არ არის გაყიდვაში

1437480005388_bulletin

◉ ხშირად ხდება ისე, რომ მოდა ზოგიერთ აპარატულ ტექნოლოგიებზე სწრაფად მთავრდება. სმარტფონების ზოგი ერთი ფუნქციაც არ არის გამონაკლისი: მაგალითად 3D-დისპლეი და ქსენონის განათება. შესაძლოაა ჩათვალოთ, რომ ასეთ ტექნოლოგიას მიეკუთვნება ინფრა წითელი (IR) გადამცემიც, რადგან ამ ეტაპზე, სმარტფონებში IR-გადამცემები არ არის გაპიარებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამJამად აღნიშნული ტექნოლოგია ნაკლებად გამოიყენება. 

▶ ამ სტატიაში საუბარი იქნება სმარტფონების ახალ მოდელებზე IR-გადამცემებით:

სმარტფონები IR-პორტით:

1 ASUS ZenFone 3 Deluxe

ASUS-ის ახალი ფლაგმანი აღჭურვილია 5,7"იანი Super AMOLED დისპლეით (1920х1080 p) ოთხ-ბირთვიანი პროცესორით Qualcomm Snapdragon 820 და 6 / >256 GB ოპერატიული / შიდა მეხსიერებით, თითის ანაბეჭდის სკანერით და ასევე 23 MP-იანი ძირითადი Sony-ის კამერით.

რა თქმა უნდა, გაჯეტი სავსეა სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით და უსადენო გადამცემებით, Wi-Fi 802.11ac-ის ჩათვლით. გარდა ამისა, სმარტფონში ჩაშენებულია IR-გადამცემიც.

მოდელი ჯერ არ არის გამოსული საქართველოში, თუმცა, ახლო მომახალში ველით.

 

222 copy HTC One ME

 წინა წელს გამოსული HTC One ME ტაივანური კომპანიის კლასიკური კონსტრუქციის სმარტფონების მაგალითი გახდა. გაჯეტს მოაშორეს მეორე კამერა, ხოლო კორპუსის ძირითად მასალად გამოიყენეს პოლიკარბონატი.

ტექნიკური მახასიათებლებიდან აღსანიშნავია 5,2"-იანი დისპლეი, 2560х1440 გარჩევადობით, რვა-ბირთვიასნი პროცესორი MediaTek Helio X10 და 20 MP-იანი კამერა. ხოლო IR-გადამცემის გარდა, სმარტფონი გამოირჩევა სტერეოდინამიკებით MediaTek Helio X10 ფრონტალურ პანელზე და თითების ანავეჭდის სკანერით.

 

3

 Huawei P9 Plus

Huawei-ის ფლაგმანი, პირველ რეგში, ცნობილია თავისი ორი კამერით, რომელიც Leica-ს მონაწილეობით იყო შემუშავებული.

ერთი სენსორის დახმარებით შეგიძლიათ გადაიღოთ ფერადი სურათები, ხოლო მეორეთი - შავ-თეთრი (ნაცრისფრის ელფერებში), ხოლო საუკეთესო ხარისხის მიღებისთვის, ორივე მატრიცის შედეგები ერთიანდება. სწრაფ ფოკუსზე ზრუნავს ლაზრებული ავტოფოკუსი.

დანარჩენი პარამეტრებიც ექვემდებარება ფლაგმანის დონეს, ხოლო IR-გადამცემის არსებობა მოწყობილობაში აჩვენებს წვრილმანების მიმართ დეველოპერების ყურადღებას.

4

 

 LeEco Le Max 2


LeEco -არც თუ ისე პოპულარული ბრენდია ქართულ ბაზარზე. ზუსტად LeEco გახდა ის ბრენდი, რომელმაც პირველმა გააუქმა 3,5მმ-იანი აუდიო პორტი თავის ფლაგმანში.

თუმცა, IR-პორტზე კომპანიამ უარი არ თქვა, პირიქით, Le Max 2-ში, აღნიშნული გადამცემი ასრულებს ნებისმიერი ტიპის პულტის როლს.




5 Lenovo Vibe X3

IR-პორტის და ფლაგმანის საუკეთესო ტექნოლოგიების გარდა (5,5"იანი Full HD დისპლეი, 3 GB ოპერატიული მეხსიერება, პროცესორი Qualcomm Snapdragon 808 და თითების ანაბეჭდის სკანერი) Lenovo Vibe X3 აღჭურვილია ხმის უმაღლესი ხარისხის ციფრულ-ანალოგური გარდაქმნელით ESS ES9018K2M და Dolby Atmos ფუნქციით, რომელიც აუდიოს იდეალურ ჟღერადობას ანიჭებს.

ასევე მობილურს აქვს სენსორის მგრძნობადობის გაძლიერების რეჟიმი, ასე რომ სმარტფონის მართვა ხელთათმანებშიც არის შესაძლებელი.

