არ არის გაყიდვაში

Untitled-1 copy

როგორ ავარჩიოთ მიქსერი?

არსებობს ბევრი მწარმოებელი, რომელიც უშვებს ხარისხიან მიქსერებს: Gorenjie, Bosh, Moulinex, Electrolux, Zelmer, Tefal და Phillips.

mikser


მიქსერს გააჩნია ორი ძირითადი ფუნქცია სადღვები და სათქვეფი
მაგალითად, ცომის მომზადება, ან კვერცხის ათქეფვა.

▶ მიქსერის არჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება შემდეგ პარამეტრებს:
▶ მიქსერის ტიპი
▶ სიმძლავრე
▶ სიჩქარეების რაოდენობა და იმპუსლური რეჟიმი
▶ თასის მოცულობა და მასალა
▶ მიქსერის საცმების რაოდენობა
▶ წვრილმანები

ცალცალკე გავარჩიოთ თითოეული პარამტერი:

მიქსერის ტიპი

ოფიციალურად, არსებობს მიქსერის ორი ტიპი, თუმცა მუშაობის პრინციპი ორივეს ერთნაირი აქვს.
ხელის
სტაციონარული  (უფრო ძვირი)

1


ხელის მიქსერი შედარებით იაფია, მისი ძრავა ჩაშენებულია კორპუსში, აქვს სახელური. სტაციონარული მიქსერი უფრო ძვირია. ძრავა მაგიდაზე მდგომ სადგამშია. სადგამზე იდგმევა თასი, რომელშიც ხდება საკვების ათქეფვა.

არსებობს მიქსერის მესამე ტიპიც, რომელიც რატომღაც მიეკუთვენბა სტაციონარულებს. თუმცა, უფრო კომბინირებულია - ამ მოდელებში, საჭიროების შემთხვევაში ღილაკზე დაჭერით მიქსერი სცილდება სადგამი და თქვენ მას იყენებთ, როგორც ხელისას.

რაზე მოქმედებს მიქსერის ტიპი?

მუშაობის კომფორტი: ხელის მიქსერი სულ უნდა გეჭიროთ ხელში. სტაციონარული დგას სადგამზე. თქვენ მხოლოდ აჭერთ ღილაკს.
რა ჭურჭელში ხდება პროცესი. ხელის მიქსერით თქვენ შეგიძლიათ მოურიოთ საკვები ნებისმიერ ჭურჭელში - თეფშში ან ქვაბში, ხოლო სტაციონარული ამუშავებს პროდუქტს მხოლოდ საკუთარ ჯამში.

რა ტიპის მიქსერია უკეთესი?

თუ ბიუჯეტური მოდელი გჭირდებათ, ჯობს იყიდოთ ხელის მიქსერი. მთავარია, აირჩიოთ მოდელი კარგი ხარისხის მასალისგან. თუმცა, თუ შესაძლებლობა გაქვთ, კომბინირებული მიქსერი ყველაზე კარგი არჩევანია. სტაციონარული მიქსერის აღებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდი ოჯახი გყავთ, თქვენ კი გიყვართ საჭმლის მომზადება. კომბინირებულისგან განსხვავებით მას უფრო დიდი თასი აქვს.

მიქსერის სიმძლავრე

ხელის მიქსერებს გააჩნიათ 100-400 W სიმძევრის დიაპაზონი , ხოლო სტაციონარულ და კომბინირებულს - 150 W -დან 500 W-მდე .

რაზე მოქმედებს მიქსერის სიმძლავრე?

პირველ რიგში ის მოქმედებს პროდუქტების ჩამატების მოცულობაზე. 100-200- ვატიანი მიქსერი მოზილავს მაქსიმუმ ნახევარ კილოგრამ ცომს. ხელის 300-400 ვატიანი მიქსერები მოერებიან 1-1,5 კილოგრამს, ხოლო იგივე სიმძლავრის სტაციონარული და კომბინირებული მიქსრერები - 3-4კგ-ს.

