არ არის გაყიდვაში


Statia_720


არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენ გვიკვირდა სენსორული ეკრანები მობილურ ტელეფონებში. 20 წლის წინ, პირველად გავიგეთ რომ შესაძლებელია უკაბელო ტელეფონით ესაუბრო ადამიანს. რა გველოდება მომავალში? გასაგებია, რომ ყველა ბრენდი შეეცდება უფრო მძლავრი პროცესორით და მაღალპიქსელიანი კამერით გაგვაკვირვოს, თუმცა, გვერდზე რომ გადავდოთ ჩვეული პარამეტრები, რა გლობალური ტექნოლოგიური ცვლილება შეიძლება შეიტანონ დეველოპერებმა სმარტფონის ფუნქციებში?

მეტი სენსორი

უკვე რამდენიმე წელია, მობილურში ჩაშენებულია სენსორები, რომლებიც ზომავენ პულსს, გავლილ მანძილს და ა.შ. სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. ელექტრონიკა- აქსესუარი, სამაჯური ან სათვალე, ეს სენსორები ინფორმაციას აგზავნიან სმარტფონში, შემდგომი ანალიზისთვის. სავარაუდოდ, მომავალში ეს ტექნოლოგიები კიდევ უფრო დაიხვეწება

Fitness-Tracker-image

დრეკადი კორპუსი

დრეკადი ეკრანი ფანტასტიკა აღარ არის. მაგალითად Corning კომპანისს მინა Willow Glass-ის დახმარებით სავსებით შესაძლებელია, ასეთი ეკრანის შექმნა.

2010 წელს, ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ნახშირბადის მოდიფიკაცია - ე.წ. “გრაფენ”-ის (graphene) ნივთიერება, რომელიც მარტივად იღუნება, გამჭირვალეა და არ ატარებს გაზს ან სითხეს. მისი წარმოება დღითიდღე იაფდება. მოსალოდნელია, რომ მალე მის გამოყენებას დაიწყებენ სმარტფონებშიც. მითუმეტეს, რომ ცნობილი ბრენდები: “samsung”, ”apple” და “microsoft” უკვე დააპატენტეს ამ მასალის გამოყენების უფლებას თავსი გაჯეტებში.

63719-ZTk2Y2Q3OTc2NA.gif (500×278)

სმარტფონი კომპიუტერს შეცვლის?

phonevspc თუ გავითვალისწინებთ, რომ მობილური ტელეფონების სიმძლავრე მუდმივად იზრდება, შესაძლოა, დადგება ის მომენტი, როდესაც სხვაობა სმარტფონსა და კომპიუტერს შორის თითქმის შეუმჩნეველი გახდება. რა გველოდება მაშინ?

ვაგდებთ სისტემურ ბლოკს, მივუერთებთ ტელეფონს მონიტორს, კლავიატურას და მაუსს და ვმუშაობთ ან ვერთობით მობილურის დახმარებით. ამ მიმართულებით სერიოზული სვლა განახორციელა კომპანია Microsoft-მა: რამდენიმე Windows 10-ზე მომუშავე დევაისი იყენებს ფუნქციას Continuum, რომელის საშუალებითაც, მობილურ აპლიკაციებთან მუშაობა შეიძლება დიდ მონიტორზე, ტელეფონის კომპიუტერთან შეერთებისას.

მოდულარული სმარტფონები

რას იტყვით შესაძლებლობაზე ამოიღოთ სმარტფონიდან სუსტი პროცესორი და ჩაანაცვლოთ უფრო მძლავრით? შეცვალოთ კამერა და მეხსიერება.

ან უკეთესი. როგორც Desktop -კომპიუტერში. ვყიდულობთ პლატას და ვაწყობთ ჩვენთვის სასურველი მონაცემების მობილურს.

