არ არის გაყიდვაში

მაცივრის ბრენდების ზოგადი მიმოხილვა


მაცივარი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია და მის გარეშე წარმოუდგენელი თანამედროვე ადამიანის ყოფა. მაცივრების ბაზარი უამრავი მწარმოებლით არის გაჯერებული, რომლებიც თავის მხრივ ტექნიკის უდიდესი ასორტიმენტით არიან წარმოდგენილნი.

განსხვავებული დიზაინი, ფუნქციები და მახასიათებლები, რომელიც ამ ბრენდებს აქვს შესაძლოა დამაბნეველი იყოს თუ ზოგადი წარმოდგენა მაინც არ გაქვთ მწარმოებლის პროდუქციის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.

ონლაინ მაღაზია Be.Ge-ში მაცივრების ფართო არჩევანია. ამ მიმოხილვაში ყველა იმ ბრენდის მოკლე პრევიუ გვინდა შემოგთავაზოთ, რომლებიც ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ.


BEKO HISENSE SHARP DAEWOO ILITEK
SAMSUNG LIEBHERR TOSHIBA LG ISM
HITACHI INDESIT PANASONIC BOSCH MOBICOOL
BERG HOTPOINT-ARISTON BLOMBERG HANSA MIDEA

Beko მაცივარი

BEKO-ს მაცივრები - თურქული ფირმა Arçelik-ის ასორტიმენტში 1960 წლიდან გამოჩნდა. დღესდღეობით ევროპასა და ამერიკაში BEKO ბაზრის 14%-ს ფლობს. ასეთი პოპულარობა არცაა გასაკვირი, რამდენადაც თურქული კომპანიის წარმოებული მაცივრები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდებიან და მომხიბლავი და ფუნქციური დიზაინით გამოირჩევიან.

თურქული კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ის არის, რომ მისი კომპაქტური, ერთკამერიანი და ორკამერიანი მაცივრების მოდელების ფართო ასორტიმენტის ყიდვა ხელმისაწვდომ ფასებში შეიძლება.

გამოყენების სიმარტივითა და მოხერხებულობით BEKO-ს მაცივრები უფრო ძვირადღირებულ ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდებიან და სხვადასხვა მოდელების მიხედვით, მრავალფუნქციური მახასიათებლებით არიან აღჭურვილი.

SAMSUNG მაცივარი

SAMSUNG-ის მაცივრები - ახალი ტექნოლოგიები და ნოვატორული გადაწყვეტილებები, თანამედროვე დიზაინი და სამეცნიერო სიახლეები - ეს ის არის, რაც SAMSUNG-ის მაცივრებს ყველასაგან გამორჩეულს ხდის.

SAMSUNG-მა მსოფლიოში პირველმა აღჭურვა თავისი მაცივრები სენსორულ-პლაზმური დისპლეითა და Wi-Fi მოდულით, რაც ინტერნეტში სხვადსხვა საჭმლის რეცეპტის მოძიების, სურათების დათვალიერების ან ოჯახის წევრებისთვის შეტყობინებების დატოვების შესაძლებლობას გაძლევთ.

თანამედროვე ტექნოლოგიები ჰარმონიულად ერწყმის მაცივრის მთავარ ფუნქციას - რაც შეიძლება დიდხანს და უვნებლად შეინახოს პროდუქტები. ორი კამერის (ზედა და ქვედა) მეშვეობით ადგილის ეკონომია აღარ დაგჭირდებათ. სპეციალურად ბოთლებისთვის განკუთვნილი სათავსოები მათი კომპაქტური განლაგების შესაძლებლობას იძლევა და სასმელს ოპტიმალურ ტემპერატურაზე ინახავს. SAMSUNG-ის მაცივრები არამარტო გაალამაზებენ სამზარეულოს, არამედ თქვენი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად გადაიქცევიან.

HITACHI მაცივარი

HITACHI-ის მაცივრები - ეს დიზაინისადმი გონივრული მიდგომა, ერგონომიულობა და ფუნქციურობის ერთობლიობაა. მხოლოდ იაპონიას, ქვეყნას, რომელშიც ყველაზე მეტად რაციონალური მიდგომები ფასობს და მუდმივი სწრაფვაა ცხოვრების ყველა სფეროში ინოვაციების დანერგვისაკენ, შეუძლია მსგავსი კომფორტული სამომხმარებლო ტექნიკა შემოგვთავაზოს.