ასევე, მიქსერის სიმძლავრეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად ის შეასრულებს საჭირო პროცესს. თუმცა, ეგ შესამჩნევია მხოლოდ სიმძლავრეების დიდი სხვაობის შემთხვევაში.

რა სიმძლევრის მიქრსერია საკმარისი ?

ხელის მიქსერებისთვის საკმარისია 250-300 W. 200 W-ზე ნაკლები მიქსერი იქნება სუსტი და გამოგადგებათ მხოლოდ კვერცხებისთვის ან ბლინებისთვის, სხვა შემთხვევაში ძრავა უბრალოდ დაიწვება. უფრო მაღალი სიმძლავრის მიქსერები კი საკმაოდ ძვირია.

სტაციონარული და კომბინირებული მიქსერების ოპტიმალური სიმძლავრეა 300-400 W.

სიჩქარეების რაოდენობა და იმპულსური რეჟიმი

ხელის მიქსერები: 2-16 სიჩქარე.
სტანციონარულსა და კომბინირებულებს: 2 -10 სიჩქარე.

იმპულსური რეჟიმი - ეს არის მუშაობის სიჩქარის ცვლილება შესაბამისი ღილაკის დაჭერით. ეს ფუნქცია აქვს მხოლოდ ხელის ან კომბინირებულ მიქსერებს.

რაზე მოქმედებს მიქსერების სიჩქარეების რაოდენობა?

მუშაობის კომფორტზე და სიჩქარეზე
სხვადასხვა პროდუქტებისთვის საჭიროა მუშაობის სხვადასხვა სიჩქარე, კვერცხის ათქეფისთვის მაღალი სიჩქარე, დაბალი სიჩქარე - ცომისთვის.
სიჩქარეზე მოქმედებს ასევე ჭურჭელი, რომელშიც მზადდება პროდუქტი. თუ ჯამია მაღალი ბორტებით - მაშინ შეგიძლიათ თამამად მაღალ სიჩქარეზე ჩართოთ მიქსერი, ხოლო დაბალი ბორტების შემთხვევაში, მაღალი სიჩქარის გამოყენება სახიფათოა. ცომი შეიძლება მაგიდაზე აღმოჩნდეს

სიჩქარეების რა რაოდენობაა ოპტიმალური და არის თუ არა საჭირო იმპულსური რეჟიმი

მიქსერისთვის საკმარისია 3-5 სიჩქარე. ნაკლები- მუშაობა ხდება არაკომფორტული. მეტს- აზრი არ აქვს, ნახევარზე მეტს მაინც არ გამოიყენებთ.

იმპულსური რეჟიმი- ძალიან კარგი პლიუსია. მაგალითად, კვერცხის ათქეფვისას, ქაფის მიღებისთვის, პროცესის დასასრულში დააჭერთ იმპულსური რეჟიმის ღილაკს ბოლომდე, მიქსერი უცებ აკრიფავს სიჩქარეს და თქვენ მიიღებთ საჭირო შედეგს.

ხელისა და კომბინირებული მიქსერების საცმები

სიმძლავრის შემდეგ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია საცმების ნაკრები. ამ ორი პარამეტრის გაგებით ხდება გასაგები, თუ რისი მომზადება შეიძლება ამ მიქსერით.

რა საცმეები არსებობს?

☑ სადღვები (ორი ცალი)
☑ ცომის მოსაზელი კაუჭები (ორი სპირალი)
☑ საცმი- ბლენდერი - გამოიყენება პიურესთვის და ბოსტნეულის დაქუცმაცებისთვის. რეალური ხელის ბლენდერის ანალოგი
☑ უნივერსალური დასაქუცმაცებელი: ამ საცმით, მიქსერი ხდება მინიკომბაინი, პროდუქტების დასაჭრებლად. მისი გამოყენებით ფარშის მომზადებაც შეიძლება.
☑ საცმი პიურესთვის
☑ ელექტროდანა.

