არ არის გაყიდვაში

Fujifilm Instax SQ10: ჰიბრიდული აპარატის ტესტ-დრაივი

BEGE_Statia_720X272


დღეს მიმოვიხილავთ ჰიბრიდულ ფოტოაპარატს - Instax SQ10, კომპანია Fujifilm-ისგან, გაჯეტს, რომელიც თავის თავში აერთიანებს მომენტალური ბეჭდვისა და ჩვენი დროის ციფრული კამერის ფუნქციებს.

როგორ ხდება ფოტოს მომენტალური ბეჭდვა?

 

1


ბეჭდვამდე ფოტოაპარატში შემდეგი პროცესი ვითარდება: ერთმანეთზე ეწყობა ფილტრები, ფიქსირდება ფოტოს გამოსახულება და რეგულირდება სიკაშკაშე. გადაღებული ფოტოს ბეჭდვა ხდება LED განათებით მიღებული გამოსახულების პროეცირებით თხევადკრისტალურ მატრიცაში ფოტოქაღალდზე. ამგვარად თქვენს ხელთ არის მინი-ქიმიური ლაბორატორია.


გარე მახასიათებლები

2


ფოტოაპარატი უამრავ ფერშია წარმოდგელი. ის კარგად არის აწყობილი. ის მატეს პლასტმასისაა, რომელზეც არ რჩება ანაბეჭდები, ობიექტივის გარშემო არსებული რეზინისებური მასალის მეშვეობით ფაქტიურად წარმოუდგენელია, ხელიდან გაგისხლტეთ აპარატი. წინა პანელზე განთავსებულია ფლეშ განათება, ავტოფოკუსის განათება და ჩამკეტის ორი ღილაკი. უკანა მხარე არანაკლებ საინტერესოა. მასზე თხევადკრისტალური დისპლეი და მართვის ღილაკებია განლაგებული. მარჯვენა მხარეს მდებარეობს აკუმულატორის ჩასადები და ბეჭდვის რეჟიმის გადართვის ღილაკი. მარცხნივ კი სლოტი მეხსიერების ბარათისა და USB დატენტვისთვის.

მენიუ

3

ჩართვისას აპარატი ხმოვანი სიგნალით გვესალმება. სტარტის სიგნალი შეგიძლიათ გამორთოთ, ან ხმა დაარეგულიროთ. პარამეტრებში შევდივართ MENU-ს ღილაკით. გადაღება შეგვიძლია სამი რეჟიმით: სტანდარტული, ხანგრძლივი დაპაუზების რეჟიმით და ორმაგი ექსპოზიციის რეჟიმით. აქვს ფლეშ განათების 5 რეჟიმი: ავტომატური, იძულებითი, ფლეშგანათების გამორთვა, ფლეშგანათება ხანგრძლივი დაპაუზებისთვის და ფლეშგანათება, რომელიც წითელი თვალის ეფექტს თიშავს. სურვილისამებრ, ვუთითებთ რიცხვს და საათს, რათა დავაფიქსიროთ, როდის გადავიღეთ ფოტო.

ფოტოს დამუშავება

მართვის დისკის ქვეშ გამოტანილია ორი ღილაკი ფოტოების დამუშავებისთვის. ესაც - მთავარი მახასიათებელი, რაც ჰიბრუდულ აპარატს მარტივი პოლაროიდისგან განასხვავებს. შეგიძლიათ ფოტოს დაამატოთ შავი ჩარჩო, გაატაროთ სასურველი ფერის ფილტრიში, დაარეგულიროთ სიკაშკაშე. ფოტოს გადმოტრიალებასაც შეძლებთ, თუ არასწორად გადაიღეთ. დისკის ქვემოთ ნახავთ ფოტოს დათვალიერების და მათი ბეჭდვის ღილაკებს. გაჯეტი იმითაცაა კარგი, რომ მისი დახმარებით შეგვიძლია რამდენიმე კადრი გადავიღოთ და დასაბეჭდად ჩვენთვის საინტერესო ავირჩიოთ. მისი მეხსიერება 50 ფოტოს იტევს. მეხსიერების გაზრდა კი microSD ბარათის საშუალებით შეგვიძლია და ამ შემთხვევაში 1 GB-ზე 1000 ფოტოს შევინახავთ. ბეჭდვა ეკრანზე გამოდის ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ფოტოქაღალდია დარჩენილი კარტრიჯში. როგორც კი ფოტოს ბეჭდვა დაიწყება, ეკრანზეც ამ პროცესის გამომხატველი ანიმაცია გამოჩნდება. კამერას არ აქვს ზუმი, მაგრამ ის საშუალებას გვაძლევს კადრირებული სურათი დავბეჭდოთ და გავაკეთოთ კოლაჟი.

მოკლედ…

ჰიბრიდი Fuji Instax SQ10 მშვენივრად ითავსებს 90-იანების ნოსტალგიურ განწყობას დაბეჭდილი ფოტოების სახით და თანამედროვე ტექნოლოგებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დაბეჭდვამდე ფოტოს რედაქტირება მოვახდინოთ. ველით, რომ სულ მალე ეს ფოტოაპარატები Wi-Fi ფუნქცითაც აღიჭურვება.

ფოტოაპარატის შეძენას ჩვენს მაღაზიაშიც შეძლებთ.
ზევით