არ არის გაყიდვაში

"EPSON-ის ბეჭდვის ქარხანა"- უკარტრიჯო პრინტერები პიგმენტური მელნით


თითოელი ჩვენგანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა, რომ პრინტერი შეეძინა სახლისთვის. თუმცა, როცა საქმე არჩევანზე მიდგება რა ტიპის პრინტერის შეძენა ღირს, ჭავლურის თუ ლაზერულის, პირველი ფაქტორი რაც უნდა გაითვალისწინოთ, მათი სახარჯო მასალის ღირებულებაა.

ლაზერული პრინტერი მოხმარებაში მარტივია და მისი კატრიჯის დატენვა არაა რთული, თუმცა პრობლემა ის არის, რომ იგი ფერადი არაა.

რაც შეეხება ჭავლურ პრინტერს - მისი კატრიჯის დატენა საკმაოდ ძვირი ჯდება და მექანიზმიც შორსაა სრულყოფილებისგან.

იაპონურმა კომპანია EPSON-მა ეკონომიური ბეჭდვის პრობლემას სხვა კუთხით შეხედა და 2012 წელს ახალი სტრატეგიის რეალიზაცია დაიწყო. კომპანიამ მის მიერ წარმოებული პრინტერების სახარჯო მასალების შომოსავლის სტანდარტულ სქემაზე უარი ეთქვა და მომხმარებელს ნაკლებ ხარჯიანი მოწყობილობა შესთავაზა.

EPSON-მა პირველმა წარმოადგინა პრინციპულად განსხვავებული და სრულიად ახალი უკარტრიჯო საბეჭდი მოწყობილობები "EPSON-ის ბეჭდვის ქარხანა" - ჭავლური უკარტრიჯო პრინტერები პიგმენტური მელნით.

მაცივარი LIEBHERR
EPSON-ის მონოქრომული პრინტერები

ორი "ქარხანა"

"EPSON-ის ბეჭდვის ქარხანა" ორი სხვადასხვა მიმართულებით არის წარმოდგენილი: მონოქრომული და ფერადი პრინტერებით.

მონოქრომული პრინტერები

ლაზერულ პრინტერებთან შედარებით, EPSON-ის ბეჭდვის "მონოქრომული ქარხნის" უმთავრეს უპირატესობა ეკონომიური ბეჭდვაა. ანაბეჭდის თვითღირებულება ერთი A4 ფურცლისთვის მხოლოდ 0.8 თეთრს შეადგენს, რაც 3-ჯერ უფრო იაფია ანალოგიური ლაზერული პრინტერით ბეჭდვის თვითღირებულებაზე. თითოეული მოწყობილობის კომპლექტში 140 მილილიტრი მოცულობის მელნის ორი კონტეინერი შედის, რაც მელნის სასტარტო პაკეტიდანვე 11 000-მდე დოკუმენტის დაბეჭდვის საშუალებას იძლევა.

მოწყობილობის ხელახალი დატვირთვა სპეციალური სისტემის წყალობით ძალიან ადვილია: უბრალოდ გამოაღეთ მელნის საცავი და შეავსოთ საღებავით, რასაც აიტი-მენეჯერის დახმარების გარეშეც მარტივად გაართმევთ თავს. საცავი შევსება არც ისე ხშირად მოგიწევთევს, რადგან 140 მილილიტრი მოცულობის ყოველი ახალი კონტეინერი 6000 დოკუმენტის დაბეჭდვაზეა გათვლილი.

EPSON-ის ფერადი ფოტოპრინტერები

მაცივარი LIEBHERR
EPSON-ის ექვსვფერიანი ფოტოპრინტერები

ექვსვფერიანი ფოტოპრინტერები, სერიიდან "EPSON-ის ბეჭდვის ქარხანა" А4 და А3+ ფორმატით, სურათების მაღალი ხარისხითა და ეკონომიური ბეჭდვისთვის არის შექმნილი. ისინი რეკორდულად დაბალი თვითღირებულებით გამოირჩევიან, რადგან ისევე როგორც მონოქრომულ მოწყობილობებს, კატრიჯის ნაცვლად მელნის კონტეინერი აქვთ ჩაშენებული.

უნიკალური მოწყობილობა და კარგად გათვლილი კონსტრუქცია მარტივად უმკლავდება დიდი რაოდენობის ფოტოების დაბეჭდვას და მათ უმაღლეს ხარისხსა და მოწყობილობის საიმედოობას უზრუნველყოფს.

