არ არის გაყიდვაში

მსოფლიოს TOP ექსკლუზიური და ძვირადღირებული ტელეფონები

tel123

მობილური ტელეფონების ფასების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, სულ რაღაც 40-დან 3200 ლარამდე მერყეობს. თუმცა, არსებობს ექსკლუზიური მოდელები, რომელსაც ვერ იყიდით ჩვეულებრივ მაღაზიებში და რომლის ფასიც მილიონებს სცდება. ზოგი მათგანი ერთეული ეგზემპარის სახით არსებობს, ზოგი კი შეზღუდული სერიის სახით გამოვიდა. მაშ ასე წარმოგდიგენთ TOP 10 ძვირადღირებულ ტელეფონს.

Vertu Signature Diamond. ფასი - $88,000

 

1

ამ ტელეფონს ფართო ფორმატის ეკრანი და ინოვაციური პროცესორი აქვს. მისი ფასი განპირობებულია Vertu-ს ბრენდის ავტორიტეტით, რომელმაც უკვე დიდი ხანია ლაქშერი-ტელეფონების წარმოებით დაიმკვიდრა თავი ბაზარზე. ტელეფონი აწყობილია პლატინის, თეთრი, ვარდისფერი და ყვითელი ოქროსგან. ბრილიანტების ფერი კი მფლობელის სურვილის მიხედვით განისაზღვრება.

Black Diamond VIPN Smartphone. ფასი -  $300,000

2 

რეიტინგის სხვა ტელეფონებს შორის, ეს მოდელი საკმაოდ მოკრძალებულად და მინიმალისტურად გამოიყურება. ეს არის Sonny Ericsson-ისა და დიზაინერ ჯერენ გოხის თანამშრომლობის შედეგი. ის გამოირჩევა დრეკადი ფორმით, რაც მის ჯიბით ტარებას აადვილებს. კლავიატურა პოლიკარბონალტური სარკისებრი შუშით არის დაცული. მთელ მოდელში კი ორი საშუალო ზომის შავი ბრილიანტია, ერთი წინა კორპუსზე, მეორე უკან.

Vertu Boucheron Cobra. ფასი -  $310,000

3 

Cobra Vertu-ს გარეგნული იერსახე ზედმეტად პრეტენზიულად გვეჩვენება. მისი დიზაინი ტელეფონის კომფორტულ გამოყენებასაც კი უშლის ხელს. თუმცა ეს არის Vertu-ს 2016 წლის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი. მისი კორპუსი ოქროსია. გველის ფორმის გრავიურა კი ძვირფასი თვლებით არის გაწყობილი, რომლის თვალებსაც - ალმასები აქვს. ცალკე კორპუსს კი ორი დიდი ბრილიანტი ამშვენებს.

Gresso Luxor Las Vegas Jackpot. ფასი -  $1,000,000

4 

ეს პატარა შედევრი, რომლის გარეგნული ფორმა ძველეგვიპტურ მოტივებს მოგვაგონებს, მილიონ დოლარად შეფასდა. შემქმნელი მიხვდა, რომ ოქროთი და უბრალო ბრილიანტებით მოხმარებრლს უკვე ვეღარ გააოცებდა, ამიტომ ტელეფონი ბუნებაში საკმაოდ ძნელად მოსაპოვებელი შავი ბრილიანტით აღჭურვა. ტელეფონს უკანა პანელი 200 წლოვანი შავი აბანოზის ხის აქვს, ყოველი კლავიში - მიკროსკოპული საფირის. მოდელი წარმოუდგენლად თხელია - მხოლოდ 12 მილიმეტრი სისქის.

Diamond Crypto Smartphone Цена: $1,300,000

5 

კომპანია Ancort-ის შვილობილი სხვა ტეეფონების ფონზე გამოირჩევა იმით, რომ სხვა ძვირიანი მოდელებისგან განსხვავებით, ის სასარგებლო ფუნქციებითაა აღჭურვილი. მასში ჩაშენებულია ყველაზე ძლიერი კრიპტოპროცესორი TMS 320 VC5416, რომელიც შიფრავს მონაცემებს. ყველა ზარი, sms, ინტერნეტ-ტრაფიკი და ფაილი საიმედოდ არის დაცული სხვისი თვალისგან. კრიპტოსმარტფონის კორპუსი შექმნილია 950 კარატიანი პლატინით და გაწყობილია ცისფერი და თეთრი ფერის 50 ბრილიანტით.

