არ არის გაყიდვაში

ფხიზელი ტელეფონი - 9 აპლიკაცია პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის



Statia_BEGE_720X272

მრავალი ჩვენგანის ცხოვრებაში სმარტფონსა და პლანშეტს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. მათ არასდროს ვუშვებთ ხელიდან და ჩვენს კონფიდენციალურ ინფორმაციასაც ვანდობთ. არც ისე იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩვენი გაჯეტებიდან ექაუნთის გატეხვა და ინფორმაციის გავრცელება ხდება. ასეთი არასასურველი შედეგისგან თავის ასარიდებლად, დაგეხმარებათ აპლიკაციები, რომელიც თქვენს გაჯეტს აუღებელ ციხესიმაგრედ აქცევს.

1)Fingerprint Quick Action

ყველა მობილურ Apple-მოწყობილობას აქვს ანაბეჭდის სკანერი, რასაც ვერ ვიტყვით Android-გაჯეტებზე. თითის ანაბეჭდის სკანერი იცავს თქვენს გაჯეტს, არა მხოლოდ არასასურველი სტუმრებისგან, არამედ ბევრად სასარგებლოა დამატებითი ფუნქციების მეშვეობით. მაგალითად ეკრანზე თითის გაცურებით თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ მთავარ მენიუში, დაბლოკოთ მოწყობილობა და  გახსნათ სიახლეების ჩანართი. 

 

2) Adblock Browser

ბრაუზერს შეუძლია დაიცვას მობილური ტელეფონი ვირუსისგან და პროგრამული ჯაშუშებისგან. ასევე ის ფლობს ფუქნციას, რომელიც ბლოკავს რეკლამებს, რისი მეშვეობითაც ინტერნეტ გვერდები უფრო სწრაფად იტვირთება და დროის საგრძნობ ეკონომიას აკეთებს. ბრაუზერის გადმოწერას შეძლებთ მხოლოდ Android-სა და iOS-ზე.

 

3) Micro Guard

 

Micro Guard( მიკრო მცველი) ეძებს  პროგრამებსა და აპლიკაციებს, რომლებიც ცდილობენ მიიღონ წვდომა მიკროფონზე, და თუ აღმოაჩენს, მომხმარებელს ამცნობს სპეციალური სიგნალის მეშვეობით. აპლაკაციას სრულიად უფასო ვერსია აქვს ანდროიდისთვის.

 

4)Inky

 

ეს პროგრამა სპეციალურად შემნილია წერილებისთვის. მისი პლიუსი არის ის,  რომ უკვე არსებულ საფოსტო ყუთთანაც მუშაობს. უბრალოდ უნდა მიუთითოთ  ელ.ფოსტის მისამართი და Inky დაუკავშირდება თქვენს იმეილს. ამ აპლიკაციის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ  მომხმარებელი, რომელიც გწერთ იმეილს, არ აქვს აუცილებლობა იყენებდეს ამ აპლიკაციას.

 

5)AppLock

ეს აპლიკაცია იცავს, თქვენ გაჯეტში არსებულ, კონფიდენციალურ ინფორმაციას. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ სოციალური ქსელი, ფოტოები, წერილები და  ელ.ფოსტა. აპლიკაციის დაყენება შეგიძლიათ Android-ზე, iOS - სა и Windows- ის მოწობილობებზე.

 

6)Camera Blocker

ყურადღებას მიაქცევდით, რომ ძალიან ხშირად სხვადასხვა აპლიკაციები გთხოვენ კამერის ჩართვის ნებართვას - ეს რა თქმა უნდა , მშვენიერია, თუმცა ეს თქვენს კამერასა და  ტელეფონს, „აქილევის ქუსლად“ აქცევს. თუმცა Camera Blocker იცავს თქვენ კამერას, და ასევე მთლიანად მოწყობილობას. საყურადღებოა, რომ თავად აპლიკაცია ნებართვას თქვენ კამერასთან წვდომაზე არ ითხოვს.

 

7)Boxcryptor

ეს აპლიკაცია იცავს თქვენს კონფიდენციალურ ინფიორმაციას, საქმიან და პირადი მიმოწერას, ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტებს, ფოტოსა და ვიდეო ფაილებს. რომელსაც ინახავთ Dropbox-სა  Google Drive-ზე.  იმის მიუხედაად , რომ უცნობმა პირმა გაიგოს თქვენი პაროლი, ის მაიქნც ვერ შეაღწევს ტქვენ გაჯეტში. აპლიკაციის დაყენება შეგიძლიათ Android-ზე, iOS - სა და Windows- ის მოწობილობებზე.

 

8)TunnelBear

საკუთარი IP-მისამართის დამალვა, დაინტერესებული საიტებისგან, შეგიძლიათ ამ პლიკაციის მეშვეობით. ის ასევე იცავს თქვენ პირად მონაცემებს , თუ რომელიმე უცხო Wi-Fi ხაზს გამოიყნებთ. აპლიკაციის დაყენება შეგიძლიათ Android-სა და iOS -ზე.

 

9)DuckDuckGo

ეს აპლიკაცია არ გასცემს თქვენს პირად ინფომრაციას იარაღის მუქარითაც კი.უბრალოდ მან არ იცის: არ ინახავს IP-მისმართს და არ იწერს ინფომრაციას.აპლიკაციის დაყენება შეგიძლიათ Android-სა და iOS -ზე.

ზევით