არ არის გაყიდვაში

Lenovo Yoga Tab 2 Pro - ადაპტირებადი მრავალფუნქციური ტაბლეტი


თანამედროვე პლანშეტი ერგონომიული უნდა იყოს და ადამიანის ფიზიოლოგიას უნდა შეესაბამებოდეს. მსგავსი მოწყობილობის შესაქმნელად გამბედაობაა საჭირო - ყველაფერი, რაც აქამდე შექმნილა, გვერდით უნდა გადადო და მთელი აქცენტი ნამდვილად საჭირო ფუნქციებზე გადაიტანო.

ასე მოიქცა ჩინური ტექნოლოგიურიო გიგანტი, ბოლო წლების კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვების მსოფლიო ლიდერი - კომპანია LENOVO. მათ მთლიანად გადაიაზრეს პლანშეტური კომპიუტერების შექმნის ტექნოლოგია და მსოფლიოს Lenovo Yoga Tablet 2 Pro შესთავაზეს.

რევოლუციური ცილინდრული კორპუსი

Lenovo Yoga Tab 2 Pro - ადაპტირებადი მრავალფუნქციური ტაბლეტი

Yoga Tablet 2 Pro-ს მოხერხებულობისა და ფუნქციონალურობის სრულყოფამ, პლანშეტური კომპიუტერები ახალ საფეხურზე აიყვანა.

ცილინდრი - ეს არის ფორმა, რომელიც თავად ბუნებამ შექმნა. ოდესღაც ჩვენი წინაპრები გადასაადგილებლად ხის ტოტებს ეჭიდებოდნენ, შემდეგ მიწაზე დაეშვნენ და ჯოხი აიღეს ხელში, რომლისგანაც შუბი შექმნეს. ათასი წლის შემდეგ შუბის ცილინდრული ფორმა საჰაერო ხომალდების საჭის შესაქმნელად გამოიყენეს. საბოლოოდ ათას წლიანმა ტრანსფორმირების პროცესმა კომპიუტერულ ტექნოლოგიებშიც ჰპოვა ასახვა და ცილინდრული პლანშეტიც შეიქმნა.

ადამიანის ხელზე მორგებული დიზაინი

Yoga 2 Pro-ს დასახასიათებლად სიტყვები მის სრულ არსს ვერ გადმოსცემენ. Yoga Tablet 2 Pro პლანშეტის ხელში დაჭერაა საჭირო და თავად მიხვდებით ყველაფერს.

მოწყობილობის გარე პანელის ყველა კონტური ადამიანის ხელის ფორმაზეა მორგებული და ამას იგრძნობთ კიდეც, როცა პლანშეტს შეეხებით. სიმძიმის ცენტრი ხელის გულისკენ არის დახრილი. ამის წყალობით ისედაც მსუბუქი პლანშეტი უფრო მჩატე ხდება.

პლანშეტის გასაშლელი კორპუსი

Lenovo Yoga Tablet 2 Pro-ს ცილინდრში გასაშლელი ღერძია ჩამონტაჟებული. მისი გაშლის შემდეგ პლანშეტი ვერტიკალურ კონსოლად გარდაიქმნება. Yoga კომფორტულად მოთავსება როგორც მაგიდაზე, ისე თქვენს მუხლებზეც.

ერგონომიული დიზაინი

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში პლანშეტი ერგონომიულ კლავიატურად გარდაიქმნება. მოძრავი ღერძის წყალობით პლანშეტის დახრის კუთხე ადვილად რეგულირდება, რაც ნებისმიერ სიტუაციაში მაქსიმალურ მოხერხებულობას უზრუნველყოფს.

ღერძის მთლიანად, 180 გრადუსით გაშლის შემდეგ Lenovo Yoga Tablet 2 Pro ჩამოსაკიდ მოწყობილობად გადაიქცევა, რომლის ჩამოდება ნებისმიერ საგანზე შეიძლება.

ავტონომიური მუშაობის რეჟიმი

Lenovo Yoga Tab 2 Pro - ადაპტირებადი მრავალფუნქციური ტაბლეტ

ერთი წუთი გეომეტრიასაც დავუთმოთ. ზედა ნაწილის ფართისა და მოცულობის თანაფარდობის გათვალისწინებით, ცილინდრი ყველაზე ოპტიმალური ფიგურაა. იგი გარეგნულად პატარა, თუმცა, მის შიგნით ბევრად მეთი ეტევა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

LENOVO-ს ინჟინერებმა ეს უპირატესობა გამოიყენეს და პლანშეტის კორპუსში ლითიუმ-იონური (LI-Ion) 9 600 mAh-ის სიმძლავრის ელემენტო მოათავსეს, რომელიც კომპიუტერის 18 საათიან უწყვეტი მუშაობის რეჟიმს უზრუნველყოფს.

სახლის კინო-თეატრი

Lenovo Yoga Tablet 2 Pro არამარტო პლანშეტი, არამედ ნამდვილი კინო-თეატრიცაა, რომელიც სულ რაღაც 950 გრამს იწონის. მის ცილინდრში პროექტორიცაა მოთავსებული.

ერთი შეხედვით პროექტორის პატარა ლინზას 127 სანტიმეტრიანი დიაგონალის სურათის 2 მეტრში გადაცემა შეუძლია. მნიშვნელობა არა აქვს პრეზენტაციას აწყობთ თუ ფილმს უყურებთ, პროექტორი 4 საათი უწვეტ რეჟიმში იმუშავებს.

ხმის დახვეწილი აუდიო სისტემა

მნიშვნელოვანია ხმის ფაქტორიც. LENOVO-ს ცილინდრში ლეგენდარული ამერიკული კომპანიის James Bullough Lansing-ის (JBL) დინამიკები და საბვუფერი არის ჩამონტაჟებული, რაც თქვენს გარშემო იდეალურ აკუსტიკას ქმნის. Wolfson Master Hi-Fi-ის აუდიო-ჩიპი და Dolby-ის სისტემა კი უმაღლესი ხარისხის ხმას უზრუნველყოფას.

ტექნიკური მახასიათებლები

Ultra HD ეკრანი

Yoga Tab 2 Pro 13,3 დუიმიანი QHD დისპლეი (2560 x 1440) უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას იძლევა. LENOVO-ს IPS ტექნოლოგიით 179°-იანი დახრის კუთხიდან ყურებისას პლანშეტის ეკრანი მკვეთრ ფერებს მაინც შეინარჩუნებს.

Lenovo Yoga Tab 2 Pro - ადაპტირებადი მრავალფუნქციური ტაბლეტ

კავშირის ფართო შესაძლებლობები

Yoga Tab 2-ს ორდიაპაზონაიანი Wi-Fi-ის მეშვეობით ინტერნეტთან სტაბილურ კავშირს დიდ მანძილზეც უზრუნველყოფს.

დახვეწილი უკანა კამერა

8 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა F2.2 დიაფრაგმიანი ობიექტივით, სინათლის ამრეკლი შუშითა და BSI 2 სენსორით ძალიან ხარისხიანი სურათების გადაღების შესაძლებლობას გაძლევთ.

ჩვენ შევეცადეთ, რომ Lenovo Yoga Tablet 2 Pro-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის. ალბათ, ერთი სული გაქვთ, რომ ეს ტექნიკის საოცრება ხელში მოიგდოთ და მას უფრო ახლოდან "გაეცნოთ".

კომპიუტერული მოწყობილობის ტექნიკურ მონაცემებსა და მახასიათებლების დეტალურ აღწერას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ - Lenovo Yoga Tablet 2 Pro.

ზევით