არ არის გაყიდვაში

 

2015 წლის ტელევიზორების მიმოხილვა


ტელევიზორები, ისევე როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების უმრავლესობა, მუდამ განვითარებისა და დახვეწის პროცესშია. მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლები ყოველ წლიურად აუმჯობესებენ მოწყობილობებს, რომ რაც შეიძლება მიმზიდველი, საინტერესო და გაყიდვადი გახადონ საკუთარი პროდუქცია.

 

ონლაინ მაღაზია Be.Ge ცდილობს, რომ უკანასკნელ სიახლეების შესახებ მუდამ საქმის კურსში ამყოფოს საკუთარი მომხმარებელი. ამ სტატიაში განვიხილავთ 2015 წლის მიმდინარე ტენდენციებს ტელევიზორების სამყაროში - რა სიახლეებს გვთავაზობენ მწარმოებელი ფირმები და რითი ცდილობენ ჩვენს გაკვირვებას.

LG SAMSUNG Panasonic
SONY SHARP PHILIPS

LG

LG-ის ტელევიზორები - სხ. კორეული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ დაანონსებული LG Display-იმ OLED ტექნოლოგიებისადმი მომხმარებლის ინტერესი კვლავ აღადგინა. LG-ის ახალი მოწყობილობების სისქე 0,97 მილიმეტრი, ხოლო წონა - 1,9 კილოგრამია. ტელევიზორის დისპლეი იმდენად სიფრიფანაა, რომ მისი კედელზე ჩამოკიდება მაგნიტური დამჭერებით შეიძლება. მოწყობილობის მთლიანი ელექტროობა, სადღაც შიგნითა, თვალისთვის უხილავ ადგილას არის მიჩქმალული.

მაცივარი LIEBHERR
OLED Ultra HD ტელევიზორი LG-სგან

OLED ტექნოლოგიები ჯერ-ჯერობით მასობრივი მოხმარებაში არაა. LG-იმ მისი პრეზენტაცია საკუთარი დიდი ამბიციების სადემონსტრაციოდ მოახდინა. კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიის განვითარება მათი მთავარი პრიორიტეტია და მთელი ძალისხმევა მისი დახვეწისკენ არის მიმართული. კომპანიამ უკვე დაიწყო 55, 66 და 77 დუიმიანი ეკრანის ტელევიზორების გაყიდვა და გეგმავს 99 დუიმიანის გამოშვებასაც.

ყველა ამ მონაცემების მიუხედავად, OLED ტექნოლოგია ჯერ შორსაა სრულყოფილებისაგან. ასეთი განცხადება როჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ცინ ტანმა (რომელიც ქიმიის დარგში 2014 წლის ნობელის ლაურეატების შორტ-ლისტში იყო OLED ტექნოლოგიის შექმნისათვის) გააკეთა. მისი თქმით ამ ტექნოლოგიის სრული დანერგვა კიდევ 5-10 წლის განმავლობაში სრულად ვერ მოხდება, თუმცა საბოლოო ჯამში თხევად-კრისტალურ დისპლეის აუცილებლად ჩაანაცვლებს.

სიახლის დანერგვასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეების გამო LG-ის მთავარმა კონკურენტებმა SAMSUNG-მა და SONY-მ OLED ტექნოლოგიის მიმართულებით მუშაობას ჯერ-ჯერობით თავი აარიდეს. ორივე კომპანია აქცენტს UHD ტელევიზორებზე აკეთებს.

SONY

SONY-ს ტელევიზორები - იაპონურმა კომპანიამ თხევად კრისტალურ ეკრანში განათების ტექნოლოგია დანერგა, სადაც სინათლის წყაროდ კვანტური წერტილები გვევლინება, რაც ტელევიზორის ფერთა გამას მნიშვნელოვნად ზრდის. ნანოკრისტალების იმპლემენტაციის ამ მეთოდს Triluminos-ი ეწოდება.

მაცივარი LIEBHERR
SONY Bravia Android TV

იაპონური მწარმოებლის 4K ტელევიზორები, რომელბიც Android TV-ის ფუნქციებით არიან აღჭურვილი, SONY-მ ამ წლის იანვარში Consumer Electronics Show (CES)-ზე წარმოადგინა. მათი ეკრანი 43 და 49 დუიმს შეადგენს. ზაფხულიდან გაყიდვაში 4,6 მილიმეტრიანი სისქის ტელევიზორებიც ჩაეშვა.

BRAVIA 2015-ი SONY-ს პირვლი 4K მოდელის ტელევიზორებია, რომელთა მექანიზმის საფუძველი Android TV გახდა. ეს პლატფორმა გასულ წელს Google-მა დაანონსა. იგი ფართო ეკრანზე გამოსახულების სანახავად არის ოპტიმიზერებული.

Android ტელევიზორებზე შეიძლება თამაში, აპლიკაციები ინსატალაცია, ხმოვანი ბრძანებით ძიება, Google Play-დან ფილმებისა და სერიალების გადმოწერა, ასევე სმარტფონებიდან და პლანშეტებიდან კონტენტის ტრანსლირება.

