არ არის გაყიდვაში
moto-x-motorola-smartphone-android-google-phone-1


არავისთვის აღარაა სიახლე, რომ Motorola-ს მშობელი კომპანია, Google-ის შემდეგ, Lenovo გახდა. ამ ამბავმა ძალიან დიდი აღელვება და საუბარი გამოიწვია moto-ს მომხმარებლებს და გულშემატკივრებს შორის, რადგან მათი აზრით, მომავალ სმარტფონებს ძალზედ დაეტყობოდა Lenovo-ს ხელი: გაქრებოდა ის სიმბოლური, ლეგენდარული moto-ს განცდა და ემოცია, გაქრებოდა განსხვავებული დიზაინი და რაც მთავარია სუფთა ანდროიდი, თუმცა moto-მ, 2016 წლის ახალი სმარტფონებით და ინოვაციებით ყველას დაუმტკიცა, რომ Lenovo მხოლოდ და მხოლოდ მშობელი კომპანიაა და ის არანაირად არ უშლის ხელს Motorola-ს ინოვაციების შექმნაში.

moto z ოჯახი

1
 9 ივნისს, Lenovo Tech World-ზე Motorola-მ თავისი ახალი, ინოვაციური სმარტფონთა დუო წარადგინა, moto z და moto z Force, ასევე მათი დამატებითი მოდები – motomods. 4 სექტემბერს, IFA-ზე კი, moto z ოჯახს ახალი წევრი, moto z Play შეემატა. moto z სერია უპირველესად იმით გამოირჩევა, რომ ეს არის პრემიუმ ხაზი, სმარტფონებს გააჩნიათ ულამაზესი, მეტალისა და შუშის დიზაინი და სამივეს უკან საერთო აქვთ moto-ს ინოვაციური, 16 პინიანი motomods-ის მაგნიტური შესაერთებელი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაუმატოს სმარტფონს მისთვის სასურველი ფუნქციონალი.

moto z

2სერიაში ყველაზე გამორჩეული moto z არის, რადგან მისი სისქე მხოლოდ და მხოლოდ 5.2მმ-ს შეადგენს. კომპანია ამაყად ამბობს, რომ ეს ყველაზე თხელი პრემიუმ სმარტფონია მსოფლიოში და ეს ნათქვამიც ნამდვილად გამართლებულია! მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი ასეთი თხელია, ის არანაირად არ ჩამოუვარდება სხვა ფლაგმანებს როცა საქმე სპეციფიკაციებს ეხება. მას გააჩნია 1440×2560 გაფართოების მქონე 5.5″ AMOLED ეკრანი, ძალზედ სწრაფი Snapdragon 820 პროცესორი 4GB ოპერატიული მეხსიერებით, 13მპ-იანი მოწინავე კამერა f/1.8 დიაფრაგმით, PDAF+ლაზერული ავტოფოკუსით და 2600mAh ელემენტი სწრაფი დამუხტვის – TurboPower მხარდაჭერით.

moto z Force

3moto z Force სპეციფიკაციებით ძალიან მსგავსია სტანდარტულთან, თუმცა მისგან განსხვავებით, Force უფრო სქელი სმარტფონია, მისი სისქე 7მმ-ს შეადგენს და მას ეკრანზე შუშის მაგივრად ShatterShield ტექნოლოგიის დაცვა აქვს: ეს 5 შრისგან შემდგარი ეკრანის სისტემაა, სადაც პირველი შრე დრეკადი AMOLED ეკრანია, მეორე და მესამე შრე პასუხობს ეკრანთან რეაგირებას (ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ტრადიციული სმარტფონებისგან განსხვავებით, moto z Force-ის დავარდნისას ერთი შეხების შრე გაითიშა, მეორე უპრობლემოდ იმუშავებს), მეოთხე შრე დრეკადი პლასტმასის დამცავი ფენაა, მეხუთე კი ძალზედ სქელი ეკრანის დამცავი ფირია, რომლის შეცვლა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია. შუშისგან განსხვავებით ShatterShield ტექნოლოგიის დამცავი ფენა ფიზიკურად არ ტყდება არანაირად. სმარტფონს სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით ასევე 21მპ კამერა აქვს და უფრო მძლავრი 3500mAh ელემენტი, რომელსაც ასევე გააჩნია სწრაფი დამუხტვა.

moto z Play

4პრემიუმ კლასის moto z და moto z Force-სგან განსხვავებით, moto z Play შუათანა-პრემიუმ კლასის სმარტფონია. თუმცა ამის მიუხედავად, ის თავისებურად განსხვავებულია. ის მუშაობს ენერგოეფექტულ Snapdragon 625 პროცესორზე 3GB ოპერატიული მეხსიერებით, აქვს უფრო დაბალი რეზოლუციის მქონე 1080p AMOLED ეკრანი და გააჩნია სრულად მონსტრული 3510mAh ბატარეა.

ზუსტად ამ კომბინაციის წყალობით ის დასახელებულია Android სამყაროში და moto-ს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ბატარეის მქონე სმარტფონად. მას ასევე გააჩნია 16მპ-იანი კამერა f/2.0 დიაფრაგმით, PDAF და ლაზერული ავტოფოკუსით, უკან კი მეტალის ნაცვლად შუშა აქვს.

motomods მოდულები

5როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, motomods არის moto-ს მიერ შექმნილი მოდულების პლატფორმა, რომლის იდეაც ისაა, რომ 16 პინიანი მაგნიტური შემაერთებლის წყალობით, მომხმარებელს შეეძლება თავისი სმარტფონისთვის სასურველი ფუნქციონალის დამატება სულ რაღაც ერთ შეხებაში. დღესდღეობით 5 მაჟორული motomod-ია, ესენია: JBL SoundBoost დინამიკი, Moto Insta-Share პროექტორი, ბატარეის მოდული, რომელსაც სხვადასხვა ბრენდი უშვებს განსხვავებული კონფიგურაციით, Hasselblad 10X Zoom კამერა და Style motomod, რომელიც სმარტფონს ალამაზებს (20-მდე სხვადასხვა მატერიის უკანა ხუფი არსებობს, არის სხვადასხვა ბრენდებისაც). მომავალში ასევე იგეგმება სხვა motomod-ების გამოშვება, აქედან ერთ-ერთია adventure motomod-რომელიც სმარტფონს წყალგაუმტარობას და დამატებით გამძლეობას დაუმატებს. გარდა ამისა, motomod პლატფორმა არის Open Source, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღიაა დეველოპერებისთვის და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას სასურველი ფუნქციონალური დამატება სმარტფონისთვის, და აქციოს მისი იდეა motomod-ად, პლატფორმა ასევე იქნება უნივერსალური და თავსებადი შემდეგი თაობების moto z სმარტფონებთან.

http://review.ge/
ზევით