HITACHI როგორც ორკარიან, ისე ოთხკარიან მაცივრებს უშვებს. ყველა მოდელი შიდა ფართის მოსახერხებლობით და დიდი თავსებადობით გამოირჩევა. ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ არამარტო სახლისთვის, არამედ რესტორნებისთვისა და კაფე-ბარებისთვისაც გამოვიყენოთ იაპონელი მწარმოებლის პროდუქცია.

HITACHI-ის მაცივრები ექსკლუზიური ტექნოლოგიებითა და მრავალფეროვანი სათავსოებით გამოირჩევა, რომელთაგან თითოელი გარკვეული პროდუქტის შესანახად არის განკუთვნილი.

BERG მაცივარი

BERG-ის მაცივრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია. ფირმას გერმანული ფესვები აქვს, მისი დასახელება ბერგის საჰერცოგოდან მოდის, რომელიც შუა საუკუნეებში არსებობდა.

ევროპელ და აზიურ დიდ მწარმოებლებთან თანამშრომლობით კომპანიამ შეძლო დაბალი ფასებისა და უმაღლესი ხარისხის სინთეზი შეეთავაზებინა საკუთარი მომხმარებელებისათვის, რომლის პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა უკვე ჩვენი ონლაინ მაღაზიაშიც შეიძლება.

ჩვენთან BERG-ის მაცივრებზე 3 წლიანი ქარხნული გარანტია მოქმედებს, რაც ამ ბრენდის უმაღლესი ხარისხის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია.

HISENSE მაცივარი

HISENSE-ის მაცივრები - ჩინეთში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში მოწინავე სამეულში შედის  და მსოფლიოს 175 სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს გაყიდვებს, მათ შორის საქართველოშიც.

HISENSE-ის მაცივრები ოპტიმალური ვარიანტია მათთვის, ვისაც ყოველდღიურად პროდუქტის შესაძენად მაღაზიებში სიარული არ უყვარს. ჩინური მწარმოებლის მაცივარი საკვებს დიდი ხნის განმავლობაში ინახავს და თავდაპირველ თვისებებს უნარჩუნებს მათ. HISENS-ის ტექნიკის ფასები ხელმისაწვდომია საშუალო შეძლების მომხმარებლისათვის.

ჩინური მწარმოებლის მაცივრების სასარგებლო მოცულობა შესაძლოა 192-და 289 ლიტრამდე აღწევდეს. ზოგიერთ მოდელს გადასაკიდი კარი აქვს, რაც ყოველდღიურ მოხმარებაში მათ უფრო კომპაქტურსა და მოსახერხებელს ხდის.

LIEBHERR მაცივარი

LIEBHERR-ის მაცივრები - 1954 წლიდან გერმანიაში იწარმოება. კომპანია ფასის ხარჯზე ხარისხის შემცირებას არ ცდილობს და მისი პროდუქცია ისევე როგორც 50 წლის წინ, როცა კომპანია დაარსდა, გერმანიის ქალაქ ოქსენჰაუზენში კეთდება.

LIEBHERR წელიწადში მილიონამდე მაცივარს უშვებს. მისი მოდელები სხვადასხვა ზომებით გამოირჩევიან - კომპანია აწარმოებს როგორც ვიწრო და კომპაქტურ მოწყობილობებს პატარა სამზარეულოებისთვის, ასევე მასიურ მაცივრებს, რომლებშიც დიდი ოჯახისთვის სამყოფი პროდუქტის განთავსება არის შესაძლებელი.

LIEBHERR-ის წარმოებული მაცივრების 80%-ზე მეტი ენერგოეფექტურ მოდელების A++-ის კატეგორიას განეკუთვნებიან.

