არ არის გაყიდვაში

MIDEA-ს კონდიციონერები - ხელმისაწვდომ ფასად

Midea კონდიციონერები
MIDEA-ს კონდიციონრები
ხელმისაწვდომი ფასი

ონლაინ მაღაზია Be.Ge კლიმატური ტექნიკის მიმოხილვათა ციკლს განაგრძობს. ამ სტატიაში MIDEA-ს კონდიციონერების ძირითად ფუნქციებსა და მახასიათებლებზე ვისაუბრებთ. ჩინური კომპანია MIDEA კლიმატური ტექნიკის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. კონდიციონერების წარმოება ფირმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

კომპანიის დასახელება "MIDEA" ჩინურიდან ითარგმნება როგორც "მშვენიერი, მომხიბლავი". დასახელება არა მარტო ფონეტიკურად არის ლამაზი, არამედ იგი ჩინური კომპანიის ბრენდს ყველაზე ზუსტად ახასიათებს. მსოფლიო ბაზარზე გასვლის შემდეგ დასახელების ტრანსფორმირება მოხდა როგორც "My Idea" (ინგლისურიდან ითარგმნება როგორც "ჩემი იდეა").

ჰარმონიულობა - MIDEA-ს ბრენდისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი ცნებაა. მის ფუნდამენტში ფირმის მთლიანი კონცეფცია არის ჩაშენებული. ჩინური მწარმოებლის კონდიციონერები მარავალფუნქციურობით, უმაღლესი ხარისხითა და დეხვეწილი დიზაინით გამოირჩევიან.

მაღალტექნოლოგიური წარმოება და ხარისხის კონტროლი

Midea კონდიციონერები
მაღალტექნოლოგიური წარმოება
MIDEA-ს ქარხანა - ჩინეთი

MIDEA-ს საკუთარი დიზაინერული ცენტრი და ელექტრონიკის განყოფილება აქვს, რომელიც მოწყობილობის კომპრესორებისა და ძრავების შექმნაზე მუშაობს.

MIDEA-ს კონდიციონერების წარმოების მთლიანი პროცესი მოდელის საწყისი კონცეფციიდან დაწყებული და დიზაინის შექმნით დამთავრებული, კომპანიის ხარისხის მართვის განყოფილების ზედამხედვბელობას გადის.

საქმისადმი სკულპულოზურმა მიდგომამ და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებამ MIDEA კონდიციონერების მსოფლიო გაყიდვების ერთ-ერთ მოწინავე კომპანიად აქცია.

MIDEA-ს კონდიციონერები თანამედროვე ტექნოლოგიის, ფუნქციურობის, საიმედოობისა და ხელმისაწვდომი ფასების თანაფარდობაა. იგი ზაფხულის გაუსაძლის სიცხეს თავიდან აგარიდებთ და სახლში კომფორტულ კლიმატურ გარემოს შეგიქმნით.

ენერგოეფექტურობა

ინვერტორული ტექნოლოგია

MIDEA-ს ინვერტორული სპლიტ-სისტემები ხმის დაბალი დონით, ტემპერატურის სიზუსტითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევიან. ციფრული ინვერტორი ჩვეულებრივ სისტემებთან შედარებით 30%-ით ნაკლებ ელექტროენერეგიას მოიხმარს.

ენერგოკრედიტი

Midea კონდიციონერები
ენერგოეფექტურობა

ინეტრნეტ მაღაზია Be.Ge ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი, ენერგოკრედიტის მხარდაჭერით ჩვენს მაღაზიაში არსებულ MIDEA-ს ენერგოეფექტურ კონდიციონერებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ - ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

წარმადობა

MIDEA-ს კონდიციონერებს სხვადასხვა სიმძლავრე აქვთ და 10-დან 100 მ2 -მდე ფართობის შენობებში ტემპერატურის დარეგულირება შეუძლიათ. ჰაერის გათბობა-გაგრილების გარდა მათ ვენტილაციისა და ჰაერის გამოშრობის რეჟიმებიც აქვთ.

MIDEA-ს მოდელების უმრავლესობა ექსკლუზიური დიზაინითა და მრავალფუნქციურობით გამოირჩევიან. ჩინური ფირმის კლიმატური ტექნიკა მონაცემების მაჩვენებელი დისპლეით და მუშაობის სხვადასხვა რეჟიმებით არის აღჭურვილი:

  • • TURBO რეჟიმი - სწრაფი გათბობა/გაგრილება;
  • • AUTO რეჟიმი - ტემპერატურის ავტომატური რეგულირება;
  • • DEFROST - გალღობის ჭკვიანი რეჟიმი, რომელსაც მიკროპროცესორი აკონტროლბს;
  • • TIMER - ტაიმერით შესაძლებელია ტემპერატურის კონტროლი მაშინაც კი, როცა შენობაში არ იმყოფებით. მისი მეშვეობით, უახლოეს 24 საათის განმავლობაში ტექნიკის პარამეტრების და საჭირო რეჟიმების კონფიგურაცია შეიძლება;

Fresco Tech-ის ფილტრი

MIDEA-ს სპლიტ-სისტემების დიდი ნაწილს Fresco Tech-ის ფილტრები უყენია. ამ ტექნოლოგიის საფუძველზე სპეციალურ ფილტრაციის სისტემა შეიქმნა, რომელიც ჰაერს წმენდს.

ფილტრი Silver Ion

ვერცხლის იონების გენერატორის მეშვეობით Silver Ion-ის ფილტრი ჰაერის დაწმენდას და ბაქტერიებისგან გასუფთავებას უზრუნველყოფს.

