არ არის გაყიდვაში

რითი განსხვავდებიან NO FROST-ისა და წვეთოვანი სისტემის მაცივრები ერთმანეთისგან?


ჩვენი ონლიან მაღაზიის მომხმარებლები ხშირად სვამენ კითხვას:

რით განსხვავდებიან No Frost და წვეთოვანი სისტემით აღჭურვილი მაცივრები ერთმანეთისგან და რომლის შეძენა სჯობს?

შევეცდებით თქვენ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაგცეთ და გთავაზობთ სტატიას - No Frost-ისა და წვეთოვანი მაცივრების ურთიერთშედარება.

წვეთოვანი სისტემის მაცივრები - ამ სისტემის მოწყობილობებში ამაორთქლებელი მაცივრის უკანა ნაწილშია მოთავსებული. იგი მოწყობილობის უკანა კედელზე გაციების თანაბრად გადანაწილებას უზრუნველყოფს და წარმოქმნის კონდენსატს - წყლის წვეთებს, რომლებიც სპეციალურ კონტეინერში ნელ-ნელა ჩაედინება. მაცივრის გვერდითი კედლები მშრალად ნარჩუნდება, ხოლო კომპრესორის აქტიური მუშაობის შემთხვევაში, კონდენსატი იყინება და ყინული წარმოქმნება.

ტექნოლოგია No Frost-ის მაცივრები (ინგლ. No Frost - ყინულის გარეშე) - ამ მოდელებს განსხვავებული მუშაობის პრინციპი აქვთ. ისევე როგორც წვეთოვანში, გაციება კომპრესორისა და ამაორთქლებლის მეშვეობით ხორციელდება, თუმცა, ტემპერატურის განაწილება სპეციალური ჩამალული ვენტილატორებით ხდება, რომლებიც ჰაერის მუდმივ ცირკულაციას უზრუნველყოფენ. ამ პროცესში მაცივრის უკანა კედელი მაინც იყინება, მაგრამ ბევრად უმნიშვნელოდ, ვიდრე ეს წვეთოვან სისტემებში ხდება.

ნორმალური ექსპლუატაციის შემთხვევაში, თანამედროვე მაცივრების გალღობა წლის განმავლობაში 2-ჯერ ან 3-ჯერ არის რეკომენდირებული. ეს No Frost-ის სისტემებს არ ეხება, თუმცა, ჰიგიენური ნორმების დასაცავად და ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სასურველია წელიწადში ერთხელ მათი გამოწმენდა (ესეც ექსპლუატაციაზეა დამოკიდებული). ეს პროცედურა იმავე ეფექტს იძლევა, რასაც წვეთოვანი მაცივრების გალღობა.

No Frost-სა და წვეთოვანი სისტემების შედარების ცხრილი

No Frost-ისა და წვეთოვანი სიტემების დადებითი და უარყოფითი მხარეების თვალსაჩინოდ სპეციალური ცხრილის ნახვა შეიძლება:

დადებითი მხარეები

წვეთოვანი No Frost
ხელმისაწვდომი ფასი მაცივრების არსებულ ყველა სხვა სისტემებს შორის ყველაზე ნაკლებ მოვლას საჭიროებს
ფართო ასორტიმენტი ტემპერატურის თანაბარი გადანაწილება
დიდი მოცულობის შიდა კამერა როგორც მაცივრის, ისე საყინულის განყოფილებაში ერთდროული მუშაობის შესაძლებლობა
ელქტროენერგიის ეკონომიურად ხარჯვა ტემპერატურის სწრაფად აღდგენის შესაძლებლობა
ხმადაბალი მუშაობის რეჟიმი მაცივრის უკანა კედელზე კონდენსატის ფაქტობრივად არარსებობა

უარყოფითი მხარეები

წვეთოვანი No Frost
წვეთოვანი სისტემა საყინულის კამერაში არ მუშაობს No Frost-ის მაცივრები დიდი ტევადობით არ გამოირჩევიან
მაცივრის უკანა კედელზე მუდმივად წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც იყინება (შემდეგ ისევ დნება) უფრო ძვირი ღირს
არსებული ტემპერატურის აღდგენას დიდ დროს ანდომებს მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს
ხშირად გალღობას საჭიროებს
მაცივრის ქვედა ნაწილში ტემპერატურა ზედა ნაწილისაგან 2-5 °C -ით შეიძლება განსხვავდებოდეს

მითები No Frost-ის მაცივრების შესახებ

No Frost მაცივრების შესახებ უამრავი ჭორი და არასწორი ინფორმაცია არის გავრცელებული. აქ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ:

  1. 1. ჯანმრთელობისთვის მავნებელი - ამბობენ რომ No Frost სისტემა
    მაცივრები No frost, წვეთოვანი სისტემები
    No Frost-ი დიდხანს
    ინახავს ახალ პროდუქტებს
    განსაკუთრებულ ფრეონზე მუშაობს, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება! ამ სისტემაში ისეთივე ფრეონი გამოიყენება, როგორიც წვეთოვან მაცივრებში და სრულებით უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
  2. 2. აშრობს პროდუქტებს - ეს სანახევროდ სიმართლეა. საქმე ის არის, რომ ჰაერის მუდმივი ცირკულაცია დაჭრილი ბოსტნეულის, ხილის ან პურის მალე გამოშრობას იწვევს. დაუჭრელი პროდუქტები კი პირიქით - უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე წვეთოვანი სისტემის მაცივრებში.

იმედია, ეს მიმოხილვა სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში მაცივრების ფართო ასორტიმენტი და ფასთა მრავალფეროვნებაა. მათი დათვალიერება ქვემოთ თანდართულ ბმულებეზე შეგიძლიათ.

 

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებული სხვა მიმოხილვები მაცივრების შესახებ:

 

მაცივრები


მაცივრების კატალოგი No Frost სისტემა, მაცივრები წვეთოვანი სისტმა,მაცივრები
მაცივრების
მთლიანი კატალოგი
No Frost სისტემა,
მაცივრები
წვეთოვანი სისტემა,
მაცივრები
ზევით