არ არის გაყიდვაში


Statia_720

მომავლის სახლი

მაცივარი საყიდლების სიას ადგენს, სარკე ეხმარება გოგოებს მაკიაჟის გაკეთებაში, ხოლო ფანჯრები გვკარნახობენ, როგორ ჩავიცვათ ამინდის შესაბამისად.

მოდით წარმოვიდგინოთ, თუ როგორი იქნება - მომავლის სახლი!

პირველივე ნაბიჯიდან ახალ სახლში თქვენ იგრძნობთ სითბოს. “ჭკვიანმა” სახლმა შიესწავლა, რომ სამშაბათობით თქვენ ბრუნდებით შვიდზე, და წინასწარ ჩართო გამათბობლები.

სახლის განათება, გათბობა, მთლიანი კომუნიკაცია, ტექნიკა იმართება სმარტფონით. თუმცა, რისთვისაა საჭირო სმაარტფონის ამოღება, როცა შეიძლება უბრალოდ თქვა: ”გააღე კარი”, “გამორთე შუქი”. სმარტ სახლი ცნობს ოჯახის წევრების ხმებს და გაარჩევს ინტონაციას- როცა თქვენ ლაპარაკობთ ერთმანეთში, და როცა მიმართავთ უშუალოდ მას.

გადავინაცვლოთ სამზარეულოში

ჩვენი მშობლების აზრით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამზარეულოში, გამოჩენილი მიკროტალღური ღუმელები და მულტსახარშები უკვე არის ტექნოლოგიური სასწაული. მაგრამ, ტექნოლოგიები ვითარდება იმდენად სწრაფად, რომ ჩვენ მომავალში, გვექნება სულ სხვა ინოვაციები.

ალბათობა, რომ ყოველ დიასახლის ეყოლება რობოტი -დამხმარე Moley ან Care-O-bot-ტიპის, არის მცირე, თუმცა, საჭმლის მომზადების და შენახვის მეთოდები რადიკალურად შეიცვლბა.

1


2015 წელს, წარდგენილი იყო სამზარეულოს მაგიდის პროექტი, რომელსაც შეუძლია მიხვდეს თუ რა პროდუქტი დევს მასზე, შეგატყობინოთ მისი კალორიულობა, შემოგთავაზოთ რეცეპტები შესაბამისი პროდუქტებისგან. მაგიდაში ჩამონტაჟებულია სპეციალური ინდუქციური გამაცხელებლები- თქვენ, სასურველი კერძის მომზადება პირდაპირ მაგიდაზე შეგიძლიათ.



ასეთი ტექნოლოგიის რეალიზაცია არ არის ფანტასტიკა. დღეს მსოფლიო ბაზარზე უკვე არსებობს ინტერაქტიული ღუმელები სტარტის გადადების ფუნქციით და ვიდეოკამერებით. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ვახშმის მომზადება გზაში, სმარტფონის ეკრანიდან.

მაცივარი გახდება უფრო კომპაქტური და “ჭკვიანი”. ორმეტრიანი კარადა არ არის პრაქტიკური პატარა სამზარეულოში (სავარაუდოდ, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო, მეგაპოლისებში ბინების ფართი შემცირდება)

ჯერ კიდევ 2010 წელს, საერთაშორისო კონკურსზე, მრეწველობის დიზაინერმა მეტიუ გილბრაიდმა (Matthew Gilbride) წარადგინა მოდულარული სამზარეულოს პროექტი, სადაც თაროები გამოიყენება ერთროულად როგორც მაცივარი, ღუმელი, ან კონდიციონერი.

2


მაცივარი მიხედავს თქვენს კვებას. ელექტრონული სენსორები უკარნახებენ თუ რომელი პროდუქტი უკვე გაფუჭებულია, ან რომელი მთავრდება შესაბამის თაროზე. ასე რომ ყოველ ორ სამ დღეში ერთხელ თქვენ მიიღებთ სმარტფონზე საყიდებლის სიას.

თანამედროვე ადამიანს არ ექნება მაღაზიებში სიარულის დრო. ამიტომ რამდენიმე წელიწადში, ონლაინ-შოპინგი გახდება აქტუალური, და საჭირო პროდუქციას შეძენა მოხდება ერთი ღილაკის დაჭერით.

აბაზანა

ცნობილი თანამდეროვე ფუტურისტი, იან, პირსონი (Ian Pearson) თვლის, რომ 10-20 წელიწადში, აბაზანაში იქნება გაცილებით უფრო მეტი სენსორი და ინდიკატორი ვიდრე ზოგიერთ ლაბორატორიაში.

