არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ სმარტფონი - 2015 წლის მოდელები


უმრავლესობა ჩენგანს ჯიბეში სმარტფონი უდევს. ზოგიერთისთვის იგი უბრალოდ ხმოვანი კავშირის შესაძლებლობაა, ხოლო ზოგიერთისთვის ცალკე სამყარო - სხვადსხვა აპლიკაციებითა და შეუზღუდავი შესაძლებლობების სერვისებით.

სმარტფონები დღეისათვის ელექტროობის ბაზრის მომხმარებლებისთვის ყველაზე მოხმარებად პროდუქტად რჩება. ყოველწლიურად ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან და ტელეფონის მოდელების რაოდენობაც იზრდება.

ასეთ მრავალფეროვნებაში თავბრუ რომ არ დაგეხვეთ ჩვენს გთავაზობთ ყველა იმ კრიტერიუმის სრულ მიმოხილვას, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოთ ახალი სმარტფონის შეძენისას.

როგორ შევარჩიოთ სმარტფონის ეკრანის დიაგონალი და ეკრანის ტიპი?

ახალი სმარტფონის შერჩევა ეკრანის დიაგონალის მიხედვით დავიწყოთ. ეს პარამეტრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და მოწყობილობის მოცულობას განსაზღვრავს. ყველაზე აქტუალურ მოდელებს 4-დან 6 დიუმამდე მოცულობის დისპლეი აქვთ. მათი დაყოფა სამ ჯგუფად შეიძლება:

პირველ კატეგორიის მოდელებს ბიუჯეტური სმარტფონები განეკუთვნებიან, მეორე კატეგორიას - უფრო მრავალფეროვანი მოწყობილობები ავსებენ, მესამე - "ფაბლეტების" კლასს მიეკუთვნება, რომელიც პლანშეტისა და სმარტფონის ჰიბრიდს წარმოადგენს.

ყველაზე მასობრივად 5 დუიმიანი სმარტფონები იწარმება. ეკრანის ზომის გაზრდა მსოფლიო ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნამ განაპირობა. ერთმანეთთან დასაკავშირებლად ჩვენ უკვე ნაკლებად ვრეკავთ. ახალ გაჯეტებზე უფრო მეტ დროს SMS მიმოწერას, ვიდეორგოლების თვალიერებას, სურათების გადაღებას, თამაშსა და კითხვას ვუთმობთ. ყოველივე ამისთვის დიდ ეკრანი ბევრად უფრო მოსახერხებელია.

oled phone
ეკრანის გაფართოება და პიქსელების სიხშირე

დისპლეის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელმენეტი გაფართოებაა - პიქსელების ვერტიკალური და ჰორიზონტალური რაოდენობა. თანამედროვე სმარტფონების ზომა 480X800-დან 2560X1440-მდე მერყეობს.

ეკრანის გაფართოებისა და მისი დიაგონალის ურთიერთშეფარდებას პიქსელების სიმჭიდროვეს უწოდებენ (ppi – pixels per inch). 300-ზე მეტ ppi-ს სურათზე ადამიანის თვალი განსხვავებას ვერ აღიქვამს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, არ ღირს ციფრებზე გამოდევნება.

4-4,7 -იანი ეკრანის აღსაქმელად 480x800540x960 გაფართოება საკმარისია, ხოლო 4,7-5,5 დუიმიან ეკრანს 1280x720 - 1920x1080 მონცემებიც ყოფნის.

დისპლეის ტიპები

LCD დისპლეი ყველაზე გავრცელებული ტიპებია IPS, OLED და TN.

ყველაზე მასობრივად IPS ტიპის მატრიცა იწარმოება და მას სხვადასხვა ქვესახეობები აქვს:

  • • S LCD
  • • PLS
  • • IGZO

მსგავსი მოდელები თეთრ ფერს ყველაზე ბუნებრივად ასახავენ, ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, მაქსიმალური სიმკვეთრით და მხედველობის კუთხეებით გამოირჩევიან.

შეზღუდული რაოდენობის კრისტალების ტექნოლოგიამ (OLED) მწარმოებლებს AMOLED და SUPER AMOLED ტექნოლოგიის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ისინი შავი ტონების ასახვისას ენერგოეფექტურობით გამოირჩევიან, რადგანაც ამ დროს შიდა განათება საერთოდ არ გამოიყენება.

