არ არის გაყიდვაში

samsung-galaxy-note-7

ამა წლის 2 აგვისტოს, ტექნიკის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი პრეზენტაცია - Samsung Unpacked 2016  ჩატარდა. ეს იყო ბრწყინვალე ღონისძიება. მთავარი ანონსი ეხებოდა Galaxy Note 7-ს, რომლის თაობაზეც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა ცნობილ ფორუმზე.

maxresdefault თანამედროვე მომხმარებლების საკმაოდ დიდ ნაწილს მოსწონს სმარტფონი, რომლის ზომები სულ ცოტათი ჩამორჩება ჩვეულებრივი პლანშეტის ზომებზს. NOTE 7-ის ეკრანის დიაგონალია 5,7", ხოლო კორპუსის ზომები მილიმეტრებში - 153,5 (სიმაღლე) х 73,9 (სიგანე) х 7,9 (სისქე).

ასე რომ, მიუხედევად  საკმაოდ არაკომპაქტური პარამეტრების, დევაისი თხელია და გამოიყურება ელეგანტურად.

 სმარტფონის წინა და უკანა პანელები დაცულია Gorilla Glass 5-მინით, რაც მობილურს მეტ სიმყარეს მატებს. დიზაინით, Note 7 დაემსგავსა Galaxy S7 Edge-ს. თუმცა, მას გააჩნია პიქტოგრამის უფრო დამრგვალებული და სასიამოვნო დიზაინი.

16


Galaxy Note 7 შესრულებულია ოთხ ფერში: Samsung გვთავაზობს შავ, ნაცრისფერ, ოქროსფერ და ღია ლურჯ მოდელებს.
12SamsungUnpacked2016
Samsung-მა აღნიშნა, რომ დღეს არსებულ სმარტოფნებს შორის Note 7 -ერთ-ერთი ყველაზე "ჭკვიანი" მოდელია. მას დაემატა ბევრი საინტერესო ტექნოლოგია.

ამჟამად ბევრი ფუნქციის განხორციელება პირდაპირ უზარმაზარი QHD ეკრანიდან არის შესაძლებელი. მაგალითად, Smart Select ფუნქცია უზრუნველოყოფს ნებისმიერი ანიმაციის GIF -ფორმატში გადაყვანას პირდაპირ დისპლეიზე. ასევე, Always On Display-ში ამჟამად კომენტარების ჩამატება შეიძლება, ხოლო S Pen-ი მომხმარებლის მიერ სტილუსით შემოხაზულ ტექსტს, ფრაზას ან სიტყვას სასურველ ენაზე თარგმნის. ფუნქცია Motion Wallpaper -ის დახმარებით კი, ეკრანის სურათი "ცოცხლდება" მობილურის გამოძრავებისას.

14


11 როგორც ყველა Note -სმარტფონებს, მას კომპლექტში მოყვება ახალი S Pen სტილუსი (კალამი). მისი სავარაუდო მახასიათებლები განიხილებოდა საზოგადეობაში მობილური ტელეფონის ანონსამდე ერთი თვით ადრე.

სტილუსის მთავარი პლიუსია: მტვრისგან და წყლისგან დაცვა, დაკლიკვაზე რეაგირების უფრო მაღალი სიჩქარე.

სხვათაშორის, თვითონ სმარტფონიც გაძლიერდა ამ მხრივ,  Note 7 აღჭურვილია  წყლისგან დამცავი ტექნოლოგიით, მას წყლისქვეშ ნახევარი საათის გატარება შეუძლია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სიღრმე ამ დროს არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მეტრს. ახალი მოდელი გახდა Note-ხაზის პირველი სმარტფონი რომელსაც მიენიჭა IP 68-სტანდარტის სერტიფიკატი.

galaxy-note7_entertainment-handNote 7 - ს გააჩნია ირიდოსკანერი (თვალის სკანერი), რომლის ფუნქციების გაუმჯობესებაზე SAMSUNG-ი უკვე 5 წელია მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ამ სკანერს მობილური იყენებს ბრაუზერებში - სხვადასხვა საიტზე შესვლის დროს, Samsung Pass-ში (პაროლების არქივი) და Samsung Pay-ის გამოყენებისას. სმარტფონის უსართხოების სისტემა Knox უმაღლეს აპარატულ დონეზეა შექმნილი.

 Note 7 -ს და S7 -ს ანალოგიური, 12MP კამერები აქვთ. თუმცა, დამატებულია საინტერესო ფუნქცია.   ვიდეოს გადაღება და გაშვება შესაძლებელია HDR-ფორმატში. 

Samsung-მა მოამზადა რამდენიმე სიურპრიზი თავისი მოხმარებლებისთვის:
1. Galaxy Game Pack 11 უფასოა Note 7-ის მფლობელებისთვის
2. ყოველ შეძენილ Note 7-ზე Samsung Cloud-ი ჩუქნის უფასო 15 GB-ს სივრცეს სერვერზე.

გთავაზობთ ასევე რამდენიმე ტექნიკურ პარამეტრს:

▶ შიდა მეხსიერება : 64 GB-მდე (UFS 2.0)
▶ მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა: microSD, 256 GB-მდე (SDXC-ს მაქსიმუმი - 2 TB)
▶ Bluetooth 4.2 LE, NFC, GPS, GLONASS და Beidou -ის მხარდაჭერა
▶ აკუმულატორის ტევადობა: 3500 mAh
▶ ოპერატიული ბარათი LPDDR4 - 4 GB

Note 7-ის გააჩნია USB Type-C პორტი, თუმცა, კომპლექტში მოყვება ადაფტერი micro-USB-სთვის.

6


მთავარი ინტრიგა- რომელი პროცესორი ექნება Note 7?

მომხმარებლებს იმედი ჰქონდათ, რომ სმარტფონის პროცესორი გაუმჯობესებული Snapdragon 821 (ან 823) გახდებოდა. სინამდვილეში მობილურს აქვს ან ოთხბირთვიანი Snapdragon 820 (2x2,15 GHz და 2x1,6 GHz), ან Exynos 8890. დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ ქვეყანაში შეიძენთ მოდელს (საქართველოში შემოვა Exynos 8890 ჩიპსეტზე აწყობილი ვარიანტი).

მოდელი გაყიდვაშია 2016 წლის 19 აგვისტოდან.
ჩვენს მაღაზიაში,  Samsung Galaxy Note 7 -ამა წლის 15 სექტემბრიდან გაიყიდება.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ  პრეზენტაციაზე,  ჩაატარეს Gear 360 კამერით გადაღებული ვიდეოს დემონსტრაცია.  

ზევით