არ არის გაყიდვაში

როგორ გამოვიყენოთ სწორად ჰაერის დამატენიანებელი



Rcheva_BEGE_720X272

ეს სტატია დაგეხმარებათ სწორად გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებელი. 

ყველა ჰაერის დამატენიანებელი, სამ კატეგორიად იყოფა:

  • ორთქლის
  • ტრადიციული
  • ულტრაბგერითი

 

 

ნებისმერი სახის აპარატს შეუძლია, ჰაერის დატენიანება და წინასწარ განსაზღვრული რეჟიმის შენარჩუნება. ყველა მაგთგანს გააჩნია მინუსები და პლიუსები.

u650_boneco

 

ტრადიციული ჰაერის დამატენინაებელი

ოპერაციის პრინციპი მდგომარეობს „ცივ“ ბუნებრივ ტენიანობაში. სისტემაში დამონტაჟებულია ტენიანობის ფილტრი, რომელიც მუდმივად სველდება წყლით. სპეციალური ფილტრის მეშვეობით ჰაერი მთელს ოთახში იფქრვევა. მისი მუშოაბა გავლენას ახდებს ოთახში არსებულ ჰაერზე. მისი ენერგომოხმარება არის 20-25 ვატი. დღე-ღამეში 4-8 ლიტრ  წყალს მოიხმარს. თითქმის უხმაუროდ მუშაობს.

ორთქლის დამატენიანებელი

დამატენიანებელი მუშაობის პრინციპი შეგვიძლია შევადაროთ ჩაიდანისას. წყალი თბება ადუღებამდე, იწყებს აორთქლებას, ორთქლი გარეთ გამოდის და ატენიანებს ოთახხს. მუშაობს ძალიან სწრაფად.

 

მისი დადებითი თვისება კი, იმაში მდგომარეობს, რომ არ საჭიროებს ფილტრებისა და კარტრიჯების შეცვლას და შეიძლება იქნეს გამოყენებული ინჰალაციისთვის. ნაკლი კი ის არის, რომ მოიხმარს ბევრ ენერგიასა და წყალს. დღის განმავლობაში - 8-17 ლიტრ წყალსა და 350-600 ვატ ელექტროენერგიას.

maxresdefault

 

ულტრაბგერითი დამატენიანებელი

 

ეს დამატენიანებელი ყველაზე პოპულარულია. მოწყობილობას აქვს რადიოატორი, რომელიც მუშაობს ულტრაბგერითი სიხშირით. მას შეუძლია, როგორც ცივი, ისე თბილი ორთქლის გაშვება. ეს არის ძალიან მარტივი კონსტრუქცია, რომელსაც აქვს ბევრი დამატებითი ფუქცია. ის არის ძალიან ეკონომიური და განკუთვნილია მცირე მოცულობის ოთახზე. დღე-ღამეში მოიხმარს 6-11 ლიტრს და 40-50 ვატს.

1558227_images_1840869515

 

გამოყენების ინსტრუქცია

იმისთვის, რომ მოწყობილობა დიდ ხანს შევინარჩუნოთ, უნდა მივყვეთ ინსტრუქციას. ჰაერის დამატენიანებელის სამივე ტიპი ერთმანეთის მსგავსად გამოიყენება.

  • პირველ გამოყენებამდე, აუცილებელია გავეცნოთ ინსტრუქციას.
  • ზედაპირი, რომლზეც დავდებთ დამატენიანებლს უნდა იყოს მშრალი და სწორი.
  • გამომავალი ორთქლი არ უნდა იყოს მიმართული კედლისკენ და ავეჯისკენ.
  • უნდა იდგეს თავისუფალ ადგილას.
ზევით