არ არის გაყიდვაში
Ipone-News


ხვალ, 7 სექტემბერს ჩატარდება ახალი iPhone 7-ის პრეზენტაცია.

 ამ სტატიაში ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ის ფაქტი, რომელიც უკვე ზუსტად ცნობილია Apple-ის ახალ გაჯეტზე.
ინტერნეტში ძალიან ბევრი ჭორი, ფოტო და ვარაუდია იმაზე თუ როგორი იქნება iPhone 7. ბოლო წლების ტენდენციას მიხედვით, ინტერნეტში წინასწარ გავრცელებული ჭორების უმეტესობა მართლდება.
 
ეჭვი აღარავის ეპარება იმ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც შეეხება კორპუსის დიზაინსა და ძირითად მონაცემებს. 
რჩება კითხვების ნიშნები მხოლოდ დასახელებაზე და ტექნიკურ უზრუნველყოფაზე.

დიზაინი

რა თქმა უნდა, სმარტფონის ვიზუალური მხარე არ დარჩა საიდუმლოდ - უკვე არაერთხელ ქსელში, საიტებზე ათავსებენ კორპუსის ფოტოსურათებს სხვადასხვა რაკურსიდან. ამ სურათებზე ჩანს შეცვლილი პლასტიკური პანელები ანტენებისთვის, კამერის ობიექტივის განახლებული კონსტრუქცია, რომელიც გლუვად გადადის კორპუსში.

1S6osCZuZ6MnLbxye02ZMfbo64Sb4z2  

SIM-ბარათები:

ინტერნეტში იძენება SIM-ბარათების სლოტების ფოტოები, ტრადიციულად, კორპუსის ფერებში. თუმცა, ერთ-ერთს აქვს უფრო მუქი ფერი-ეს შესაძლოა iPhone-ის ბოლო ვერსიის ახალი ფერების სტილია - Space Black  ან Deep Blue. 

სავარაუდოდ, ღილაკი "HOME" გახდება სენსორული, თუმცა ფოტოებზე ეს არ ჩანს.

დასახელება:

1S6osmBKDjq44kfHbz07AHbxXelz1GLq ახალი დევაისის კორპუსი iPhone 6 და 6S-ისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება.
 ფოტოსურათებში იკითხება ასო "S", შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ სმარტფონის დასახელება იქნება iPhone 6S (2016) და რადიკალური სხვაობა წინა მოდელებთან შედარებით მას არ ექნება.

დისპლეი:

დიაგონალების ზომა არ შეიცვალა: 4,7" და 5,5". მაგრამ, დიდი ალბათობით, გარჩევადობა FullHD შეიცვლება QuadHD-თი.

1S6osqJWz2mXbNWohCQRycnPqfiOlra

გაუმჯობესებული "შიგთავსი". 1S6orgi0DeVMNVhaAAkE9yYcay4u Apple A10- იქნება ფლაგმანის ახალი ორ ბირთვიანი პროცესორი. iPhone-ის დიდი ვარიანტი მიიღებს 3GB ოპერატიულ მეხსიერებას. გაუმჯობესდება კამერაც, ორივე მოდელში უკეთესი ობიექტივი და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციაა ინტეგრირებული. 5,5 ინჩიანი ვერსია (პრიობითად დავარქვათ iPhone 7 Plus) იქნება აღჭურვილი "ორმაგი" კამერით - რათა შეძლოს ერთდროულად, გადაღებული ორი სურათის გაერთიანება, უფრო მაღალი ხარისხის ფოტოს მისაღებად.

მოსალოდნელია, რომ "Plus"-ვერსიას ექნება უახლესი თაობის Touch ID. არ იქნება ვერსია 16 GB- იანი შიდა მეხსიერებით, თუმცა დაემატება 256 GB-იანი მოდელი.

ელემენტი:

Apple აგრძელებს თავისი გაჯეტების ავტონომიური მუშაობის განვითარებას. iPhone -ის 6S თაობა მუშაობს უფრო დიდი ხანი ვიდრე მე-6, და მით უმეტეს ვიდრე 5S-ი. მოსალოდნელია, რომ iPhone 7-ს ექნება დაახლოებით 14%-ით გაზრდილი ელემნენტის მოცულობა.

სწრაფი დატენვა:

ახალი მოწყობილობა მიიღებს სწრაფი დატენვის ფუნქციას. ამჟამად, აიფონების დატენვის სიჩქარეა 5V/1А -, ხოლო, iPhone 7- ი დაიტენება 5V/2А სიჩქარით.

შესაძლებელია რომ "მეშვიდე" აიფონმა ოფიციალურად მიიღოს სტატუსი- " წყლისგან და მტვერისგან დაცული სმარტფონი"

 
1S6osyJehIqaKcz0pmyaSsvj6qPfKz2r 

ყურსასმენების პორტი:

IPhone 7 -ს ყურსასმენების აუდი პორტი არ ექნება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჭორი ახალ გაჯეტზე. თუმცა, მის სამართლიანობაში ეჭვი უკვე თითქმის არავის არ ეპარება. სტივ ვოზნიაკი, კომპანიის თანადამფუძნებელი, საუბრობდა იმის თაობაზე რომ კომპანია უარს აცხადებს 3,5 მმ პორტზე. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება შეამცირებს ბრენდის პოპულარობას თვით APPLE-ის ფანებშიც კი, რადგან Bluetooth -გარნიტურის გამოყენება ამცირებს აუდიო ჟღერადობის ხარისხს.

1S6oncmswyTJU8Fz1JLUMrwDEWsrZ


რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია არის მხოლოდ გავრცელებული ვარაუდი, Apple-ის კომპანიას უყვარს ინოვაციებით მომხმარებლების გაოცება და შესაბამისად, დაველოდოთ კიდევ ერთ ლამაზ შოუს iPhone 7-ის პრეზენტაციას. :)
ზევით