი საშუალებას აძლევს მშობლებს არ დაკარგონ კონტაქტი შვილთან. გასათვალისწინებელია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მობილურთან ერთად, მას გადაეცემა წვდომა ინტერნეტთან, რომელიც სავსეა არასაბავშვო კონტენტით. ამ სტატიაში აღწერილია, როგორ დავაპროგრამოთ სმარტფონი ისე, რომ დავიცვათ ბავშვის ფსიქიკა..

ახალ თაობას ვერ გააოცებ სენსორული ტელეფონითა და უსადენო ინტერნეტით. ისინი, პატარაობიდან ინტერესდებიან მშობლების გაჯეტებით. იმისთვის, რომ ბავშვმა არ დააფორმატოს ტელეფონი, არ წაშალოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შემთხვევით არ წააწყდეს არასასურველ კონტენტს, საჭიროა მობილურის მართვის შესაძლებლობების შემცირება. საბედნიეროდ, არსებობს ამის საკმაოდ ბევრი ხერხი:

Android პლანშეტებსა და ზოგიერთ სმარტფონებში, არსებობს დამატებითი, შეზღუდული უფლებების ექაუნთის შექმნის შესაძლებლობა, სადაც შგიძლია მიუთითო და მხოლოდ სასურველ აპლიკაცებზე გქონდეთ წვდომა. სმარტფონებში ასეთი პროფილების შექმნა შესაძლებელია მხოლოდ Android 4.3-დან. ექაუნთის ჩართვისთვის საჭიროა პანელში "მომხმარებლები" -"ახალი მომხმარებლის" დამატება შესაბამისი პარამეტრებით. ამ პროფილში თქვენ შეგიძლიათ ბავშვისთვის მხოლოდ ის აპლიკაციები გახადოთ ხელმისაწვდომი, რომლებსაც ჩათვლით საჭიროდ.

მაგალითად, ის შეძლებს მხოლოდ ითამაშოს ან შეცვალოს ეკრანის სურათები. ეს არანაირად არ იმოქმედებს თქვენს პროფილში დაყენებულ პარამეტრებზე. მნიშვნელოვანია ამ დროს, ადმინისტრატორის პროფილისთვის სანდო პაროლის მოფიქრება- მაგალითად PIN-კოდი.
1

სამწუხაროდ, უმეტესობა Android- მოწყობილობებში, დამატებით ექაუნთში შეიძლება მხოლოდ ზარების განხორციელების ფუნქციის გამორთვა. თუ ეს არ არის საკმარისი, დააყენეთ საბავშვო ლაუნჩერი. ეს არის თავისებური დაცული პროგრამა, ლამაზი სურათებით, სახალისო ღილაკებით და რამდენიმე თამაშით. ასეთი აპლიკაცია საკმაოდ ბევრია Google Play-ზე. მაგალითად: Kid’s Shell. ამ აპლიკაციაში, დაბლოკილია სატელეფონო წიგნაკი, შეტყობინებები და ფაილები. ამიტომ, ბავშვი ვერ მოახერხებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის წაშლას. ამის გარდა, მასში შეიძლება დამატებითი ფუნქციების გააქტიურება: ქსელის, ინტერნეტ-მაღაზიების და სხვა აპლიკაციების წვდომის კონტროლი.

სასურველი პარამეტრების დაყენება შესაძლოა კონკრეტულად მაშინ, როდესაც სმარტფონი ბავშვის ხელშია. სხვათაშორის, არ არის აუცილებელი დროის ამ პერიოდზე მობილურში ინტერნეტის გათიშვა. შეგიძლიათ გაააქტიუროთ შვილისთვის წვდომა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამებზე -ისინი იყენებენ ინტერნეტს. ასევე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა ბავშვისთვის რამდენიმე გამორჩეულ ნომერზე დარეკვის შესაძლებლობის ჩართვა.
2

ბავშვის სმარტფონი. ვენდობით, მაგრამ ვაკონტროლებთ:

თუ თქვენი შვილი უკვე იმ ასაკშია, როცა მისთვის შესაძლებელია ინტერნეტით სარგებლობა, კარგი იქნებოდა, 18+ საიტების დაბლოკვა. ამის გაკეთება შეიძლება ჩვეულებრივი მობილური ანტივირუსის დახმარებით. მაგალითად Dr. Web Security Space (უფასო ლიცენზია- ორი კვირა). მისი აქტივაციისთვის საჭიროა აპლიკაციის პარამეტრებში შესვლა და ოპცია Cloud Checker-ის არჩევის შემდეგ URL-ფილტრის გააქტიურება: გაიხსნება დასაბლოკი კატეგორიები: ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, სოციალური ქსელები და ა.შ.
3

Google Play-ში ასევე არსებობს მშობლების კონტროლის ფუნქციები. კონტენტის მართვისთვის ან ასაკობრივი შეზღუდვის გააქტიურებისთვის, საჭიროა თქვენი შესაბამისი პაროლით პარამეტრების ჩართვა.

Apple-ის მოწყობილობებში მშობლების კონტროლის სისტემა ძალიან დეტალურადაა შემუშავებული და ინსტალირდება, როგორც პლანშეტებზე ასევე სმარტფონებზეც. თქვენ მართავთ წვდომას აპლიკაციებზე, iTunes-ზე და АppStore-ზე, მაგალითად, კრძალავთ რაღაცის შეძენას. ასევე შესაძლებელია 18+ საიტების დაბლოკვა. თუმცა, ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ Safari-ს ბრაუზერზე.

