არ არის გაყიდვაში

ჭკვიანი სარკე: ბიზნესისა და ავტომობილისთვის


News_BEGE_720X272

როცა ბევრი საქმე გვაქვს, სარკისთვის დრო აღარ გვრჩება. არადა, საქმიან ქალებს, გნებავთ კაცებს, განსაკუთრებით სჭირდებათ ვიზუალზე ზრუნვა, რადგან, როგორც ბრძენკაცები ამბობენ, გარეგნობა პირველი შთაბეჭდილებაა.

 

სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, არც საქმეს მოცდეთ და თანაც ფორმაში იყოთ, „ჭკვიანი სარკე“ თქვენთვისაა შექმნილი. არსებობს „Smart Mirror-ის“ რამდენიმე ვერსია:

სარკე - ვიდეორეგისტრატორი

ჭკვიან სარკეს ორმაგი ფუნქცია აქვს. ეს არის იდიალური გაჯეტი ავტომობილისთვის. ერთი მხრივ, ის მაგრდება სარკეზე, რომელიც უკანა ფონისკენაა მიმართული. ხოლო მეორე შემთხვევაში, კამერა მაგრდება უკანა ხედვის სარკეზე. ეკრანის ზომაა 4,3 დიუმია. მას ასევე აქვს მინის ლინზები და აღჭურვილია WDR (Wide Dynamic Range) ტექნოლოგიითა და ჯიპიესით.<



  Zerkalo-videoregistrator

 

Vanity Mirror Speaker

iHome უშვებს კოსმეტიკურ სარკეს Vanity Mirror Speaker მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკის თანხლებით მაკიაჟის გაკეთება. სარკე სმარტფონებსა და ნოუთბუქებს ბლუტუზით უკავშირდება. ასევე აქვს USB ელემენტის დასამუხტად. ელემენტის მუშაობის ხანგძლივობა 4 საათია.

Vanity Mirror Speaker-ს შეუძლია, შვიდჯერ გაადიდოს გამოსახულება, რაც დაგეხმარებათ კოსმეტიკური დეფექტების აღმოფხვრაში. არის ორი სხვადასხვა ზომა - 15 და 22,5 სმ -იანი. Vanity Mirror Speaker-ით თქვენ შეგიძლიათ, უპასუხოთ ზარებს. სარკის ყიდვა კი შესაძლებელია საიტზე amazon.com.



iHome-Vanity-Speaker-Mirror-03-1024x551

 




სარკე სელფისთვის

სელფის მოყვარულები ფირმა ISL-ის ახალ გამოგონებას ნამდვილად დააფასებენ. სარკის მოდელი, რომლის სახლოწოდებაც არის S.E.L.F.I.E., „სელფისტების“ გემოვნებასაა მორგებული. მოწყობილობის „გული“ Mac Mini ტექნოლოგი გახლავთ და აქვს საშუალო ზომის კამერა.

სარკის წინ იატაკზე დააკრავთ სპეციალურ სტიკერს, რომელსაც ფეხს დაადგამთ და მოწყობილობა ჩაირთვება. ფოტოს გადაღების შემდეგ ის აიტვირთება Instagram-ზე, Twitter-ზე და სხვა სოციალურ ქსელში. სარკე შეიძლება, გახდეს მშვენიერი დამატებითი ინტერიერი არა მხლოდ თქვენი სახლისთვის, არამედ სილამაზის სალონისთვის. სარკის შეძენა შეგეძლიათ საიტზე isl.co.


TV-AVIS-AVS190F

 

ტელე-სარკე

 

სადამდე მივიდა პროგრესი? - ჩვენს აბაზანამდეც კი. ჩინური კომპანია Avis გვთავაზოვს წყალგამძლე მოწყობილობას, რომლის ზედაპირიც სარკისებურია. თუ ის გამორთულია, მაშინ სარკის ფუნქციას ასრულებს, ხოლო თუ ჩართავთ - ტელევიზორის. მას აქვს LCD დისპლეი, კონტრასტით 5000: 1, ასევე HDD, USB და  HDMI პორტები. ასევე, შეგიძლიათ ტელევიზორის ყურება 19, 21.5, 22, 26, 27 და 32 დიაგონალით.

ზევით