თუ საშუალო ან მაღალი ფასთა კატეგორიის სმარტფონის შეძენას აპირებთ, ყურადღება მაღალი მგრძნობელობის სენსორსა და ეკრანის დამცავ მინას მიაქციეთ.

როგორ შევარჩიოთ ოპერაციული სისტემა?

სამი ძირითადი მობილური ოპერაციული სისტემა არსებობს: Android OS, Apple iOS и Windows Phone. ლიდერ პოზციას (95%) Android OS-ი და Apple (Apple iOS) იკავებენ. Microsoft-ის Windows Phone-ი ამ ორ ფლაგმანს საგრძნობლად ჩამორჩება. მოდით გავერკვათ ამ პლატფორმების ძირითად მახასიათებლებში.

Google Android

Android-ი ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმაა. ამ სოფტის მთავარი ღირსება მოქნილობაა: მის მომხმარებელს ინტერფეისის შეცვლა, ვიჯეტების დააყენება, სხვადასხვა პროგრამის ინსტალაცია, სოფტის შეძენა როგორც ოფიციალური მაღაზიიდან Google Play-დან, ისე გარე რესურსებიდან თავისუფლად შეუძლია. სურვილის შემთხვევაში, ადმინისტრატორის უფლებების (root) მიღება შეიძლება Android-ზე და მოწყობილობის მომართვა გემოვნების მიხედვით.

android phone
ANDROID-ის სისტემა

Google Android-ს უარყოფითი მხარეებიც აქვს. პირველ რიგში, მოთხოვნილება აპარატულ პლატფორმაზე: ითვლება, რომ რაც უფრო დიდია ოპერატიული მახსოვრობა და პროცესორის სიხშირე, მით უფრო გამართულად უნდა მუშაობდეს მოწყობილობ, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი რამე მწარმოებლის მიერ სმარტფონის სხვადასხა ფუნქციების ჰარმონიულ ოპტიმიზაციაზე არის დამოკიდებული. ასე რომ არ ღირს მარტო ციფრებზე ორიენტირება, ხანდახან მომხმარებლის გამოცდილება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფურცელზე დაწერილი მონაცემები.

Apple iOS

Apple iOS-ი, განსხვავებით Android-ისგან, ჩაკეტილი სისტემით გამოირჩევა. იგი ყველაზე ოპტიმიზირებულ და სტაბილურად მომუშავე პლატფორმად ითვლება. Apple-სპრაქტიკულად იდენტური დიზაინი აქვს როგორც სმარტფონებზე, ისე პლანშეტებსა და აიპოდებზე.

Apple-ი საუკეთესო ეკოსოსტემას გვთავაზობს საკუთარ მოწყობილობებზე, რომელიც ჯიბის მოწყობილობებს MacBook-ის მოწყობილობებთან აკავშირებს. მაგალითად: ზარებზე და შეტყობინენებზე პასუხის გაცემა პირდაპირ კომპიუტერიდან ან პლანშეტიდან შეიძლება. ასევე, მონაცემების ავტომატურად სინქრონიზირება ხდება.

apple
APPLE OS

Apple-ი საკუთარი სმარტფონების სისტემების ხანგრძლივი მხარდაჭერით გამოირჩევა. 3-4 წლის წინათ გამოშვებული ტელეფონებიც კი ღებულობენ გეგმიურ განახლებებს (UPDATE).

Apple-ის უარყოფითი მხარე მისი სისტემის დახურულობაა: კომპიუტერთან სინქრონიზაციისთვის მხოლოდ iTunes-ი გამოიყენება. აპლიკაციებს შეზღუდვა აქვთ სხვა სიტემების ფაილებთან მუშაობისას, მგრამ ყველაზე დიდ მინუსად მისი სიძვირე შეიძლება მივიჩნიოთ.

Windows Phone

Windows Phone-ის მთავარი ღირსება ის არის, რომ მას შედარებით სუსტ მოწყობილობებთანაც შეუძლია მუშაობა. მისის დიზაინი როგორც Android-ისგან, ისე Apple-ისგანაც განსხვავდება. ზოგიერთი მომხმარებელი სწორედ ამიტომ ირჩევს Windows Phones-ს.

მისი მთავრი უარყოფითი მხარე ის არის, რომ სისტემა ძალიან ნელა ვითარდება, ძალიან ცოტა აპლიკაციები და თამაშები აქვს, რაც მომთხოვნ მომხმარებელს არ აკმაყოფილებს.