INDESIT მაცივარი

INDESIT-ის მაცივრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების სფეროში, შედარებით ახალი ბრენდია. ამის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო მსოფლიო პოპულარობის მოპოვება. "ახალი ევროპის არჩევანი"- ასე ახასიათებენ INDESIT-ის მწარმოებლები საკუთარ ტექნიკას. მისი ეფექტური, მარტივი და მოსახერხებელი კონსტრუქცია უამრავ დროს დაგიზოგავთ და მაცივრის მოხმარებას გაგიადვილებთ.

Indesit Forma - ასე ეწოდება INDESIT-ის მაცივრების ახალ ხაზს. მაცივრების კონსტრუქცია ამართლებს სახელს. ახალი მოდელების ელასტიური დიზაინი განსაკუთრებულ იერს აძლევს მათ, ხოლო კარებების "ტალღისებური" ფორმა დიზაინერული მიღწევების ერთ-ერთი უკანასკნელი სიტყვაა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში.

Hotpoint-Ariston მაცივარი

Hotpoint-ARISTON-ის მაცივრები - მხოლოდ ამ ბრენდისთვის დამახასიათებელი დიზაინით გამოირჩევიან. მათ გარეგნული გაფორმება შეიძლება ასეც დახასიათდეს - ლაკონური და ფუნქციური "ჰაიტეკი".

Hotpoint-ARISTON-ის მაცივარი სამზარეულოს ინტერიერს აბსოლუტურად გამორჩეულს გახდის. კომპანია სხვადასხვა ფერის მაცივრებს უშვებს: თეთრსა და შავს პრიალა ზედაპირით, მოვერცხლისფროსა და ანტარციტიფერს, ასევე უჟანგავი ფერისას, რომელიც შესაბამისი ლითონის მასალისგან მზადდება.

Hotpoint-ARISTON-ის მაცივრებს მსოფლიოში ცნობილი იტალიური კომპანია, ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი Indesit Company უშვებს. იტალიური ტექნიკის დიზაინერული ტრადიციები მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მისაბაძი მაგალითია, რაც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ Hotpoint-ARISTON-ის მაცივრების თანამედროვე ინტერიერი და მათი ტექნიკური მხარე ერთიმეორეს სრულებით ჰარმონიულად ერწყმის.

SHARP მაცივარი

SHARP-ის მაცივრები - იაპონური მულტი-ნაციონალური კომპანიის ტექნიკა სხვადასხვა ფერებში გამოდის. მოწყობილობის შერჩევა თქვენი სახლის ინტერიერის ფერის მიხედვით არის შესაძლებელი. მწარმოებელი სხვადასხვა ზომისა და მახასიათებლების მოწყობილობებს უშვებს. SHARP-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც მაცივრის სხვადასხვა მხარეს გადასაკიდი კარებები შექმნა. (კარების გაღება როგორ მარჯვნიდან ისე მარცხნიდან შეიძლება ისე, რომ მათი სხვა მხარეს გადატანა არ არის საჭირო).

იაპონელი მწარმოებლის მაცივრის მოდელების უმრავლესობა ისეთი ფუნქციებით არიან აღჭურვილი როგორებიცაა: ჰაერის დასუფთავებისა და იონიზაციის სისტემა, მრავალნაკადიანი გაციების სისტემა, ორმაგი ვენტილაცია და გაციების უნიკალური ჰიბრიდული სისტემა.

TOSHIBA მაცივარი

TOSHIBA-ას მაცივრები - პროდუქტებს თავდაპირველ თვისებებს მძლავრი გამაგრილებელი Dual Cooling სისტემისა და ბაქტერიების მოსპობის ორმაგი სისტემის (Hybrid Plasma დაUV Fresh Guard) მეშვეობით უნარჩუნებს, რომელიც მაცივრიდან უსიამოვნო სუნსაც სპობს.

TOSHIBA-ს მოდელები კარგად ინახავენ უმი ხორცისა და თევზის ნაწარმს და გაუყინავ მდგომარეობაში იცავენ მას მიკრობებისაგან. იაპონელი მწარმოებლის მაცივარი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წინასწარ, ერთი კვირით ადრე, უყვართ პროდუქტის მომარაგება.

