არ არის გაყიდვაში


1452097403027

SAMSUNG 2016:

Samsung- ის მაცივრების ახალ, 2016 წლის მოდელებში, მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეები ელოდება.
Samsung-ის ინჟინერებმა შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგიები, რომელიც კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის მომხმარებელს. ტექნოლოგია დღითიდღე ვითარდება და ამ პროცესიდან ყველაზე მეტად მოგებული, საბოლოოდ, მომხმარებელი რჩება.

SPACE MAX:

 Space Max - შემცირდა მაცივრის კედლების სისქე, რის ხარჯზეც მოხდა მაცივრის მოცულობის გაზრდა, გაბარიტების შეუცვლელად. ახლა უკვე, იგივე სიდიდის მაცივარში არის დაახლოებით, 80 ლიტრით მეტი მოცულობა.

RF22K9581SG_005_Front-Open-With-Food_Black_Steel



TWIN COOLING PLUS:

RF24HSESBSR-EU-115244-0 ახალი გაგრილების სისტემა: Twin Cooling plus უზრუნვლეყოფს ოპტიმალურ ტემპერატურასა და ტენიანობას მოწყობილობაში. TWIN cooling Plus ეს დიდი მიღწევაა, ტენიანობის კონტროლის განვითარებაში. ამჟამად ის აღწევს 75%ს, რაც დიდად განსხვავდება ძველი 25%-ისგან. შედეგად -  პროდუქტები უფრო დიდ ხანს ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს,  კარგ გემოს და ვიტამინებს.

Twin Cooling plus-ის ტექნოლოგია გეხმარებათ დაზგოთ ელექტროენერგიის ხარჯი - იქმნება ჰაერის  ორი დამოუკიდებელი ნაკადი, ამ ნაკადებით საყინულის გაგრილებისა და მაცივრის ძირივებულებაში გამგზავრებისას, აღარ არის საჭირო მთლიანი მაცივრის დატოვება მუშაობის რეჟიმში. გადადეთ პროდუქტები საყინულეში და დაარეგულირეთ მოწყობილობის გაგრილება ისე, რომ ჩართული დარჩეს მხოლოდ საყინულე, ხოლო ძირითადი კამერა გამოირთვება, რაც საკმაოდ შეამცირებს თქვენს ხარჯებს კომუნალურ გადასახადებზე.

SMART მაცივარი:

samsung-4-door-flex-refrigerator-with-family-hub-image-1-970x647-c ახალი ტექნოლოგიების დახმარებით სამსუნგის მაცივრებში აღარ არსებობს ისეთი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად : არომატების ერთმანეთში არევა. ამიერიდან ყველს არ ექნება მარწყვის არომატი ან პირიქით, თუნდაც ერთ თაროზე იდოს.

ვინ იფიქრებდა, რომ უბრალო მაცივარი შეიძლება "სმარტ" სახლის ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდეს, პრინციპში, Samsung-ი საკმაოდ ამბიციურია თავისი ტექნიკის მიმართ და აქვს ბევრი გეგმა საკუთარი ტექნოლოგიების გაუმჯობესებისთვის. მაგალითად, კომპანიის ზოგი ერთი სპეციალისტის აზრით, მომავალში, მაცივარი თავად დააფიქსირებს რა პროდუქტები ინახება მასში და რომელი პროდუქტი გათავდა ან მალე მთავრდება. მოახდენს პროდუქტების მონიტორინგს მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვებით და დაეხმარება მომხმარებელს საყიდლების სიის შედგენაში.


ზევით