არ არის გაყიდვაში

News_720

ახალი PlayStation 4 Pro: იქნება თუ არა 4K?

სათამაშო კონსოლების ახალი თაობა უნიკალურია. ის ვითარდება ძალიან სწრაფად, ტექნოლოგიები იხვეწება. უკვე დიდი ხანია, მსოფლიო ბაზარზე კონკურირებენ Sony და Microsoft . ამჟამად Sony -მ შექმნა უძლიერესი ახალი მოდელი, სახელად PS4 Pro. ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ამ კონსოლს და ასევე მოგიყვებით PlayStation Meeting-ის სხვა ანონსებზე.

1

სათამაშო სადგური პროფესიონალებისთვის

ამ წლის, 7 სექტემბერს, Sony-მ წარადგინა PlayStation 4-ის პლატფორმის მომავალი, სახელად PS4 Pro.



PS4 ძალიან პოპულარულია. კონსოლი უკვე 40 მილიონმა ადამიანმა შეიძინა, ამიტომ ახალ მოდელს საზოგადოება ელოდებოდა დიდი მოუთმანლობით. საკითხავი იყო, შეიცვლება თუ არა მოწყობილობის სისტემის სიმძლავრე, თუ ახლანდელი PS4 -ის არქიტექტურა კიდევ 2-3 წელი იქნება აქტუალური. როგორც აღმოჩნდა, მთლიანობაში PS4 Pro თითქმის იგივეა რაც მისი წინამორბედი, თუმცა გაცილებით უფრო მძლავრი, სწრაფი და უკეთესი ყველა ასპექტში.

2

PS4 Pro-ს დიზაინით ჰგავს წინამორბედს, თუმცა, გაბარიტებით ის უფრო დიდია - 295х55х327 მმ. ამის ხარჯზე კომპანიამ შეძლო მოწყობილობის კომპტონენტების გაძლიერება. AMD პროცესორი Jaguar -ის არქიტექტურაზე და განახლებული გრაფიკული ჩიპი AMD Radeon - სიმძლავრით 4.20 TFLOPS, რაც ორჯერ აღემატება თავის ანალოგს ჩვეულებრივ PS4-ზე. აქცენტი კეთდება თამაშების უფრო მაღალ ხარისხში გაშვების და HDR ეფექტის მხარდაჭერაში. ხოლო GDDR5 მეხსიერების მოცულობა იგივე დარჩა. მოდელი აღჭურვილია მაღალსიჩქარიანი პორტით USB 3.1.

მთავარი ინტრიგა: ექნება თუ არა მას 4K-ს მხარდაჭერა


4K და HDR

PlayStation Meeting -ის და PS4 Pro -ის ანონსის მთავარი თემა იყო: 4K და HDR-ი. თანამედროვე სამყაროსათვისაც კი ასეთი ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირი სიახლეა. ასევე, კონსოლის მაღალი სტანდარტები აძლევენ სტიმულს ტელევიზორის დეველოპერებს, რადგან PS4 Pro მთლიანი ძალით იმუშავებს მხოლოდ შესაბამის აპარატურაზე.


4K -ეს არის გამოსახულების გამოყვანა 3840x2160 რეზოლუციით. ანუ, დაახლოებით 4ჯერ მეტი ვიდრე ჩვეულებრივ Full HD-ში. ამის უზრუნველყოფა ხდება ტელევიზორის მატრიცით და Premium HDMI ანHDMI 2.0 სტანდარტის კაბელით. იგივე სჭირდება HDR ფორმატს- გამოსახულებას უფრო რეალისტური ფერებით. სონის მწარმოებლების თქმით, PS4 Pro შექმნილია იმისათვის, რომ იმუშავოს ზუსტად ამ რეჟიმში. თუმცა, შეკითხვები მაინც რჩება. რამდენად “ბეჯითათ” გადასცემს კონსოლი 4K-ს? იქნება თუ არა ჩართული “რბილი”-soft მასშტაბირება? და რა აზრი აქვს PS4 Pro შეძენას თუ მაინც ჩვეულებრივ ტელევიზორთან შევაერთებთ?