SAMSUNG

SAMSUNG-ის ტელევიზორები - მეორე სხ. კორეული გიგანტი საკუთარი ტელევიზორებისთვის სმარტ-ტექნოლოგიების დახვეწას განაგრძობს. ფირმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2015 წელს მათ ტელევიზორებში ახალი პლატფორმა - Tizen-ი დაინერგება. Tizen TV OS-ის სისტემა აპლიკაციების გასაშვებად არის განკუთვნილი. ასევე გათვალისწინებული ახალი მენიუც - Smart Hub-ი.

SAMSUNG-ის 2015 წლის მოდელები გამოსახულების რემასტერინგის ფუნქციით არიან აღჭურვილი. ამ ფუნქციას ეკრანის სტანდარტული გამოსახულების ნებისმიერ გაფართოებაზე დაყენება შეუძლია. ნანოკრისტალური ტექნოლოგია (კვანტური წერტილების ანალოგი) მაღალი კონტრასტისთვის, ფერების გასაუმჯობესებლად და დეტალიზაციისთვის გამოიყენება.

SAMSUNG-ის ტელევიზორების ახალი OS პლატფრორმა - TIZEN

Panasonic

Panasonic-ის ტელევიზორები - თუ მთავარ პლატფორმად SONY-მ Android TV, ხოლო SAMSUNG-მა Tizen-ი აირჩია, Panasonic-მა Firefox OS-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

Panasonic-ის 4K UHD ტელევიზორებმა, რომელიც VIERA 2015-ის ხაზს განეკუთვნებიან, Home Screen 2.0-ის ინტერფეისი მიიღეს. ისინი ინტუიტიურ ტექნოლოგიას მიეკუთვნებიან და მათი გამოყენება მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელია.

თუ თქვენს სმარტფონზე Firefox-ის ბრაუზერი გაქვთ დაინსტალირებული, მაშინ Panasonic-ის ტელევიზორის დიდ ეკრანზე კონტენტის ტრანსლაცია შეგიძლიათ.

ტელევიზორის სასტარტო ეკრანიდან ყველა საჭირო ფუნქციაა ხელმისაწვდომი: Xbox-ის მიერთება HDMI

მაცივარი LIEBHERR
Panasonic Firefox OS
სადენით, ვიდეოაპლიკაცია სახლის კინოთეატრის ფუნქციით, სატელევიზიო არხები და სხვა.

 

YouTube-ის უნივერსალური საძიებო სისტემა შესაძლებლობას გაძლევთ ვიდეო რგოლები მოძებნოთ და USB სადენით მედია-ფაილები ჩატვირთოთ. 

SHARP

SHARP-ის ტელევიზორები - საინტერესო სიახლეები შემოგთავაზე SHARP-მაც. კონკურენტებისგან განსხვავებით, კომპანიამ კვანტური წერტილების ხარისხს მიაქცია ყურადღება და არა რაოდენობას.

Beyond 4K Ultra HD TV და Quattron ტექნოლოგიები სუბპიქსელების რაოდენობას 66 მილიონამდე ზრდის. ეს 42 მილიონით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ 4K UHD ტელევიზორებში, რაც უფრო მაღალ დეტალიზაციას, ფერთა მდიდარ გამასა და კონტრასტულობას უზრუნველყოფს.

PHILIPS

PHIILIPS-ის ტელევიზორები - ტელევიზორების ჰოლანდიელმა მწარმოებლებმა 2015 წელს როგორც 4K, ისე Full HD ტელევიზორები წარმოადგინეს. ისინი Android TV-ის პლატფორმაზეა აგებული, რაც ტელევიზორის მულტიმედიურ შესაძლებლობებს უფრო მრავალფეროვანს ხდის.

PHIIPS-ის მთავარი პლიუსი ფასისა და მაღალი ხარისხის ერთმანეთთან თანაფარდობაა. Android TV პლატფორმა სხავადსხავა აპლიკაციების გადმოწერის საშუალებას იძლევა. ტელევიზორი ყველა თამაშის, პროგრამის, მულტიმედიური ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მხარდაჭერის ფუნცქიით არის აღჭურვილი, რისი გადმოწერაც Google Play Store-იდან არის შესაძლებელი.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებული სხვა მიმოხილვები ტელევიზორების შესახებ:

ჩვენს მაღაზიაში არსებული ტელევიზორის ყველა ბრენდის ერთად ნახვა კი შეგიძლია აქ - ტელევიზორების განყოფილებაში.

ჩვენს მაღაზაიში არსებული ტელევიზორების ყველა ბრენდი

ტელევიზორები SAMSUNG ტელევიზორები PHILIPS ტელევიზორები LG ტელევიზორები SONY
ტელევიზორი
SAMSUNG
ტელევიზორი
PHILIPS
ტელევიზორი
LG
ტელევიზორი
SONY

ტელევიზორები panasonic ტელევიზორები sharp ტელევიზორი toshiba ტელევიზორი TCL
ტელევიზორი
Panasonic
ტელევიზორი
SHARP
ტელევიზორი
Toshiba
ტელევიზორი
TCL

ტელევიზორი RECKE ტელევიზორი Hisense ტელევიზორი Klidge ტელევიზორი PREMIUM
ტელევიზორი
RECKE
ტელევიზორი
Hisense
ტელევიზორი
Klidge
ტელევიზორი
PREMIUM

მაცივარი <br />BLOMBERG მაცივარი LG მაცივარი BOSCH მაცივარი HANSA
ტელევიზორი
AOC
ზევით