52880_IMG_1200X500



ასეთი გაჯეტები უკვე პროექტშია. შესაძლოა ახლო მომავალში ვიხილოთ პირველი აწყობილი მობილური ტელეფონი. Google უკვე მუშაობს ამ პროექტზე. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია Project Ara-ზე - პირველ მოდულარულ სმარტფონზე

ხოლო LG ის მოდელი G5 ნაწილობრივ მოდულურია. შეგიძლიათ მისი სტანდარტული მოდული შეცვალოთ გაუმჯობესებული კამერით ან აუდიომოდულით. ასეთივეა Moto Z კომპანია Motorola-ს ახალი ტელეფონი

NO SIM-Card!

Untitled copy მომავალში SIM-ბარათებს დავივიწყებთ. დღეს უკვე Apple და Samsung არგებენ მობილურებს ე.წ. e-SIM სტანდარტზე, რომელიც გვაძლებს საშუალებას, გამოვიყენოთ ტელეფონი სიმის გარეშე. ოპერატორის არჩევა ხდება მენიუდან, როგორც ჩვეულებრივი პარამეტრის.

როდის?

The Financial Times წინა წელს დაგვპირდა რომ e-SIM 2016-ში უკვე მზად იქნება. თუმცა, 2016 უკვე მთავრდება და რეალურად მუშა e-SIM ჯერ არ გავრცელებულა. შეიძლება მისი გამოყენება დაიწყოს 2017-ში.

ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობის გაზრდა და მომენტალური დამუხტვა!

თანამედროვე სმარტფონის აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2 დღეა. ასე რომ, უფრო მძლავრი აკუმულატორის შემუშავების ამოცანა უკვე დგას მწარმოებლების წინაშე.

შესაძლებელია ისიც, რომ მომავალში სმარტფონის ელემენტი იმუშავებს მზის ენერგიაზე. მოსალოდნელია, რომ ახალი აკუმულატორების დამუხტვის დრო, შემცირდება და სრული დატენვა მოხდება სულ რაღაც 30 წამში.


5G ქსელი

მონაცემების გადაცემის სისწრაფის გაზრდა აქტუალურია და 5G- ს შექმნის პროცესი უკვე მიმდინარეობს. 3G-სთან შედარებია, მისი სიჩქარე 100ჯერ გაიზრდება.

5g-colour-city


Wi-Fi ყველგან და ყველასთვის

უფასო wi-fi ყველგან და ყველასთვის. “ინტერნეტიზაციის” პროექტი დღესაც აქტიურად მიმდინარობს მსოფლიოს განვითარებულ ქალაქებში. ახლო მომავალში ჩვენ გვექნება ხელმისაწვდომი ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ნებისმიერ ადგილზე.

1analizator

მარადიული “უკვდავი” სმარტფონი

ეკრანი, რომელიც არ ტყდება, დარტყმაგამძლე კორპუსი, რომელიც არ ატარებს წყალს, ეს ყველაფერი უკვე არსებობს. ამიტომ, ლოგიკურად, ასეთი მობილურების სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ იზრდება. თუ თქვენ არ ხართ ისეთი მომხმარებელი, რომელიც ყოველ წელს ცვლის თავის მობილურს, ერთი სმარტფონი შეიძლება გემსახუროთ 10 და მეტი წელიწადი.

1402083067-byc-060620142231


ასევე!

მომავლის სმარტფონებზე შესაძლებელია უსასრულოდ მსჯელობა. მაგალითად, ჩვენ არ შევეხეთ 3D-ეკრანს, ხმოვან მართვას, ღილაკების ნაცვლად, ნავიგაციას შენობებში, ვირტუალურ მეხსიერებას, შიდა მეხსიერების ნაცვლად და ა.შ.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეიძლება რევოლუცია მოახდინონ სმარტფონების სამყაროში. საკითხავია მხოლოდ როდის და რა მიმართულებით გაგრძელდება მათი განვითარება.

და თქვენ რას ფიქრობთ? რას მოგვიტანს სმარტფონების ევოლუცია?

Future Technology1_1434542305

ზევით