PANASONIC მაცივარი

PANASONIC-ის მაცივრები - იაპონური კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაციაა, რომელიც უამრავ სხვა ტექნიკასთან ერთად მაცივრებსაც აწარმოებს. ფირმა 1918 წელს წელს დაარსდა და სულ ცოტა ხანში საუკუნე გავა მისი დაარსებიდან.

PANASONIC-ი რამდენიმე სახის მაცივარს აწარმოებს: ორკამერიანი, სამკამერიანი და ხუთკამერიანი.

ორკამერიანი მაცივრები ერგონომიული მოდელებია და საყინულე ქვედა მხარეს არის განლაგებული.

სამკამერიანი მაცივრებს აქვთ ყველა ის ფუნქცია, რაც ორკამერიანებს პლუს კომპრესორი ციფრული ინვერტორით, რომელიც ხმის დაბალ დონესა და პროდუქტის სწრაფ გაყინვას უზრუნველყოფს.

ხუთკამერიანი მოწყობილობები A+-ის კლასის ენერგოეფექტურობით გამოირჩევიან დ ციფრული ინვერტორული კომპრესორი აქვთ, რომელიც მაცივრის ზედა ნაწილშია განთავსებული.

BLOMBER მაცივარი

BLOMBERG-ის მაცივრები - ფირმა გერმანიის ქალაქ ალენში 1883 წელს დაარსდა, ხოლო 2002 წელს იგი თურქულმა კომპანია Arçelik-მა შეიძინე, რომელიც ამავე დროს BEKO-ს ბრენდსაც ფლობს.

ასე ახასიათებს BLOMBERG-ს კომპანიის მთავარი დიზაინერი:

"BLOMBERG-ი კლასიკური გერმანული ხარისხის ნიშანია. კომპანიამ პოპულარობა და აღიარება საიმედოობითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მოიპოვა, რომელიც ყველასთვის გასაგებ გერმანული დიზაინით არის გადმოცემული. BLOMBERG-ი თავის თავში სიზუსტეს, სიმეტრიასა და მოხმარების სიმარტივეს მოიცავს. მაცივარს მისი გარეგნობა მომხიბვლელობასა და ემოციურ მუხტს სძენს, ხოლო ყველა ჩვენი დიზაინერული გადაწყვეტილება მომხმარებლის ინტერესებითა და მოთხოვნილებებით არის ნაკარნახები."

 

DAEWOO მაცივარი

DAEWOO-ის მაცივრები - კორეული ფირმის მაცივრები ეკონომ კლასის მოწყობილობებს განეკუთვნებიან. ისინი საკმაოდ ტევადია და ფასიც საკმაოდ მისაღები აქვთ, თუმცა, ეს მათი ერთადერთი ღირსება არ გახლავთ.

სხ. კორეული მწარმოებლის პროდუქცია პრაქტიკული დიზაინითა და თანამედროვე ფუნქციებით არის აღჭურვილი. კომპანია აწარმოებს როგორც კომპაქტური მაცივრების მოდელებს პატარა სამზარეულოებში დასადგმელად, ისე ფართო მოცულობის მოწყობილობებს დიდი ოჯახებისთვის, რომლებსაც პროდუქტის წინასწარ მომარაგება ურჩევნიათ.

კომპანია DAEWOO ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. სხ. კორეული ფირმა პირველი იყო, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ვერცხლის ნანო ფილტრიანი ანტიბაქტერიული მოწყობილობა დანერგა, რომელიც მუდამ ცირკულირებს და ბაქტერიებს სპობს.

LG მაცივარი

LG-ის მაცივრები - ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის გემოვნებას დააკმაყოფილებს. მის ასორტიმენტში ისეთი მოდელები არის შესული, რომლებიც სტუდიური ბინებისთვისაც გამოდგებიან და ისეთებიც, რომლებიც დიდი სახლისთვის არის განკუთვნილი.

სხ. კორეული კომპანია თითქმის ნახევარი საუკუნეა რაც მაცივრებს აწარმოებს - პირველი მოდელები (Goldstar-ის სახელით) 1965 წელს გამოვიდნენ, ხოლო 90-იანი წლებში კომპანიის რებრენდინგი მოხდა და ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია.

