არ არის გაყიდვაში

5 ინოვაციური სმარტფონი, რომელიც ვერ დააფასეს



სმარტფონი



კონკურენტების ჩამოცილების მცდელობაში, კომპანიები ყველაზე უკიდურეს ფორმებს მიმართავენ და თავის სმარტფონებს ისეთი ფუნქციებით ამარაგებენ, რომელებიც უცნაურად თუ არა, მინიმუმ არაჩვეულებრივად მოგეჩვენებათ. თუმცა, საქმე იმაშია, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ზოგიერთი მათი მიგნება ხშირად გაუგებრად გვეჩვენება.

Oppo N1

1

ეს სმარტფონი 2013 წელს გამოვიდა და ერთი შეხედვით, მისი განსაკუთრბულობა ძირითადი კამერის მოძრავ მექანიზმში გამოიხატებოდა, რომელსაც ფრონტალური კამერის ფუნქციის შეთავსებაც შეეძლო. თუმცა მისი მთავარი ინოვაცია, მოწყობილების უკანა ნაწილზე მოთავსებული სენსორული პანელი O-Touch იყო. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეეძლო ემართა სმარტფონის ცალკეული ფუნქციები, ისე რომ ეკრანს არც შეხებოდა. მაგალითად დაეთვალიერებინა ფოტოები, ჩაერთო კამერა, მოემართა ფოკუსი და გადაერთო ტრეკები პლეერში.

Changhong H2

2

ჩინური სმარტფონი, რომლის პრეზენტაციაც 2017 წელს გაკეთდა, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მათ შორის, რაც იმ მომენტში ბაზარზე არსებობდა. ერთგვარი გაჯეტების უზარმაზარ რაოდენობაში მოდელი H2 გამოირჩეოდა მოლეკულური სკანერით, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი საგნის მთლიანი ქიმიური შემადგენლობა ამოეცნო. იქნებოდა ეს კვების პროდუქტი, სითხე, თუ წამალი. ფიქრობდნენ, რომ ამ მოდელის ძირითადი მომხმარებლები ალერგეტიკები გახდებოდნენ, რომლებიც ამ სმარტფონის მეშვეობით ყოველთვის შეძლებდნენ ეკონტროლებინათ თავისი პროდუქტების შემადგენლობა.

Alcatel Idol 4S

3

ამ მოდელის წამყვან მახასიათებლად მისი მწარმოებელი რევერსიულ კონსტრუქციას ასახელებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებდით სმარტფონის გამოყენებას, ზარების განხორციელებას და მიღებას, იმ შემთხვევაშიც, თუ ის თავდაყირა იქნებოდა დაყენებული. არის თუ არა ეს რევოლუციური ტექნოლოგია, რთული სათქმელია, მაგრამ კომფორტიც ხომ შეიძლება იყოს ინოვაციური?

LG G Flex

4

გახსოვთ LG-ის ეს რკალისებრი სმარტფონი? ალბათ კი. თუმცა ყველამ არ იცის, რომ არაჩვეულებრივი კონსტრუქცია, მისი ერთადერთი ღირსება არ ყოფილა. კორპუსის მასალის უნიკალური შემადგენლობის წყალობით, მას თვითაღდგენა შეეძლო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სმარტფონს ექსპლოატაციის დროს გაჩენილი წვრილი ნაკაწრების და ნაპრალების აღდგენის ფუნქცია ჰქონდა. ეს პროცესი აბსოლუტურად ავტონომიური იყო და ერთდერთი, რაც მას ამ დროს სჭირდებოდა, იყო სითბო.

YotaPhone

5

ორ ეკრანიანი სმარტფონის კონცეფცია, ნამდვილად ინოვაციურია. მთავარ დისპლეის მწარმოებლებმა დამატებითი ეკრანი დაუმატეს. მისი საშუალებით სმარტფონის მოხმარება დიდი ხანი შეგიძლიათ დატენვის გარეშე. ეს ეკრანი არ ღლის თვალს კითხვის დროს და არ ბნელდება მზის შუქში. უცნაურია, რომ კონკურენტებმა ეს ინოვაცია აქამდე არ აიტაცეს.
ზევით