არ არის გაყიდვაში

LIEBHERR-ის მაცივრები - საუკეთესო საქართველოში

მაცივარი LIEBHERR

ახალი მაცივრის შეძენას თუ აპირებთ, არჩევანი ძალიან დიდია. ტექნიკის საყოფაცხოვრებო ბაზარი უამრავი ბრენდით არის გაჯერებული, რომელსაც საკუთარი მინუსები და პლუსები აქვს.

ალტერნატივების ამ მორევში არსებობს ერთი, ყველასაგან გამორჩეული და ცალკე მდგომი მაცივარი, რომელიც უმაღლესი გერმანული ხარისხისა და დახვეწილობით საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ არის მიჩნეული. ეს გერმანულ-შვეიცარული კონცერნის LIEBHERR-ის მაცივრებია.

ამ სტატიით შევეცდებით, რომ მაცივრის შეძენისას გადაწყვეტილების მიღება გაგიადვილოთ და 10 მიზეზს დაგისახელებთ, თუ რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი LIEBHERR-ის მაცივარზე.

დასაწყისისთვის საკუთარ თავს ასეთი კითხვა დაუსვით : "რომელი შევიძინო: ჩვეულებრივი მაცივარი, თუ LIEBHERR-ი?" თუ თქვენი არჩევანი LIEBHERR-ზე შეჩერდა, მაშინ წინასწარვე გეტყვით: თქვენ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ!

LIEBHERR-ი შეიძლება უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე სხვა მაცივარი, მაგრამ ჩათვალეთ, რომ საკუთარ ფულს უმაღლესი გერმანული ხარისხის მოწყობილობაში აბანდებთ, საუკეთესო მაცივარში, რომლის ყიდვაც საქართველოში შეიძლება. ეს არის მოწყობილობა რომელიც დროს უძლებს.

ამხელა შესავლის შემდეგ უფრო კონკრეტულად განვიხილოთ თუ რა არის LIEBHERR-ი, ვინ ქმნის ამ ბრენდს და რატომ ითვლება იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის სტანდარტად.

10 მიზეზი თუ რატომ უნდა ავირჩიოთ LIEBHERR-ი:

1. 60 წლიანი გამოცდილება მაცივრების წარმოების სფეროში

მაცივარი LIEBHERR
LIEBHERR-ის ლაბრორატორია, სადაც
მაცივრები გადიან ტესტირებას

LIEBHERR-ი გერმანულ-შვეიცარული კონცერნია. მისი პრემიუმ ხარისხის მაცივრები 1954 წლიდან იწარმოება. კომპანია ფასის ხარჯზე ხარისხის შემცირებას არ ცდილობს და მისი მოწყობილობები, ისევე როგორც 60 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ოქსენჰაუზენში იწყობა.

კომპანია საქმეს გერმანული პედანტიზმით უდგება - მისი ინჟინრები, რომლებიც მაცივრების წარმოებაზე მუშაობენ, მხოლოდ ამ სფეროში ახდენენ ყურადღების კონცენტრაციას. ისე არ ხდება რომ ერთ დღეს მაცივრის შექმნაზე უწევდეთ მუშაობა, ხოლო მეორე დღეს გაზქურას აპროექტებდნენ.

საქმისადმი მსგავსი მიდგომა და ათწლეულების განმავლობაში მიღებული გამოცდილება ნათლად იგრძნობა LIEBHERR-ის თითოეულ მოწყობილობაში. ამიტომაცაა, რომ ამ ბრენდს მსოფლიოში ყველაზე ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

2. უმაღლესი ხარისხის ნაწილები

მაცივრების წარმოებისას შვეიცარულ-გერმანულ კომპანია LIEBHERR-ი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნაწილებს იყენებს. აწყობის პროცესში ყველა დეტალი ხელმეორედ მოწმდება და ფუნქციურობასა და გამძლეობაზე სპეციალურ ტესტირებას გადის.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუდმივი მოდერნიზაცია და უმნიშვნელო დეტალების მუდმივი დახვეწის პროცესი საშუალებას იძლევა, რომ ყველასათვის ნაცნობი ხარისხის სიმბოლო - LIEBHERR-ი შეიქმნას.

3. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

LIEBHERR-ის მაცივრებში მხოლოდ მაღალი ხარისხის კომპონენეტები გამოიყენება, რომლებიც საუკეთესო ელექტრო სისტემით არის აღჭურვილი და მოწყობილობის ხანგრძლივ მუშაობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მაცივარში ჩამონტაჟებულ ყველა სინთეტიკურ მასალაზე გამოყენების ინსტრუქციას ნახავთ, ხოლო წარმოების მთლიანი პროცესი ენერგორესურსების მაქსიმალურად დაზოგვის ხარჯზე მიმდინარეობს.

მაგალითისთვის: თბოენერგია, რომელსაც დანადგარები მუშაობის პროცესში გამოყოფენ, ქარხნის გასათბობად გამოიყენება. გერმანულ-შვეიცარიული კონცერნის ყველა ქარხანას საერთაშორისო ეკოლოგიური სტანდარტის სერთიფიკატი ISO 14001 აქვს მიღებული.

4. კლასიკური დიზაინი

როგორც შიდა ინტერიერის აწყობისას, ისე LIEBHERR-ის ექსტერიერის შესაქმნელად უმაღლესი ხარისხის მასალა გამოიყენება და იგი თანამედროვე დიზაინის უკანასკნელს ტენდენციებს შეესაბამება.

პრემიუმ კლასის უჟანგავი მასალის კორპუსი, ელექტრონულ მართვის პანელთან და ელეგანტურ Glassline-ის თაროებთან ერთად განუმეორებელ სტილს ქმნის, რომელიც წლების განმავლობაშიც აქტუალურობას არ დაკარგავს.

მაცივარი LIEBHERR
LIEBHERR-ის უმაღლესი ხარისხის
უჟანგავი ფოლადის კლასიკური დიზაინი

5. სუპერ ეკონომიური ელექტროენერგიის მოხმარება

თანამედროვე ელექტრონიკისა და მაღალ-ეფექტური გაციების სისტემის წყალობით, LIEBHERR-ი A+-ისა და A++-ის ენერგომოხმარების კლასის მაცივრებს გთავაზობთ. ეს მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ ხარჯებს და გარემოზე უარყოფით გავლენას შეამცირებს.

ინეტრნეტ მაღაზია Be.Ge ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი, ენერგოკრედიტის მხარდაჭერით ჩვენს მაღაზიაში არსებულ LIEBHERR-ის ენერგოეფექტურ მაცივრებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ - ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

6. BioFresh ტექნოლოგია

BioFresh სექციის კონტეინერი, რომელსაც ტელესკოპური მართვა აქვს, პროდუქტის იდეალურ და ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს. მალფუჭებადი პროდუქტების როგორებიცაა: ხილი, ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული და რძის ნაწარმი, -2°C ტემპერატურაზე შენახვა შეიძლება. ტროპიკული ხილისთვის, რომელსაც ტენიანობა უფრო მაღალი აქვს, ტემპერტატურის +6°C-მდე აწევა არის შესაძლებელი. BioFresh ტექნოლოგია პროდუქტს სასარგებლო ვიტამინებს უნარჩუნებს და ისინი სამჯერ უფრო მეტ ხანს ძლებენ ვიდრე ჩვეულებრივ მაცივრებში.

7. No Frost

LIEBHERR-ი NO FROST-ის ტექნოლოგიას იყენებს და თქვენ აღარ მოგიწევთ მაცივრის რეგულარულად გალღობა სანიტარული ნორმების დასაცავად. NO FROST-ი საყინულის კონდენსაციისგან დაცვის სისტემაა. მისი მეშვეობით საჭმელი დაცულია გაფუჭებისაგან. დაზოგეთ თქვენთვის ძვირფასი დრო და იყავით მშვიდად, რადგან LIEBHERR-ის მაცივარში შენახული პროდუქტი მუდამ უსაფრთხო და ახალნაყიდივით იქნება.

8.იდეალური გარემო ღვინის შესანახად

მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956
LIEBHERR-ის პრემიუმ კლასის
ღვინის მაცივარი

LIEBHERR-ის კლიმატური ღვინის თაროები სასმელს განსაკუთრებულ გემოს უნარჩუნებს. ეს საცავები, ტემპერატურის რეგულირების სისტემით, ძვირფასი ღვინოების შესანახად გამოიყენება.

ორივე ამ ფუნქციის (კლიმატური ღვინისა თაროები და საცავი ტემპერატურის რეგულირების სისტემით) ბრწყინვალე ნაზავი Vinidor-ის სერიის LIEBHERR-ის მაცივრებშია წარმოდგენილი.