ამჟამად LG-ი ორკამერიანი მაცივრების წარმოების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. კომპანია სოლიდურ ორკარიან (side-by-side) და სამკარიან მოცულობით მაცივრებს უშვებს. LG-ის მაცივრებს ფერთა დიდი ასორტიმენტი აქვთ, ასე რომ მათი შერჩევა სახლის ინტერიერის მიხედვით შეიძლება.

BOSCH მაცივარი

BOSCH-ის მაცივრები - მუდამ ლიდერობენ მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურებების რეიტინგებში, ხოლო პროფესიონალი ტექნიკის მიმომხილველები მუდამ ხაზს უსვამენ გერმანული ტექნიკის საიმედოობას, თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვასა და ელეგანტურ დიზაინს.

როცა არჩევანს BOSCH-ის მაცივარზე აკეთებთ, თქვენ ფულს საკუთარ კომფორტში აბანდებთ და იძენთ მაცივარს, რომელიც წლების და შესაძლოა ათწლეულების განმავლობაშიც უპრობლემოდ მოგემსახურებათ.

BOSCH-ის მაცივრების ასორტიმენტი ძალიან ფართოა: კომპანია უშვებს როგორც ერთკარიან, ისე ორკარიან (side-by-side), ერთი ან ორ კომპრესორით, ცალკე მდგომსა და ჩასაშენებელ, კომპაქტური სათავსოებით აღჭურვილ პრემიუმ კლასის მოდელებს.

გერმანული კომპანიის წარმოების მდიდარი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ეხმარება მას მომხმარებელზე გათვლილი პროდუქცია შექმნას და კლიენტების მოსაზიდად სულაც არ სჭირდება სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკების გამოყენება.

HANSA მაცივარი

HANSA-ის მაცივრები - ბრენდი თანამედროვე ევროპული ტიპის ქარხნებში მზადდება, რომლის ხარისხიც ISO-ს სხვადასხვა სერთიფიკატებით დასტურდება. მაცივრების ფართო ასორტიმენტი მომხმარებელს სასურველი მოდელის შერჩევის საშუალებას აძლევს: მინი-მაცივრები აგარაკებისა და ოფისებისთვის გამოდგება, შედარებით მცირე ზომის მაცივრები პატარა სამზარეულოს ერგებიან, ხოლო "ოჯახური" ტიპის მაცივრები დიდი რაოდენობის პროდუქტის შენახვისა და გაყინვის საშუალებას იძლევიან. HANSA ჩასაშენებელ მოდელებსაც უშვებს, რაც ფართის ეკონომიის შესაძლებლობას მოგცემთ.

HANSA-ს თითქმის ყველა მოდელის მაცივარს გადასაკიდი კარი აქვს ჩამონტაჟებული. ასევე, კამერის შიდა კედლებს ანტიბაქტერიული საფარი აქვთ, რაც პროდუქტებს ბაქტერიებისგან იცავს.

ILITEK მაცივარი

ILITEK-ის მაცივრები - ქართული ფირმა ILITEK-ი ერთ-ერთი წარმატებული, ინოვაციური, დინამიურად განვითარებადი კომპანიაა ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში. კომპანიის მაღალკვალიფიციური გუნდი ყოველდღიურად ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები და საქართველოს ბაზარს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ტექნიკა, მისაღებ ფასად, სრული გარანტიით.

ILITEK-ის მაცივრები ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ ტექნიკის მაღაზიასა თუ ჰიპერმარკეტში და სხვა ფირმის ბრენდებთან შედარებით ბევრად იაფი ღირს. ქართული მწარმოებლის მაცივრები თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით თქვენს ცხოვრებას უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

ISM მაცივარი

ISM-ის მაცივრები - კომპანია 1986 წელს თურქეთში დაფუძნდა და ძირითადად მინიბარების წარმოებაზე არის ორიენტირებული. 1995 წლისათვის კომპანია თუქრული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და დღესდღეობით მის 10%-ს იკავებს.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ხარისხმა კომპანიის მიერ წარმოებული მაცივრების პოპულარობა განსაზღვრა და დღესდღეობით ISM-ის მინიბარის მაცივრებს ისეთი ცნობილი სასტუმროების ნომრებში შეხვდებით როგორებიცაა - Marriott, Hilton, Sheraton, Radisson, Jumeirah, Accor, Holiday Inn, Crowne Plaza, Rotana და სხვა.