აპარატული პლატფორმა

აპარატული პლატფორმა - ეს არის ჩიპი (SoC), რომელიც პროცესორს, ვიდეოდამაჩქარებელს, ოპერატიულ მეხსირებას და კავშირის მოდულს მოიცავს. ტექნიკურ მახასიათებლებში ვიდეოამაჩქარებლის ბირთვების ტიპსა და რაოდენობას, მათ მაქსიმალურ სიხშირეს, ოპერატიული და ძირითადი მახსოვრობის მოცულობას და მახსოვრობის სლოტ კარტის ქონა-არქონას მიუთითებენ .რაც უფრო მაღალი მონაცემებია, მით უკეთესია სმარტფონი და, ამავე დროს, ძვირადღირებულიც.

სმარტფონების უმრავლესობა ტაივანური MediaTek-ისა და ამერიკული Qualcomm-ის პროცესორებზე ეწყობა. MediaTek-ი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე Qualcomm-ი.

patform
აპარატული პლატფორმა

ორივე მწარმოებელს სმარტფონების სხვადასხვა ფასთა კატეგორიებისთვის განსხვავებული ჩიპ-სეთები აქვს. მოდით განვიხილოთ რამდენიმე ძირითად შემთხვევა:

ბიუჯეტური სმატფონებისთვის (100-200 ლარი) MediaTek MT6572 ან Qualcomm Snapdragon 200 გამოიყენება. ასეთი მოწყობილობები უბრალო ტელეფონის ჩამნაცვლებელი უფროა, ვიდრე სრულყოფილი სმარტფონები.

საშუალო ფასთა კატეგორია (500-900 ლარი) Qualcomm Snapdragon 400 ან 410, MediaTek MT6582, MT673x პროცესორებით არის წარმოდგენილი. ისინი აღჭურვილია უკეთესი მაჩვენებლებით (1 გეგაბაიტამდე ოპერატიული მახსოვრობით) და გამოსაყენებლად ბევრად კომფორტულია.

ფლაგმანები (900 ლარი და მეტი) Qualcomm Snapdragon მე-800-ე სერია , MediaTek MT6595 და MT6795/6797-ი პროცესორებით არიან აღჭურვილი და ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის გემოვნებას აკმაყოფილებენ.

შიდა მახსოვრობა

ბიუჯეტური სმარტფონების მოდელებს 4-დან 8 გიგაბაიტამდე შიდა მახსოვრობა აქვთ, საიდანაც 70%-ს ოპერაციული სისტემა იკავებს. მომხმარებელს 10-მდე აპლიკაციისა და თამაშის ჩაწერა შეუძლია, რაც არც თუ ისე ბევრია.

თუ ბევრი პროგრამით სარგებლობთ მაშინ 16 გეგბაიტიანი მოდელებზე უნდა შეაჩეროთ თქვენი არჩევანი. აპლიკაციების ჩაწერა შიდა მახსოვრობაში, ხოლო მუსიკის, ფოტოების და ვიდეობის გარე მახსოვრობის ბარათზე ჩაწერა შეიძლება.

კამერა

ფასიდან გამომდინარე, სმარტფონებზე სხვადასხვა გაფართოების 5-დან 21 პიქსელამდე კამერები ყენდება. ყველაზე იაფიან მოდელების კამერებსაც კი ავტოფოკუსი და ფლეში აქვთ ჩამონტაჟებული, რომლის ფანრად გამოყენებაც შეიძლება.

camera height
კამერა

საშუალო ღირებულების მოდელებს 8-დან 13 პიქსელამდე კამერები აქვთ, რომლებიც დღის განათების პირობებში მშვენიერ სურათებს იღებენ, რაც თავისუფლად ჩაანაცვლებს ფოტოაპარატს.

თუ სელფების მოყვარული ხართ, მაშინ ისეთი მოდელი შეარჩიეთ, რომლის კამერის ხარისხი 3 მეგაპიქსელით იწყება.

მუშაობის დრო

"რამდენ ხანს გიძლებს ტელეფონი?"- ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა, რაც ხშირად დაუსვავთ თქვენთვის და თავადაც ხშირად დაინტერესებულხართ.

