არ არის გაყიდვაში


Statia_720X272

წარმოგიდგენიათ როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე მომავალში? რას მოგვცემს მეცნიერება, როგორი გახდება საყოფაცხობრებო, IT ან თუნდაც სატრანსპორტო ტექნიკა?

ჩვენ ვიმყოფებით ტექნოლოგიური ეპოქის საზღვარზე და სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში უკვე ვიხილათ ფანტასტიურ შედეგებს ტექნიკის სამყაროში.

უკვე არსებობს საინტერესო პროექტები და იდეები, შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევების საფუძველზე.

განვიხილოთ რამდენიმე ასეთი პროექტი:

Hyperloop

Hyperloop- ეს არის სატრანსპორტო სისტემა. Hyperloop Transportation Technologies (HTT) მუშაობს უნიკალური ტრანსპორტის შექმნაზე. სპეციალური მილები, რომლების დახმარებით მგზავრი მოხედება დანიშნულების ადგილზე თვითმფრინავის სიჩქარის ექვივალენტური სისწრაფით.

პირველად იდეა ელონ მაქსის მიერ 2013 წელს იყო შემოთავაზებული . მგზავრი იჯდება სპეციალურ კაპსულაში. ტრანსპორტი 1300 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს. (რაც უფრო მეტია ვიდრე ბგერის გავრცელების სიჩქარე! ) პროექტი დაახლოებით 60 მლრდ დოლარი ღირს.

hyperloop


ვაგრძელებთ სატრანსპორტო თემას:

ელექტრული ძრავა, ზებგერითი სიჩქარით

თანამედროვე ავიალაინერები ძალიან აბინძურებენ ატმოსფეროს, უდიდესი აეროპორტები ანადგურებენ გარემოს. არსებობს ვარაუდი, რომ იგივე მილიარდერი, ელონ მაქსს აინტერესებს რეაქტიური თვითმფრინავების შექმნა, ელექტრულ ძრავაზე. ასეთი აეროპლანი ვერტიკალურად აფრინდება და განავითარებს ზებგერით სიჩქარეს. შედეგად, გადაფრენის დრო შემცირდება, და ტრანსპორტი ნაკლებად გამანადგურებელი გახდება ბუნებისთვის.

plane-1-650x367


ჭკვიანი მინა

მინა არაუკანასკნელ როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მყარე, გლუვი, გამჭირვალე მინა, რომელიც არ ტყდება გამოიყენება საოფისე ფართებში, მობილურებში, სენსორულ პანელად. მომავალში, მინამ შეიძლება გააკონტროლოს ულტრაიისფერი სხივების შეღწევადობის პროცენტულობა შენობაში, აკონტროლოს სითბოს პარამეტრი. სურვილისამებრ გახადოს კედელი გამჭირვალე და ა.შ. ფანტაზიას საზღვრები, აქ არ გააჩნია

Glass4-5


3D-ბეჭდვა

დანარჩენებისგან განსხვავებით, ეს ტექნოლოგია ჩვენთვის უკვე ნაცნობია. რამდენიმე წელია 3D-ბეჭდვა აქტუალურია სხვადასხვა სფეროში, თუმცა, ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება და ახალ დანიშნულების სფეროებს პოულობს. 3D-ბეჭდვის აპარატები იაფდება, და ხელმისაწვდომი ხდება. შეიძლება მომავალში ის თანამედროვე საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდეს. მედიცინა, მეცნიერება, დიზაინი, ტრანსპორტი: ამ დარგებში უკვე აქტიურად გამოიყენება აღნიშნული ტექნოლოგია.

იქნებ დადგება დღე, როცა ადამიანი “დაბეჭდავს” ოცნების სახლს, ან ავტომობილს? მომავალი გვიჩვენებს.

xl-2015-3d-printing-technology-1


ჰოლოგრამები

სახლების პროეცირება, ვიდეოთამაშები, კოსმოსის შესწავლა 3-განზომილებიან ვირტუალურ სისტემებში, ამ ყველაფერს შემოგვთავაზებს ჰოლოგრამა. ტექნოლოგია შეავსებს ფიზიკურ სამყაროს ციფრულით.

galagramma


ნანოტექნოლოგიები

ეს არის მეცნიერების დონის ახალი საფეხური.