MOBICOOL მაცივარი

MOBICOOL-ის მაცივრები - თანამედროვე თერმოელექტრული ავტომობილის პერსონალური მაცივრების ახალი თაობის წარმომადგენელია.

მაღალი სიმძლავრე, სატარებლად მოსახერხებელი და სიგრილის დიდხან შენარჩუნების შესაძლებლობა MOBICOOL-ს სხვა მწარმოებლებისგან გამოარჩევს. პორტატულ მაცივარს გაგრილების ორმაგი სისტემა აქვს და მისი წაღება ყველგან შეიძლება: პლიაჟზე, პიკნიკზე ან აგარაკზე.

MIDEA მაცივარი

MIDEA-ს მაცივრები - კომპანიის დასახელება "MIDEA" ჩინურიდან ითარგმნება როგორც "მშვენიერი, მომხიბლავი". დასახელება არა მარტო ფონეტიკურად არის ლამაზი, არამედ იგი ჩინური კომპანიის ბრენდს ყველაზე ზუსტად ახასიათებს. მსოფლიო ბაზარზე გასვლის შემდეგ დასახელების ტრანსფორმირება მოხდა როგორც "My Idea" (ინგლისურიდან ითარგმნება როგორც "ჩემი იდეა").

ჰარმონიულობა - MIDEA-ს ბრენდისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი ცნებაა. მის ფუნდამენტში ფირმის მთლიანი კონცეფცია არის ჩაშენებული. ჩინური მწარმოებლის მაცივრები მარავალფუნქციურობით, უმაღლესი ხარისხითა და დეხვეწილი დიზაინით გამოირჩევიან.

MIDEA-ს თანამედროვე  მაცივრების მაქსიმალური ტენიანობა შესაძლოა 80%-მდე ავიდეს, რაც No Frost მაცივრებზე 50%-ით მეტია. ეს სიახლე გაუმჯობესებული გაციების, გაყინვისა და ჰაერის მიმოქცევის სიტემების ხარჯზე არის მიღწეული. MIDEA-ს კონდიციონერები ხმის დაბალი დონით გამოირჩევიან. ჰაერის თანაბარი გადანაწილების სისტემა მაშინაც კი მუშაობს, როცა მაცივარი გამორთულია და პროდუქტებს უვნებლად ინარჩუნებს. 

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებული სხვა მიმოხილვები მაცივრების შესახებ:

ჩვენს მაღაზიაში არსებული ყველა მაცივრის ერთად ნახვა კი შეგიძლია აქ - მაცივრების განყოფილებაში.

ჩვენს მაღაზაიში არსებული მაცივრების ყველა ბრენდი


მაცივარი BEKO მაცივარი SAMSUNG მაცივარი <br />HITACHI კონდიციონერი MIDEA MFS2-36AR
მაცივარი
BEKO
მაცივარი
SAMSUNG
მაცივარი
HITACHI
მაცივარი
BERG

მაცივარი HISENSE მაცივარი LIEBHERR მაცივარი INDESIT მაცივარი HOTPOINT ARISTON
მაცივარი
HISENSE
მაცივარი
LIEBHERR
მაცივარი
INDESIT
მაცივარი
HOTPOINT ARISTON

მაცივარი SHARP მაცივარი TOSHIBA მაცივარი PANASONIC მაცივარი <br />BLOMBERG
მაცივარი
SHARP
მაცივარი
TOSHIBA
მაცივარი
PANASONIC
მაცივარი
BLOMBERG

მაცივარი DAEWOO მაცივარი LG მაცივარი BOSCH მაცივარი HANSA
მაცივარი
DAEWOO
მაცივარი
LG
მაცივარი
BOSCH
მაცივარი
HANSA

მაცივარი ILITEK მაცივარი ISM მაცივარი MOBICOOL მაცივარი MIDEA
მაცივარი
ILITEK
მაცივარი
ISM
მაცივარი
MOBICOOL
მაცივარი
MIDEA
ზევით