არ არის გაყიდვაში

მაცივარის საჭირო და უსარგებლო თვისებები

Statia_BEGE_720X272


NoFrost, ანტიბაქტერიული დაცვა, “შვებულების” რეჟიმი, ოპტიმალური ზონირება, დამატებითი კომპრესორი და შოკ-გაყინვა... როგორ არ დავიბნეთ თანამედროვე მაცივრის ფუნქციების გადახედვისას და როგორ ვიყიდოთ ზუსტად ის, რაც გვჭირდება? 

მაცივარი მარტივი მოწყობილობაა. აციებს და ყინავს, მაგრამ სცადეთ და ტექნიკის მაღაზიის მაცივრების განყოფილებაში შედით, მაშინვე მიიღებთ ზღვა ინფორმაციას და ყველაფერი ძალიან გართულდება. მწარმოებლები ახალ ფუნქციებს N რაოდენობით ამატებენ. ზოგი რეკორდულ დროში ყინავს, ზოგი ბაქტერიებს კლავს, ზოგიერთი საჭმელსაც კი აცხელებს. მოდით გავერკვეთ მაცივრის სასარგებლო და უსარგებლო ფუნქციებში.

სუპერ გაყინვა და შოკ - გაყინვა



1


საყინულაში ნორმალური ტემპერატურაა - 18 °С, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გაყინული პროდუქტი არ გადნეს. მაგრამ ზოგიერთ მაცივარს მეტი შეუძლია. მათი ტემპერატურა 35−40°С მდე აღწევს. ეს სასარგებლოა, თუკი ჩვევად გაქვთ მაცივრის ერთიანად შევსება, ან შამპანურის სწრაფი გაციება გესაჭიროებათ. სუპერგაყინვის რეჟიმში ელექტროენერგიის გადასახადი იკლლებს, და მაცივარიც არ ფუჭდება თბილი პროდუქტის ერთიანად გაყინვისგან, მაგრამ ეს არ არის შოკ-გაყინვა. ამ ფუნქციით რეალურად მხოლოდ საწარმოო მაცივრები არიან აღჭურვილნი, რომლებიც ისე მომენტალურად ყინავენ წყლის შემცველობას პროდუქტში, რომ მის უჯრედებს არ აზიანებენ.

მეორე კომპრესორი


2


ტექნიკის მაღაზიაში გეტყვიან, რომ მაცივარს აქვს მეორე კომპრესორი და ეს ძალიან მაგარია. ეს საშუალებას იძლევა დამოუკიდებლად იმუშაოს საყინულემ და დანარჩენმა კორპუსმა და ცალკე დარეგულირდეს ტემპერატურა, მაგრამ მეორე კომპესორის შემთხვევაში ელექტროენერგიის დანახარჯი უსიამოვნოდ იზრდება.

Nofrost

3

Nofrost -მა ცხოვრება საგრძნობლად გაგვიმარტივა. მისი წყალობით მაცივრის გალღობა დიდი ხანია წარსულს ჩავაბარეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მშრალი ყინვა ხილს და ბოსტნულს სასარგებლო თვისებებს ართმევს, რადგან იმისთვის, რომ ვიტამინები შენარჩუნდეს, ნესტიანი ჰაერია საჭირო. გამოსავალი რა არის? კიდევ ერთი ფუნქცია - NatureCool.

ხმაური


4


სრულიად უხმო მაცივარი ჯერ აუხდენელი ოცნებაა. ამ ხმაურს მაცივრის კომპრესორი გამოსცემს, ამიტომ რამდენად ხმაურიანი იქნება მაცივარი, სწორედ ამ მოწყობილობაზეა დამოკიდებული. კარგი მაცივარის ხმა არ უნდა აღემატებოდეს ფუტკრის გაფრენის ხმას.

ანტიბაქტერიული დაცვა

5

თანამედროვე მაცივრები ანტიბაქტერიული ფუნქციითაა დატვირთული, რაც საკმაოდ კარგი და საჭირო რამაა. კარგ მაცივარს უნდა ჰქონდეს ე.წ. ვერცხლის დამტვერვა, რაც მაცივრის კედლებს იცავს ბაქტერიებისა და მიკრობების გავრცელებისგან.

“შვებულების” რეჟიმი

6


“შვებულების” რეჟიმი იშვიათი რამაა და ყველა მაცივარს არ აქვს, მაგრამ თავს ნუ მოიტყუებთ, მასაც კი არ შეუძლია რძისა და კენკრის დიდი ხნით შენახვა. ამიტომ მაცივრის შეძენისას ნუ იქნებით კონცენტრირებულნი იმაზე, რომ აუცილებლად ჰქონდეს ეს რეჟიმი. საკმარისია უბრალოდ გადაყაროთ მალფუჭებადი პროდუქტები. ის კი, რაც მაცივარში დაგრჩათ მაღალი გაყინვის ტემპერატურაზე შეინახოთ.

ზონირება

7

ძვირადღირებულ მაცივრებს აქვთ ზონირება - მის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ტემპერატურა და ჰაერის ტიპი მოქმედებს. მაგრამ ეს პრინციპში მარკეტინგული ხრიკია. საკმარისია, უბრალოდ იცოდეთ როგორ განალაგოთ სწორად მაცივარში პროდუქცია და ყველაფერი კარგად იქნება. მაცივრის კარი ყველაზე “თბილი” ადგილია. შუა თაროები კი ყველაზე ოპტიმალურია რძის პროდუქტების გასაციებლად.

მომავლის მაცივარი

საუბარია მომავლის ჭკვიან მაცივარზე. უახლოეს ათ წელიწადში ჩვენ ვიხილავთ მაცივრებს, რომლებიც შეძლებენ მფლობელს გაუგზავნონ მესიჯი “დარჩა მხოლოდ ორი კვერცხი” ან “არ დაგავიწყდეს რძის ყიდვა”. ზოგიერთ ჭკვიან მაცივარს, უკვე ახლაც კი აქვს კარის ბლოკირების ფუნქცია ღამით, მათთვის ვისაც წონის მომატების ეშინია.
ზევით