9. სერთიფიკატები და ჯილდოები

LIEBHERR-ის უმაღლესი ხარისხი და უზადო დიზაინი სხვადასხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ არის აღიარებული.

მაგალითად: 2012 წლის Plus X Award-ის კონკურშში LIEBHERR-მა "2012 წლის სავარჭრო ნიშნის" ჯილდო მოიპოვა.

2014 წელს კომპანიამ "Favourite Brand Gold" ხარისხის ნიშნის კონკურსში, ნომინაცია მომხმარებლის არჩევანში გაიმარჯვა. LIEBHERR-ი რეგულარულად იღებს ჯილდოებს გერმანული ინსტიტუტებისგან Stiftung Warentest-ისა და Reddot-ისგან გამორჩეული დიზაინისთვის.

10. მაცივრების ფართო არჩევანი

LIEBHERR-ი მაცივრების წარმოუდგენლად ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. მათ შორისაა 200-ზე მეტი ცალკე მდგომი და ჩასაშენებელი მოწყობილობები, რომლებიც თქვენს პროდუქტს დიდხანს შეუნარჩუნებს თავდაპირველ გემოს და სასარგებლო თვისებებს. თქვენ აუცილებლად შეძლებთ ისეთი მოდელის შერჩევას, რომელიც სამზარეულოს ინტერიერსა და თქვენი ოჯახის მოთხოვნილებებებს შეესაბამება.

ამ მიმოხილვის გაცნობის შემდეგ არჩევანი თქვენზეა:

  • უბრალოდ მაცივარი, თუ LIEBHERR-ის მაცივარი?

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ონლაინ მაღაზია Be.Ge-ის ქოლცენტრს, მოგვწერეთ ფეისბუქზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. ჩვენ მზად ვართ კომპეტენტური პასუხი გავცეთ თქვენს მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას.

ამჟამად ონლაინ მაღაზია Be.Ge-ში სპეციალური აქცია მიმდინარეობს:

ყველა მომხმარებელს, ვინც LIEBHERR-ის მაცივარს შეიძენს, საჩუქრად მეორე მაცივარი გადაეცემა. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული - აქცია LIEBHERR-ის მაცივრებზე.

ჩვენს მაღაზიაში არსებულ LIEBHERR-ის ყველა მაცივრს 2 წლიანი გარანტია მოყვება. მათი ერთად ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულბეზე:

ჩვენს მაღაზაიში არსებული LIEBHERR-ის ყველა მაცივარი


მაცივარი LIEBHERR CUSL 3503 მაცივარი LIEBHERR CUESF 4023 მაცივარი LIEBHERR CU 4023 მაცივარი LIEBHERR CBNPGB 3956
მაცივარი
LIEBHERR CUSL 3503
მაცივარი
LIEBHERR CUESF 4023
მაცივარი
LIEBHERR CU 4023
მაცივარი
LIEBHERR CBNPGB 3956

მაცივარი LIEBHERR CPESF 4613 მაცივარი LIEBHERR CBNPES 5167 მაცივარი LIEBHERR SBSES 7165 მაცივარი LIEBHERR SBSES 7353
მაცივარი
LIEBHERR CPESF 4613
მაცივარი
LIEBHERR CBNPES 5167
მაცივარი
LIEBHERR SBSES 7165
მაცივარი
LIEBHERR SBSES 7353

მაცივარი LIEBHERR CBNB 3913 მაცივარი LIEBHERR CNPBS 4013 ჩასაშენებელი მაცივარი LIEBHERR ICUS 3314 სიგარის შესანახი ჰუმიდორი LIEBHERR ZKES 453
მაცივარი
LIEBHERR CBNB 3913
მაცივარი
LIEBHERR CNPBS 4013
ჩასაშენებელი მაცივარი
LIEBHERR ICUS 3314
სიგარის შესანახი ჰუმიდორი
LIEBHERR ZKES 453

ღვინის მაცივარი LIEBHERR WKB 3212 ღვინის მაცივარი LIEBHERR WKB 4212 ღვინის მაცივარი LIEBHERR WKEES 553
ღვინის მაცივარი
LIEBHERR WKB 3212
ღვინის მაცივარი
LIEBHERR WKB 4212
ღვინის მაცივარი
LIEBHERR WKEES 553
ზევით