არ არის გაყიდვაში

ტექნოლოგიური რჩევები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

საიტი


საიტები, აპლიკაციები, ბრაუზერის ფუნქციები და უბრალოდ ხრიკები, რომლებიც გაგიადვილებენ ცხოვრებას, გაზრდიან თქვენს ეფექტურობას და დაგეხმარებათ დროის ეკონომიაში.

1. იმისთვის, რომ გახსნათ შემთხვევით ჩახურული ფანჯარა, გამოიყენეთ Ctrl / Cmd + Shift + T.

2. თუ პრეზენტაციას PPS, და არა PPT ფორმატში შეინახავთ, ფაილი გახსნისთანავე სლაიდის რეჟიმზე გადავა.

3. გინდათ ტელეფონი უფრო სწრაფად დატენოთ? გადაიყვანეთ ფრენის რეჟიმზე.

photo_2017-06-21_15-10-39_1498047061-310x551


4.
ვინმეს თქვენი iPhone-ით სურს დარეკვა? გამოიყენეთ Siri, რათა დაბლოკით ეკრანი და მას ვინც თქვენი ტელეფონი ხელში ჩაუვარდა, აღარ ექნება მისი გამოყენების საშუალება.

5. თუ ზარებით თავს გაბეზრებენ, დააკლიკეთ ხმის შემცირების ღილაკს, რათა სწრაფად გამორთოთ ზარის ხმა.

6. დავალებების შესრულებისას, თქვენი სწრაფი დამხმარე Google.com სულაც არ არის. გამოიყენეთ ამის მაგივრად Scholar.google.com და მოთხოვნაში ჩაამატეთ PDF, რათა იპოვოთ კვლევები, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია.

7.
თუ სიმღერის სათაურს ვერ იხსენებთ, მაგრამ მელოდია ან ტექსტი მაინც გახსოვთ, უმღერეთ Midomi-ს. (მუშაობს მხოლოდ ინგლისურენოვანი სიმღერების შემთხვევაში).

midomi_1498047404-630x338



8. ხმის თანაბარი განაწილებისთვის, როცა ყურსასმენებს ორნი უსმენთ, ტელეფონზე ჩართეთ ფუნქცია Mono Audio.

9. გვერდით მყოფის მაღვიძარა განუწყვეტლივ რეკავს, მას კი არ თიშავენ. დაურეკთ ტელეფონის მფლობელს და პრობლემა მოგვარებულია.

10.
მობილური ტელეფონის დამტენის ადაპტერი სადმე დაგრჩათ? შეამოწმეთ ტელევიზორი. მას უნდა ჰქონდეს USB შესაერთებელი.

11Queen-ის Bohemian Rhapsody იდეალურია ყურსასმენების და დინამიკების გასატესტად. რადგან სიმღერას დაბალი და მაღალი სიხშირეების დიდი დიაპაზონი აქვს.

12. ვიდეოს გიფად გადაქცევა გინდათ მაქსიმალურად სწრაფად? საჭირო ვიდეოს URL-ში დაუმატეთ gif, youtube.com-მდე.

gif



13. დაკოპირებული ტექსტის ფორმატირების გარეშე ჩასასმელად გამოიყენეთ Cmd / Ctrl + Shift + V.

14. Chrome-ში Cmd / Ctrl + Shift + Del კომბინაცია გახსნის ბრაუზერის გაწმენდის ფანჯარას.

15.YouTube-ზე ვიდეოს სანახავად, რომელსაც ასაკის შეზღუდვა აქვს, თქვენს ექაუნთში შეუსვლელად, URL-ში, watch?V= შეცვალეთ v/.

16. საიდუმლო წერილის გასაგზავნად, რომელიც ადრესატის მიერ გახსნის თანავე გაქრება, გამოიყენეთ Privnote.com.

17. გჭირდებათ უცნაური ხმების აუდიოჩანაწერი? მოძებნეთ Downloadfreesound.com.-ზე.

18. ფაილების ან ფოლდერების სწრაფად წასაშლელად გამოიყენეთ Shift + Del.

19. გამოიყენეთ კლავიში K, Youtube ვიდეოს დასაპაუზებლად.

20. ვებ-გვერდის ზომის გასაზრდელად, ან დასაპატარავებლად დააკლიკეთ Cmd / Ctrl, შემდეგ კი მაუსის ბორბალს დააჭირეთ.

21.
Excel-ში მთელი ხაზის გამოსაკვეთად, გამოიყენეთ Shift + “ადგილის გამოყენება”. სვეტის გამოსაყოფად კი Ctrl + “ადგილის გამოტოვება”.

photomath_1498045761-630x356



22. ვერ წყვეტთ მათემატიკურ ამოცანას? გადმოიწერეთ აპლიკაცია PhotoMath და გადაუღეთ ამოცანას სკრინშოტი. პასუხი ეკრანზეა.

23. Youtube-დან ვიდეოს გადმოსაწერად youtube.com-მდე URL-ში ჩაწერეთ SS.
ზევით