რა საცმები არის საჭირო?

ნებისმიერი მიქსერის მინიმალური კომპლექტი - ეს არის სადღვები და ცომის მოსაზელი კაუჭები. ხოლო გჭირდებათ თუ არა დანარჩენი საცმები დამოკიდებულია იმაზე თუ რის მომზადებას აპირებთ მიქსერის დახმარებით.

venchiki

ასევე, თუ სამზარეულოში უკვე გაქვთ სრულყოფილი ბლენდერი, საცმი-ბლენდერი მიქსერისთვის, სავარაუდოდ არ დაგჭირდებათ.

საცმი პიურესთვის- მშვენიერი მოწყობილობაა ნაზი, ერთგვაროვანი პიურესთვის.
ელექტროდანა - სურვილზეა დამოკიდებული, ამ საცმს არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.

2mp

მოგახსენებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საცმები მხოლოდ ხელის მიქსერებს მოყვება. სტაციონარულ მიქსერებს აქვთ საცმების მხოლოდ სტანდარტული ნაკრები.

სტაციონარული და კომბინირებული მიქსერის თასის მოცულობა და მასალა

არსებობს პლასტმასის, მინის ან უჯანგავი ფოლადისგან დამზადებული თასები მოცულობით 2იდან 5ლიტრამდე

რაზე მოქმედებს თასის მოცულობა და მასალა ?

ლოგიკურად, რაც უფრო მეტი მოცულობაა მით უფრო მეტი პროდუქტის გამოყენებას შეძლებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ბოლომდე ჯამის ავსება არაა სასურველი, რომ არ გადმოიყაროს ყველაფერი მაგიდაზე, მუშაობის დროს. ამიტომ, ჯამის 20-25% გამოუყენებელი რჩება. ოჯახს, შემდგარ 2-3 ადამიანისგან ეყოფა 2-2,5 ლიტრიანი ჯამი, დიდ ოჯახზე (4-6 ადამიანი) 3-3,5 ლიტრიანი, თუ ოჯახი უფრო დიდია, მაშინ შესაბამისად, რაც უფრო დიდი თასი მით უკეთესი.
თასის მასალა შესამჩნევლად ცვლის მიქსერის ღირებულებას. ხარისხიანი ჯამების მქონე მიქსერები უფრო ძვირია. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც რომ მინის თასი დავარდნისას გატყდება.
შესაბამისი ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში, სასურველია უჟანგავი ფოლადის თასის მქონე მიქსერის შეძენა.

სასიამოვნო წვრილმანები

მიქსერი გახდება იდეალური მოხმარებისთვის, თუ მას ექნება შემდეგი ფუნქციებიც:

➤ სტაციონარული მიქსერის თასის პლანეტარული ბრუნვა: საცმები ბრუნავენ ერთი მიმართულებით, ჯამი საპირისპიროთი. ასე ცომი უფრო სწრაფად მოიზილება.
➤საცმების ამოღების ღილაკი.
➤დაცვა გადატვირთვისგან ან დაბინძურებისაგან.
➤კედელზე დაკიდებისთვის განკუთვნილი სამაგრი და საცმების შენახვის განყოფილება.
➤რეზინის სახელური. ასე მიქსერი არ მოცურდება სველი ხელებიდან.
➤გრძელი კაბელი. სტანდარტულად ის 1 მეტრია, თუმცა, შესაძლოა 1,8 მ მქონე კაბელის მიქსერის პოვნაც.
➤კაბელის შენახვის განყოფილება. ძალიან მოსახერხებელია, თუ კაბელი არ ეხვევა მიქსერს და ღილაკის დაჭერით ინახება სპეციალურ განყოფილებაში, როგორც ეს ხდება უმეტესობა მტვერსასრუტში. მითუმეტეს, თუ კაბელი გრძელია

standmixer-banner



ზევით