საშუალოდ, თუ დღის განმავლობაში ხშირად იყენებთ სხავადასხვა აპლიკაციებს, თქვენი მოწყობილობა 24 საათს გაძლებს. თუ გსურს დიდხანს მომუშავე სმარტფონის შერჩევა, ელემენტის მონაცემებით დაინტერესდით. რაც დიდი აკუმლატორი, მით უფრო დიდხანს გაძლებს თქვენი ტელეფონი.

4-4,5 დუიმიანი ბიუჯეტური მოდელებისთვის ნორმალურ ელემენტად 2000 მილიამპერიანი ელემენტი ითვლება. უფრო მასიური, 5 დუიმიან საშუალო კატეგორიის მოდელებში 2300-2800 მილიამპერი, ხოლო ფლაგმან მოდელებში 3000-4000 მილიამპერი.

სმარტფონები 2 SIM ბარათით

2 SIM ბარათიანი ტელეფონები დამსახურებული პოპულარობით სარგებლობენ. მომხმარებელს ერთბაშად ორი მობილური ოპერატორის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია, ასევე ოპტიმალური ტარიფების შერჩევა როგორც დასარეკად, ისე მობილური ინტერნეტისთვის. უმეტეს შემთხვევებში, 2 SIM-იანი სმარტფონები ერთ რადიო-მოდულზე მუშაობენ და ვერ ხერხდება ორი ზარის ერთდროულად მიღება. ამ შეზღუდვისთვის გვერდის ავლა ერთი ბარათის მეორეზე გადამისამართებით შეიძლება.

სმარტფონების დამცავი მახასიათებლები


წყალთან ნებისმიერი კონტაქტით სმარტფონი წყობიდან შეიძლება გამოვიდეს. თუ აქტიური ცხოვრებით ხართ დაკავებული, ან პერიოდულად უსიამოვნო სიტუაციაში ხვდებით, შეარჩიეთ ისეთი მოდელები, რომლებსაც წყლისა და მტვრის დამცავი სპეციალური სისტემა აქვთ. ასეთი მოწყობილობები IPxx სტანდარტიზაციას გადიან (xx- 1-8-მდე ციფრები დაცვის ხარისხს განსაზღვრავენ). რაც უფრო მაღალია მათი მაჩვენებლი, მით უფრო დაცულია სმარტფონი.

IP67 დაIP68 დაცვის მოქნე ტელეფონები არამარტო თხევად ნივთიერებებსა და ჭუჭყს უძლებენ, არამედ 1 მეტრი წყლის ქვეშაც მუშაობენ. მათი გამოყენება წყალქვეშა გადაღებებისთვის არის შესაძლებელი.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებული სხვა მიმოხილვები მობილურების შესახებ:

ჩვენს მაღაზიაში არსებული სმარტფონის ყველა ბრენდის ერთად ნახვა კი შეგიძლიათ აქ - მობილური ტელეფონების განყოფილებაში.

ჩვენს მაღაზაიში არსებული სმარტფონების ყველა ბრენდი

მობილური SAMSUNG მობილური NOKIA მობილური ტელეფონი SONY მობილური ტელეფონი HUAWEI
მობილური ტელეფონი
SAMSUNG
მობილური ტელეფონი
NOKIA
მობილური ტელეფონი
SONY
მობილური ტელეფონი
HUAWEI

HTC ASUS LENOVO FLY
მობილური ტელეფონი
HTC
მობილური ტელეფონი
ASUS
მობილური ტელეფონი
LENOVO
მობილური ტელეფონი
FLY

APPLE ACER AMAZON ARCHOS
მობილური ტელეფონი
APPLE
მობილური ტელეფონი
ACER
მობილური ტელეფონი
AMAZON
მობილური ტელეფონი
ARCHOS

მობილური HISENSE მობილური INTEX მობილური ტელეფონი KENKESI მობილური ტელეფონი LG
მობილური ტელეფონი
HISENSE
მობილური ტელეფონი
INTEX
მობილური ტელეფონი
KENKESI
მობილური ტელეფონი
LG

MEIZU MICROSOFT MOTOROLA OBI
მობილური ტელეფონი
MEIZU
მობილური ტელეფონი
MICROSOFT
მობილური ტელეფონი
MOTOROLA
მობილური ტელეფონი
OBI

ONEPLUS PHILIPS XIAOMI YERVIK
მობილური ტელეფონი
ONEPLUS
მობილური ტელეფონი
PHILIPS
მობილური ტელეფონი
XIAOMI
მობილური ტელეფონი
YERVIK

ზევით