სონი ელოდებოდა ასეთ ინტერესს. აღმოჩნდა რომ PS4 Pro აღწარმოებს 4K ფილმებს და სერიალებს Netflix და YouTube სეპციალური აპლიკაციების დახმარებით. ხოლო “სახლის ფორმატის” 4K Blu-Ray ახალ ვერსიაში არ იქნება. ჩართვისას სისტემა განსაზღრავს სურათის ხარისხს. Full HD ტელევიზორზე 4K თამაშები დავა 1080p ფორმატზე. როგორც ამბობენ მწარმოებლები, ჩვეულებრივ TV-ს დახმარებით გაშვებული თამაშები უფრო კარგი გრაფიკით იქნება ვიდრე ძველ კონსოლებზე, რადგან სისტემის სიმძლავრე განაწილდება სხვადასხვა ეფექტებზე. ფერის სიღრმეზე, სიმკვეთრეზე და ა.შ.


შეძლებს თუ არა PS4 Pro თამაშების გაშვებას 4K ფორმატში, რომელიც საკმაოდ პრეტენზიულია აპარატურის მიმართ. მარტივი თამაშების შემთხვევაში სისტემა ადვილად დაამუშავსბს გამოსახულებას, ხოლო დიდი მოცულობის გრაფიკის შემთხვევაში, სიმძლავრე შეიძლება არ ეყოს. თუმცა SONY იპოვა მარტივი და ელეგანტური გამოსავალი. თუ თამაშის გაფართოება 1080p-ზე გაცილებით მეტია, კონსოლი, ერთი “ეშმაკი” ალგორითმის დახმარებით “გაწელავს” გამოსახულებას 4K-მდე. თუმცა, ყველა თამაშზე ეს ალგორითმი ვერ მუშაობს.


უფრო რთულია , ხალხის დაჯერება HDR-ზე გადასვლის აუცილებლობაში. ახალი სტანდარტი, რომელიც აჩვენებს გაცილებით უფრო მეტ ფერს, ძნელად იყიდება, რადგან განსხვავების ნახვა შეიძლება მხოლოდ ახალ , ძვირად ღირებულ ტელევიზორებში. ღამის სცენები სიღრმეს იღებენ, ხოლო კაშკაშა სურათები ფერთა სიმდიდრეს და უფრო მეტ დეტალებს. HDR მხარდაჭერას მიიღებს PlayStation 4 -ის ყველა კონსოლი. მთავარია სწორი ეკრანის არჩევა. PS4 Pro -ის გაყიდვა დაიწყება 10 ნოემბერს.

PS4 Slim და სასიამოვნო წვრილმანები

მიუხედავად იმისა რომ PlayStation Meeting-ის ძირითადი ნაწილი მიძღვნილი იყო PS4 Pro-ს ანონს, ასევე წარდგენილი იყო ჩვეულებრივი PS4-ის შემცირებული ვერსია, შექმნილი იმათთვის, ვისაც 4K საერთოდ არ სჭირდებათ, ხოლო კლასიკური PS4 -სთვის სახლში ადგილი არაა. Slim ვერსია საკმაოდ კომპაქტურია, ჩუმი და ეკონომიური. სიურპრიზი: არ გააჩნია ოპტიკური პორტი.


კონსოლების გარდა Sony გვთავაზობს პერიფერიული მოწყობილობების ახალ ვერსიებს. მაგალითად გაუმჯობესებული კონტროლერი DualShock 4, რომელშიც ჩაამატეს განათებული ზოლი სენსორულ პანელზე და USB პორტი, ასევე, PlayStation-ის კამერები, ახალი დიზაინით. ორივე აქსესუარი პირდაპირ კავშირშია PlayStation VR-თან.

ახალი კონსოლებისთვის შეიძლება განახლებული ვერტიკალური სადგამისა, მოძრაობების კონტროლერის PlayStation Move და უსადენო გარნიტურის 7.1 Platinum-ის შეძენა.

3


ზევით