დევაისის დაცვა ფიზიკური დაზიანებისგან:

თუ თქვენი ბავშვი დაინტერესდა სმარტფონით, საჭიროა სასწრაფოდ, მისი კორპუსის დასაცავი აქსესუარების შეძენა. ეკრანის დამცავი და ქეისი აუცილებელია!
4

ზოგადად, ბავშვს სმარტფონის ჩუქებისას, თავიდანვე უნდა ხვდებოდეთ, რომ ადრე თუ გვიან, დევაისი "დაიღუპება გმირული სიკვდილით". იმისთვის რომ დიდად არ დაგწყდეთ გული, მისი გაფუჭებისას, უკეთესია, რომ წინასწარ იზრუნოთ ან მის დაცვაზე ან ოპტიმალური მოწყობილობის არჩევაზე. სამწუხაროდ, მაღაზიებში არ არის შესაბამისი განყოფილება- არაძვირი, მაგრამ ეფექტური მობილურებით.

საკმაოდ კარგი ვარიანტია, საბავშვო პლანშეტის შეძენა. ასეთ მოწყობილობებს აქვთ მყარე კორპუსი, წინასწარ დაყენებული, ბავშვისთვის განკუთვნილი კონტენტი, საბავშვო ლაუნჩერი. ახალგაზრდა სკოლელისთვის, შეიძლება დაცული სმარტფონის, ან ორი მოწყობილობის შეძენა: პლანშეტი გართობისთვის, რომელსაც გამოიყენებს სახლში, და უბრალო ღილაკიანი ტელეფონი- სკოლისთვის - რომელიც დიდხანს მუშაობს, და არც გაფანტავს მის ყურადღებას სწავლისგან.

5

ადგილმდებარეობის კონტროლი: სად არის ბავშვი?

მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ თუ სად არის მათი შვილი: ხომ არ გააცდინა გაკვეთილები, ხომ არ გაიქცა მეზობელ ქალაქში, მოზარდის პროტესტის ტრადიციების მიხედვით. სმარტფონი, ამ შემთხვევაში, შეიძლება მშობელის საუკეთესო დამხმარე გახდეს. არსებობს ბავშვის ადგილმდებარეობის გაგებისრამდენიმე ხერხი:

ხერხი 1: ოპერატორის სერვისი

პირველ რიგში, მდებარეობაზე ინფორმაციის მიწოდების სერვისს სთავაზობს თვით მობილურის ოპერატორი. ფუნქციის ჩართვისთვის საჭიროა მფლობელის თანხობა, თუმცა, რადგან ტელეფონი თქვენზეა გაფორმებული, პრობლემები არ შეგექმნებათ. შესაბამისი SMS-ის გაგზავნით, ოპერატორი მოგაწყვით ინფორმაციას აბონენტის გეოლოკაციაზე.

ხერხი 2: აპლიკაციები, ან ოპერაციული სისტემის პარამეტრები

შვილის მდებარეობის ინფორმაციის მიღების მეორე ხერხი - სპეციალური აპლიკაციაა, Android -ისთვის ეს არის პროგრამა "Where is Child", ხოლო iPhone-ისთვის - "Find iPhone". ორივე აპლიკაცია ჰგავს ერთმანეთს, თუმცა გააჩნიათ საკუთარი პლიუსები და მინუსები. მაგალითად, "Where is Child" - შექმნილია უშუალოდ საბვშვო მოწყობილობებისთვის. ბავშვის ლოკაციის პოვნის გარდა, მას აქვს დამატებითი სასარგებლო ფუნქციები, ელემენტების დონის ასახვა, ავტომატური შეტყობინება, თუ ბავშვი გავიდა რუკაზე მონიშნული ზონიდან, ან მიაღწია მითითებულ სახიფათო რაიონს. ასევე, პროგრამის დახმარებით ბავშვს შეუძლია SOS - სიგნალის გაგზავნა მშობელის მობილურზე. მისი მინუსი იმაშია, რომ ის იყენებს GPS-ს და ინტერნეტს, ეს კი სწრაფად განმუხტავს აკუმულატორს. GPS -ს იყენებს აპლიკაცია "Find iPhone" -იც.

ხერხი 3: სხვა გაჯეტი

6 თუ თქვენ შვილს სჭირდება მუდმივი კონტროლი, მაგრამ ის ყოველთვის კარგავს ან ტოვებს ტელეფონს ყველგან სადაც იმყოფება, მაშინ მარტივი გამოსავალია მისთვის SMART საათების შეძენა. საათი ყოველთვის იქნება ბავშვის ხელზე. მშვენიერი არჩევანია - ჩინური Smart Baby Watch Q50. თქვენ სმარტფონზე აპლიკაცია "კომპანიონ" -ის დაყენებისას თქვენ შეძლებთ საათის გადაადგლების ნახვას რეალურ დროში, დისტანციურად დაუყენოთ შვილს მაღვიძარა, ასევე მის ირგვლივ გარემოს მოსმენა.

თუმცა, მთავარი რჩევაა, რომ არ ღირს ბავშვის კონტროლის გადაჭარბება. მეტისმეტად მკაცრი მშობლებისთვის, გაითვალისწინეთ: კარგია, როცა ბავშვი დაცულია ინტერნეტის მავნე ზემოქმედებისგან, თუმცა, ზედმეტი არაფერი ვარგა...
1
ზევით