დილიდან, პატარა ხალიჩაზე დადგომით, ადამიანს შეეძლება გაიგოს თავისი წონა, სხეულის ტემპერატურა, გულისცემის რითმის სიხშირე და სხვა პარამეტრები. მოგახსენებთ, რომ დღეს უკვე იყიდება ჭკვიანი სასწორი, რომელიც სმარტფონის აპლიკაციებთან სინქრონიზაციით აკონტროლებს ორგანისმის ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს.

ჭკვიანი სარკე მოგიყვებათ თქვენს ჯანმრთელობაზე და მოგცემთ რეკომენდაციებს, ტანის მოვლისთვის. რომელი მაკიაჟი უფრო გიხდებათ? როგორ დამალოთ სახის დეფექტები პუდრის ქვეშ? ასეთი სარკის პროტოტიპი უკვე წარმოადგინეს CES-2015 გამოფენაზე.

3


ეკოლოგიის საკითხს მიენიჭება უფრო დიდი ყურადღება. ახლა არსებობს მოწყობილობები, რომლებიც აკონტროლებს ენერგიისა და წყლის განაწილებას აბაზანაში. მომავალში, ეს პროცესები ავტომატურად განხორციელდება. თქვენ შეძლებთ მიიღოთ შხაპი და უსმინოთ რადიოს, ხოლო სისტემა წყლის ზუსტად იმ რაოდენობას მოგაწვდით , რომელიც საჭიროა ბანაობისთვის, იმ ტემპერატურის რომელიც გსურთ. ამავდროულად, წყალი არ ჩავა კანალიზაციაში. შეიქმნება ფილტრები, რომლებიც გაასუფთავებენ წყალს ისევ და ისევ, რომ შეძლოთ განმეორებით მისი გამოიყენება.

ზოგიერთი უნიტაზი, განსაკუთრებით იაპონური, უკვე ახლა ჰგავს კოსმოსურ ხომალდს. მომავალში, საპირფარეშო გახდება თქვენი პირადი პოლიკლინიკის ფილიალი, უნიტაზი ჩაატარებს ანალიზებს და თავად შეგატყობინებთ ანალიზების პასუხებს.

ოთახები

დაივიწყეთ უზარმაზარი კარადები და ფართო სავარძლები. ავეჯი იქნება კომფორტული და მრავალფუნქციური. ერთი მოძრაობით საგაზეთო მაგიდა-ტრანსფორმერი გარდაიქმნება სამზარეულოს მაგიდად, ხოლო დივანი საწოლად.

3061099-inline-1g-hate-furniture-shopping-heres-an-all-in-one-living-room_1473861957-630x392


როდესაც, თქვენ კომფორტულად მოეწყობით ზალაში, ხელოვნური ინტელექტი ჩართავს შესაბამის განათებას და გაუშვებს ფილმს. საღამოს კი იზრუნებს თქვენს მშვიდ ძილზე, ჩართვას კონდიციონერს, რომ გაანიავოს ოთახი, და დახურავს ჟალუზებს.

განათება მნიშვნელოვანი ფაქტორია. სინათლის ხელოვნური წყარო ადამიანის ცირკადული რითმის შესაბამისად იმუშავებს. თუმცა, პრიორიტეტი ბუნებრივ სინათლეს მიენიჭება.

ფანჯრები ახალ სახლებში უფრო დიდი ზომის გახდება. ისინი მაქსიმალურად შემოიტანენ სინათლეს და ბუნებრივ ფერებს გარედან, ასევე მათ ექნებათ დამატებითი ფუნქციები.

Kaleva კომპანიის ფანჯრებს, MeteoGlass-ის ოპციით გააჩნიათ ამინდის ინდიკატორი. ტემპერატურა აისახება პირდაპირ ფანჯრის მინაზე.



იმისთვის რომ მიხვდეთ, დაგჭირდებათ ქუდი თუ არა, საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი შეხედვა ფანჯარაზე. MeteoGlass -ის ინდიკატორი ჩანს ნებისმიერ განათებაზე, ღამით მისი სიკაშკაშე მცირდება იმისთვის რომ ხელი არ შეუშალოს თქვენ ძილს.

ამ ფანჯრების მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. გარედან მათში ჩაშენებულია ტემპერატურის სენსორები, რომლებიც იღებენ მონაცემებს ამინდზე და ახდენენ მათ ტრანსლაციას ფანჯრის შუშაზე ვერტიკალური სვეტის სახით.

ფანჯრები ინდიკატორებით უკვე რეალობაა, მათ ამზადებს კომპანია Kaleva.

4

ზევით