 

6 LG G5

წელს LG-მ გააკვირვა მომხმარებელი თავისი G5-ის მოდელის "მეგობრებით"-ასეთი დასახელება მიიღეს სმარტფონის აქსესუარები - მოხსნადი მოდულები.

მაგალითად არსებობს მოდელი LG G5 SE, რომელიც ორიგინალი მოდელისგან განსხვავდება მხოლოდ გამარტივებული აპარატული პლატფორმით. სხვა პარამეტრები, 5,3" Quad HD დისპლეის, ორი ძირითადი კამერის და IR-გადამცემის ჩათვლით არ შეიცვალა.

 


7

Samsung Galaxy S6

Samsung Galaxy S6 Galaxy-ხაზის ყველაზე განხილვადი სმარტფონია მომხმარებელში.

ფლაგმანის მე6 თაობაში Samsung-მა უარი თქვა მეხსიერების ბარათის სლოტზე და მოხსნად აკუმულატორზე, თუმცა, შეინარჩუნა IR-გადამცემი, რომელიც უკვე გამოყენებული იყო რამდენიმე წინა მოდელში.

მაგრამ, Galaxy S7-ს უკვე აღარ აქვს აღნიშნული ფუნქცია, როგორც ჩანს, ამჟამად Samsung უკვე საბოლოოდ დაემშვიდობა IR-გადამცემს.

 

8

 Ulefone Power


 Ulefone არ არის პოპულარული საქართველოში, თუმცა, კომპანიამ უკვე დაამტკიცა, რომ ხარისხიანი სმარტფონების გამოშვება შეუძლია.

Ulefone Power-მ, რომლის მთავარი თავისებურება გახდა 6050 mAh-იანი აკუმულატორი, (გაჯეტი ავტონომურად მუშაობს დაახლოებით 4 დღე) მიიღო 5,5"-იანი  Full HD დისპლეი, რვა ბირთვიანი პროცესორი  MediaTek MT6753, 3 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება, თითების ანაბეჭდის სკანერი და რა თქმა უნდა IR-გადამცემიც. 

9

 Xiaomi Mi5


ამ ბრენდის თითქმის ნებისმიერი სმარტფონის ყიდვისას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ გაჯეტი აღჭუვილია IR-პორტით (გამონაკლისი Mi Note).

გარდა ამისა, Xiaomi Mi5-ს გააჩნია Qualcomm Snapdragon 820 პროცესორი, Full HD დისპლეი, 16 MP კამერა და თითების ანაბეჭდის სკანერი.

აპლიკაციები:

როგორც წესი, თუ სმარტფონს აქვს IR-პროტი , მაშინ მოწყობილობაში წინასწარ დაყენებულია სპეციალური აპლიკაცია საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამართავად, თუმცა, თუ არ გაკმაყოფილებთ ამ აპლიკაციის ფუნქციები, შეგიძლიათ გადმოწეროთ განსხვავებული ვერსიები, როგორიცაა მაგალითად უნივერსალური აპლიკაცია ASmart Remote IR. ის გამოდგება პროექტორებისთვის, კონდიციონერებისთვის, სარკისებური კამერებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის.

10


ასევე, აღსანიშნავია AnyMote Universal Remote. ამ აპლიკაციაში შესაძლებელია საკუთარი, ვირტუალური პულტების შექმნა, ღილაკების სხვადასხვა კომბინაციით ერთ ეკრანზე. მაგალითად, შეგიძლიათ გვერდიგვერდ განათავსოთ ტელევიზორის არხების გადამრთველი ღილაკი და აუდიოსისტემის ხმის რეგულატორი. AnyMote Universal Remote - გააჩნია IFTTT სერვისთან ინტეგრაცია.

11

 

აქსესუარები:

12

 

როგორც დარწმუნდით, არსებობს არც თუ ისე ცოტა თანამედროვე სმარტფონი IR-გადამცემით. თუმცა, თუ თქვენს მობილურში ასეთი ფუნქცია არ არსებობს, შეგიძლით შეიძინოთ გადამცემი ცალკე აქსესუარად.

არსებობს ორი სახის IR -გადამცემი: 3,5მმიანი აუდიო და USB- პორტისთვის. პირველი ტიპის გადამცემები უფრო იაფი და უნივერსალურია, რადგან ისინი iOS-მოწყობილებებთანაც მუშაოენ.

ხოლო მეორე ტიპის აქსესუართან არ გექნებათ პრობლემა თუ გაქვთ არასტანდარტული ტიპის აუდიო პორტი. რა თმქა უნდა, მეორე ტიპის IR-გადამცემი უფრო ძვირია.


მართალია ამ ფუნქციით დღეს ვერავის ვერ გააკვირვებთ, თუმცა IR-გადამცემის მთავარი პლიუსი არის ის, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური ორი-სამი მართვის დისტანციური პულტის ნაცვლად.

13
ზევით