ნახშირის ფილტრი

MIDEA-ს ნახშირის ფილტრი ამიაკის სუნს (NH3) აჩერებს და ფორმალდეჰიდს (НСНО), ჯანმრთელობისთვის საშიშ გაზს, ანეიტრალებს.

Midea კონდიციონერები
ფილტრაციის დახვეწილი სისტემა

ბიო-ფილტრი

ბიო-ფილტრი მტვრის წვრილ ნაწილაკებს აკავებს და ფილტრზე წასმული ფერმენტის წყალობით მიკროორგანიზმებს ანადგურებს.

პლაზმური ფილტრი

პლაზმური ფილტრში ელექტრომაგნიტური ველის გენერირება ხდება და მასში გამავალი ჰაერი იონიზირდება, რაც დაბინძურების 95%-ს წმენდს. ფილტრი C ვიტამინს გამოყოფს, რაც კანს არბილებს და სტრესის მიმართ ორგანიზმის იმუნიტეტს ზრდის.

ჰაერის იონიზატორი უარყოფითად დამუხტული იონებს წარმოქმნის და ბაქტერიებს ანეიტრალებს. ერთ წამში დაახლობით ერთი მილიარდი ანიონის გენერირება ხდება, რომლებიც ოთახს მთლიანად ავსებენ და მტვრის ნაწილაკებს იატაკზე "აკრავენ". ანიონების ასევე ხელს უშლიან ინფექციების წარმოქმნას.

MIDEA-ს კონდიციონერების ტიპები

კოლონური სპლიტ-სისტემები

MIDEA-ს კოლონური სპლიტ სისტემების კონდიციონერების მთავარი უპირატესობა მაღალი წარმადობაა. მათი სიმძლავრე 380 W-ზეა გათვლილი. ისინი ორიგინალური კონსტრუქციის ტენებით არიან აღჭურვილი, რაც ოთახის ეფექტურ გათბობასა და კომპრესორის კარტერის, რომელიც ფაზური მონიტორითა და მრავალფუნქციური LCD დისპლეით არის აჭურვილი, გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

Midea კონდიციონერები
MIDEA-ს კონდიციონერები
არჩევანის მრავალფეროვნება

კედლის სპლიტ სისტემები

MIDEA-ს კედლის სპლიტ სისტემები თანამედროვე დიზაინითა და ერგონომიული მართვის პანელით გამოირჩევიან. მათ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ჟალუზები აქვთ ჩამონატაჟებული. ასევე, დამატებითი დაცვის სისტემები უყენიათ, რომელიც მოწყობილობას კონდენსატის გაჟონვისაგან იცავს.

კასეტური კონდიციონერები

MIDEA-ს კასეტურ კონდიციონერებს ჰაერის გამტარის ცხაურის ახალი დიზაინი და მრავალფუქნციური მართვის პანელი აქვთ. მათ მაღალი წარმადობის, უხამაურო 3D ვენტილატორი და კონდენსატის გაჟონვისგან დავის ორმაგი სისტემა უყენიათ.

არხული სპლიტ სისტემები

MIDEA-ს არხული სპლიტ სისტემების მოდელები ხმაურის დაბალი დონითა და ჰაერის დაწმენდის უმაღლესი სისტემით გამოირჩევიან. ამ მოდელების სამი სხვადასხვა სერია არსებობს: დაბალი წნევის (10 Pa-მდე), საშუალო წნევის (90 Pa-მდე) და მაღალი წნევის (310 Pa-მდე).

ხელმისაწვდომი ფასი

MIDEA-ს კონდიციონერების ფასი კლიმატური ტექნიკის აღჭურვილობაზე, ფუნქციებსა და სიმძლავრეზეა დამოკიდებული. თუ შედარებით იაფფასიანი კონდიციონერი გესაჭიროებათ აგარაკისთვის, რომლის გამოყენებას მხოლოდ ზაფხულობით აპირებთ, ფანჯრის მონობლოკის შეძენა შეგიძლიათ.

სპლიტ სისტემებით აღჭურვილი კონდიციონერები უმოკლეს დროში ოპტიმალური მიკროკლიმატის შექმნის შესაძლებლობას იძლევიან.

კოლონური სპლიტ-სისტემები შედარებით ძვირი ღირს, თუმცა იგი მაინც ხელმისაწვდომია. თუ ოფისისთვის ან სავაჭრო ფართისთვის კასეტური ან არხული სპლიტ-სისტემის შეძენა გსურთ, მაშინ ფასი შედარებით მაღალი იქნება, თუმცა, თითოეული გადახდილი ლარის სანაცვლოდ, MIDEA-ს კლიმატური ტექნოლოგიის უმაღლეს ხარისხს მიიღებთ.

ჩვენს მაღაზიაში არსებული MIDEA-ს კონდიციონერების ყველა მოდელის ერთად ნახვა შეგიძლიათ აქ: MIDEA-ს კონდიციონერების განყოფილებაში...

MIDEA-ის კონდიციონერების პოპულარული მოდელები

კონდიციონერი MIDEA MS12F-18HRN1 ION კონდიციონერი MIDEA MS12FU-12HRFN1-QRD0GW კონდიციონერი MIDEA MS12F-24HRN1 ION
კონდიციონერი
MIDEA MS12F-18HRN1 ION
კონდიციონერი
MIDEA MS12FU-12HRFN1-QRD0GW
კონდიციონერი
MIDEA MS12F-24HRN1 ION



კონდიციონერი MIDEA MCC-48HR კონდიციონერი MIDEA MFS2-36AR კონდიციონერი MIDEA MHC-48HW
კონდიციონერი
MIDEA MCC-48HR
კონდიციონერი
MIDEA MFS2-36AR
კონდიციონერი
MIDEA MHC-48HW
ზევით