GoldVish Le Million. ფასი - $1,300,000

6 

ეს საკმაოდ ორიგინალური მობილური ტელეფონი გულს არა მხოლოდ ფასით, არამედ დიზაინითაც გაგიხეთქავთ. თუმცა მწარმოებელი დარწმუნებულია, რომ ბუმერანგის მსგავსი ფორმა ძალიან კომფორტული მოსახმარია. კორპუსი მთლიანად პლატინის, თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი ოქროსია და დაფარულია WS-1 ბრიალიანტებით. ნიანგის ტყავის ჩანართები, უკანა პანელს გაკაწვრისგან იცავს.

iPhone 3G King's button. ფასი -  $2,410,000

7 

ავსტრალიელი იუველირი პეთეა ალოისონი ტელეფონების მოპირკეთებით 1998 წლიდან არის დაკავებული. სწორედ მის შედევრს წარმოადგენს 2009 წელს გამოსული აიფონი, რომელმაც მომხმარებლის ყურადღება მაშინვე მიიპყრო ტელეფონის ღილაკში მოთავსებული უდიდესი ზომის ბრილიანტის წყალობით. ეკრანს გარშემო 138 პატარა ბრილიანტი აკრავს. კორპუსი თეთრი ვარდისფერი და ყვითელი ოქროსია.

Supreme Goldstriker iPhone 3G. ფასი - $3,200,000

8 

ამ სმარტფონმაც 2009 წელს იხილა დღის სინათლე. მას გამოარჩევს 22 კარატიანი ოქროს კორპუსი, 136 ბრილიანტი ეკრანის გარშემო და უდიდესი ნახევრაძვირფასი ქვა, რომელიც ტელეფონის ერთადერთი ღილაკის მაგივრადაა მოთავსებული. ამ მოდელის შეზღუდული სერია 7 კილოგრამიან გრანიტის შეფუთვით გამოვიდა.

iPhone 4 Diamond Rose. ფასი - $8,000,000

9 

მიუხედავად იმისა, რომ iPhone 4-ის დრო დიდი ხანია წავიდა, ეს ტელეფონი რეიტინგებში მაინც ინარჩუნებს ადგილს. გარეგნულად ჩვეულებრივ ტელეფონს გავს, თუ არ ჩავთვლით 500 წახნაგოვან ბრილიანტებს, რომელიც 100 კარატს იწონის. Apple-ის ლოგოტიპის გრავირებაზე 53 ბრილიანტი დაიხარჯა. დანარჩენი ქვებით კი გვერდებია მოპირკეთებული. მათ შორის ყველაზე დიდი - ვარდისფერი ბრილიანტი 7.4 კარატს იწონის და ცენტრალურ ღილაკს ამკობს.

iPhone 5 Diamond Black. ფასი - $15,300,000

10 

ეს ტელეფონი იუველირმა სტიურტ ჰიუზმა შექმნა. დამკვეთი - ჩინელი ბიზნესმენი ანონიმად დარჩა. აიფონის კორპუსი 24 კარატიანი ყვითელი ოქროთია შექმნილი. გვერდები 600 წვრილი ბრილიანტითაა გაფორმებული. 53 ბრილიანტით კი ლოგო გაკეთდა. ეკრანი საფირის შუშითაა დაცული. ცენტრალურ ღილაკს კი ამკობს 26 კარატიანი ბრილიანტი, რომელიც შემქმნელს $ 12 მილიონი დაუჯდა.

Falcon SuperNova Pink Diamond iPhone 6. ფასი - $95,500,000

11 

ეს არის iPhone-ის ახალი იმიჯი. კორპუსი 16 კარატიანი ოქროსი აქვს. ზედა მხარე კი, Apple-ის ლოგოს ქვევით - ვარდისფერი ბრილიანტებით არის გაწყობილი. ცისფერი ბრილიანტის ვერსია უფრო ნაკლები $48 ნახევარი მილიონი დაგიჯდებათ. არსებობს პლატინისა და ვარდისფერი ოქროს მოდელებიც.
ზევით