უამრავი დარგი ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებით გააკეთებს უდიდეს ნახტომს მომავალში.
მაგალითად ავიღოთ ბიოლოგია. წარმოიდგინეთ , რამდენად გამარტივდება ადამიანის დნმ-ის შესწავლა, თუ მეცნიერები აღჭურვილები იქნებიან რამდენიმე ნანომეტრის ზომის ტექნიკით?

989038



შესაძლებელი გახდება უფრო მყარი სტრუქტურების მშენებელი მასალების მომზადება, უფრო ეფექტური ენერგიის გაჯეტების შექმნა, IT ტექნიკის პარამეტრების აბსოლუტურად სხვა რიცხვებზე გადაყვანა.

შეიძლება დადგება დრო, როდესაც კაცობრიობა შეხედავს სამყაროს ნანოტექნოლოგიების გარეშე როგორც დინოზავრების ერას. თუმცა , ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ ეს ჯადოსნური მომავლის ეპოქა

Tesla-ს პროექტი: ავტოპილოტი

ამ პროექტზე დიდი ხანია ლაპარაკობს საზოგადოება. სატესტო რეჟიმში ტექნოლოგია უკვე არსებობს. ავტომობილში ჩამონტაჟებულია ოპტიკური სენსორები, რომლებსაც მართავს კომპიუტერი. 2016 წელს, კომპანიამ განათავსა ვიდეო, რომელშიც ჩანს რომ მანქანა მიდის ავტოპილოტზე.



პროექტი თანამშრომლობს Google-თან. თუმცა, გუგლი ძირითადად მუშაობს საჭის გარეშე ავტომობილის შექმნაზე, რომლის პროტოტიპი წარმოდგენილი იყო 2014 წლის აპრილში, კომპანია განახდადა რომ უპილოტო ავტომობილმა გაიარა თითქმის 1,1 მლნ კმ.

Google-ის გახსენებაზე: ინოვაციური ავტომობილის გარდა, კომპანია უამრავ ულტრათანამედროვე პროექტზე მუშაობს. შესაძლოა მომავალში, მისმა პროექტებმა საერთოდ გადაატრიალონ ჩვენი ყოველდღიურობა:

google-rd_1-100343051-orig


Google-ის პროექტები:

Project Loon

პროექტის მიზანი: თავისუფალი წვდომა ინტერნეტთან ისეთ სოფლებში და გარე უბნეში, სადაც არ არის შესაძლებელი სტანდარტული (მიწიერი) ინფრასტრუქტურის შექმნა. მიზნის მისაღწევად Google აპირებს აეროსტატების გაშვებას დედამიწიდან დაახლოებით 18 კმ სიმაღლეზე.

Project-Loon4


Project Titan

მისი მიზანი ჰგავს წინა პროექტის მიზანს: ერთიანი უსადენო ქსელი. ამ შემთხვევაში, აეროსტატების ნაცვლად კომპანია აპირებს მსუბუქი, პატარა დრონების გამოყენებას. დრონი იმუშავებს მზის ელემენტებზე და შეძლებს ჰაერში წლობით გაჩერებას.

titan


Baseline Study

ბრძენი ექიმი ამბობს: არ არსებობს აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი, არსებობს ცუდი გამოკვლევა. მართლაც, ჯანმრთელობის ნორმის მიშვნელობა საკმაოდ ბუნდოვანია. როდის არის ადამიანი იდეალურად ჯანმრთელი? ამ საკითხის გადაწყვეტას აპირებს გუგლი. კომპანიაში არსებობს პროექტი, რომლის მიხედვით, შეგროვდება და დამუშავდება უამრავი ადამიანის მოლეკულურ-გენეტიკური ინფორმაცია. მის საფუძველზე შეიქმნება ფორმულა, რომელიც გამოთვვლის იდეალურ ჯანმრთელობას.

google-baseline-study


Google DeepMind

ეს არის გუგლის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო პროექტი: ხელოვნური ინტელექტის შექმნა. ჯერჯერობით, პროექტი დაბადების სტადიაშია. იდეები გამოიყენება კლასიკურ ვიდეო თამაშებში. ხმის, მოძრაობების, ლაპარაკის აღქმაზე კომპიუტერით და ტექსტისა და მუსიკის გენერაციით.

hqdefault

ზევით