მელნის დამატებითი ფერებია - ღია იასამნისფერი და ღია ცისფერი, რაც პორტერებისა და პეიზაჟების ბეჭდვისას შესანიშნავ გამოსახულებას ინარჩუნებს.

უსადენო ბეჭდვა

მაცივარი LIEBHERR
EPSON Connect

ახალ მოწყობილობებს საკმაოდ ფართო ფუნქციონალი აქვთ, რაც მომხმარებელს ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. EPSON-ი საშუალებას იძლევა, რომ Ethernet ქსელის გამოყენებით მოწყობილობას რამდენიმე მომხმარებელი დაუკავშირდეს. ეს ფუნქცია მათთვის არის მოსახერხებელი, ვინც უპირატესობას ანიჭებს უსადენო ბეჭდვას Wi-Fi მხარდაჭერის გამოყენებით, რაც დამატებითი სადენებისგან გაგათავისუფლებთ.

Ethernet ქსელთან მიერთების შესაძლებლობის პარალელურად Epson-ი iPrint ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რაც iOS და Android მოწყობილობებით ბეჭდვას უზრუნველყოფს. ეს არის სიახლე, რომლითაც დროს და ენერგიას დაზოგავთ. ამ ფუნქციას განსაკუთრებით "მოწინავე" გაჯეტების მფლობელები დააფასებენ. დამატებით კომფორტს მრავალფურცლიან დოკუმენტებთან მუშაობისას უზრუნველყოფს სკანირების რეჟიმისას ფურცლების ავტომატური მიმწოდებელი და ორხაზიანი LCD-ეკრანი.

სრული ილუსტრაციისთვის იხილეთ ვიდეო:

Epson iPrint-ის მეშვეობით შესაძლებელია:

  • • ფოტოების ამობეჭდვა, როპმლებიც თქვენს მობილურ მოწყობილობაშია
  • • დოკუმენტების ამობეჭდვა, რომელბიც ინახებიან Box.net-ში, Dropbox-სა და Evernote-ში
  • • iOS მოწყობილობებიდან ბეჭდვა - Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ფორმატებში
  • • ვებ-გვერდების ამოპრინტერება

გარანტია

ბიზნეს-მომხმარებლებისთვის არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ "EPSON-ის ბეჭდვის ქარხნის" ახალი მოწყობილობები მომხმარებელს ოფიციალური გარანტიით მიეწოდება. გარანტია 12 თვეს შეადგენს. დაუმატეთ ამას ბეჭდვის მაღალი სიჩქარე - 34 გვერდამდე წუთში, დიდი წარმადობა და თქვენ მიიღებთ ერთ-ერთ საუკეთესო მოწყობილობას რისი შეძენაც ქართულ ბაზარზე შეიძლება.

ინტერნეტ მაღაზია Be.Ge-შო EPSON-ის ყველა პრინტერის ნახვა შეგიძლია აქ - EPSON-ის პრინტერების განყოფილებაში.

შენიშვნა:
  • 1. EPSON-ის შიდა გაანგარიშება რეკომენდირებულ ფასებსა და რესურსის მონაცემებზეა დაფუძვნებული.
  • 2. EPSON-ის კონტეინერების რესურსის მონაცემები Epson-ის მეთოდოლოგიით გაზომილი ISO/IEC 19752 სტანდარტის ანაბეჭდით არის გაანგარიშბული. მონაცემები კონტეინერების რესურსის შესახებ არაა დაფუძნებული ISO/IEC24711. მონაცემები შეიძლება იყოს დამოკიდებული გამოსახულების ტიპზე, ბეჭდვის პარამეტრებზე, ქაღალდის ტიპზე, გამოყენების სიხშირეზე, ტენიანობაზე და ბეჭდვის ტემპერატურაზე.

ჩვენს მაღაზაიში არსებული EPSON-ის ყველაზე გაყიდვადი პრინტერები

პრინტერი EPSON EXPRESSION HOME XP 605 პრინტერი EPSON L550 პრინტერი EPSON L555 პრინტერი EPSON L1300
პრინტერი
EPSON EXPRESSION HOME XP 605
პრინტერი
EPSON L550
პრინტერი
EPSON L555
პრინტერი
EPSON L1300

პრინტერი EPSON L1800 პრინტერი EPSON L355 პრინტერი EPSON WF 7015 პრინტერი EPSON WF M100
პრინტერი
EPSON L1800
პრინტერი
EPSON L355
პრინტერი
EPSON WF 7015
პრინტერი
EPSON WF M100
ზევით