არ არის გაყიდვაში

LG-ის კონდიციონერები ერგონომიული დიზაინით

LG-ის კონდიციონერები
LG-ის კონდიციონერები
დახვეწილი სტილი და ერგონომიული დიზაინი

2000-ანი წლების დასაწყისში კონდიციონერები მწარმოებლები არც კი ფიქრობდნენ მოწყობილობის შიდა ბლოკის გარეგნულ მხარესა და ერგონომიულ დიზაინზე. მათთვის მთავარ კრიტერიუმებად კონდიციონერის გამართული და საიმედო მუშაობა იყო. დროთა განმავლობაში თანამედროვე კლიმატური ტექნიკის ბაზარმა ყველა მათგანი აიძულა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინება, რამაც კლიმატური ტექნიკის ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გაზარდა.

LG Electronics-ი მომხმარებლისათვის კომფორტული და ერგონომიული კონდიციონერების შექმნას დიდ დროსა და ძალისხმევას უთმობს. LG-ის ინჟინერები დარწმუნებული არიან რომ კონდიციონერი არამარტო გაგრილება-გათბობის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, არამედ მომხმარებლის ცხოვრებაში დამატებითი კომფორტი უნდა შეჰქონდეს.

ონლაინ მაღაზია Be.ge კლიმატური ტექნიკის მიმოხილვათა ციკლს განაგრძობს. ამ სტატიაში შევეცდებით LG-ის კონდიციონერების ძირითად ფუნქციებსა და მახასიათებლებზე ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ.

უხმაურო მუშაობა

LG-ის სპეციალისტებმა კონდიციონერის შიდა ბლოკის ვენტილატორის სპეციალური კონსტრუქცია, Skew Fan შექმნეს,

კონდიციონერების მონტაჟი
უხმაურო მუშაობა და
ენერგოეფექტურობა
რაც ჰაერის აეროდინამიკურ წინაღობისა და შენობაში ხმაურის 40%-ით შემცირების საშუალებას იძლევა.

 

ტექნოლოგია Skew Fan-ისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეების მეშვეობით, დღის რეჟიმში კონდიციონერის ხმაური 19 დეციბელს, ხოლო ღამის რეჟიმში - 17 დეციბელს არ აღემატება.

ენერგოეფექტურობა

LG-ის კონდიციონერების სამბირთვიანმა თბო-მარეგულირებელმა და შიდა ბლოკის მოდიფიცირებულმა ვენტილატორმა მოწყობილობის ენერგოეფექტურობაც გაზარდა. კონდიციონერის გარე ბლოკზე ორ-როტორიანი კომპრესორია დამონტაჟებული. როცა სისტემა ავტომატურად არასრულ დატვირთვის მუშაობის რეჟიმზე გადადის, კომპრესორი დაბალ დატირთვებზე მომუშავე კლიმატური ტექნიკის რეფრაგენტს უკეთ პრესავს და აუმჯობესებს მის ენერგოეფექტურობას.

ინვერტორული ტექნოლოგიებმა შესაძლებებელი გახადეს, რომ კონდიციონერიოს ელექტროენერგიის საშუალო ხარჯი საათში 450 ვატს არ აღემატებოდეს, რაც ჩვეულებრივი კომპიუტერის ხარჯზე 100 ვატით მეტია.

ინეტრნეტ მაღაზია Be.ge ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი, ენერგოკრედიტის მხარდაჭერით ჩვენს მაღაზიაში არსებულ LG-ის ენერგოეფექტურ კონდიციონერებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ - ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

LG ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე

LG-იმ ბაქტერიებისა და ალერგიის წინააღმდეგ ბრძოლის მახასიათებლების გასაუმჯობესებლად, კომპანია 3M-ის დახმარებით, ფილტრის სპეციალური საფარი შეიმუშვა. ახალი ფილტრი, Plasmaster Cyclotron 3M-ი კომპლექსური წმენდის სიტემით გამოირჩევა და დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკებს ანეიტრალებს.

LG-ის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მათ მიერ შემუშავებული ახალი ფილტრი Plasmaster Cyclotron 3M ბაქტერიების 99%-ს ათი წუთის განმავლობაში სპობს.

ფილტრი ეფექტურია მიკრობებთან საბრძოლველად და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დასახელებულ სამი ყველაზე საშიში დაავადებიდან ერთ-ერთის - ტუბერკულიოზის გამომწვევ ბაქტერიებსაც ადვილად უმკლავდება.

LG-ის კონდიციონერები
LG-ის ჰაერის გაწმენდის სისტემა

თვითწმედის ფუნქცია

თვითწმენდის ფუნქცია გათბობის სისტემიდან გამოყოფილ ჰაერს აშრობს, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, ოთახს ტენიანობისგან იცავს და უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს.

მონტაჟი

კონდიციონერი ყველფერში და ყველასათვის კომფორტული უნდა იყოს. LG -ის კლიმატური ტექნიკა იმითაც გამოირჩევა, რომ ადვილია მისი მონტაჟი და შემდგომი ექსპლუატაცია. მაგალითად: კონდიციონერის მილის მისაერთებელი ჩვეულებრივი მოდელების ზომასთან შედარებით 46%-ით არის გაზრდილი, ხოლო მოსახსნელი ქვედა პანელი მის გამოსუფთავებასა და შემდგომ მომსახურებას ამარტივებს.

მონტაჟის შესეხებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს წინა სტატიაში - კონდიციონერების მონტაჟი ხარისხიანად და ენერგოეფექტურად.

LG-ის ყველა მოდელის ერთად ნახვა კი შეგიძლიათ აქ: LG-ის კონდიციონერების განყოფილებაში...

LG-ის კონდიციონერები


კონდიციონერი LG G12LH კონდიციონერი LG G12LHK კონდიციონერი LG S126GH
კონდიციონერი
LG G12LH
კონდიციონერი
LG G12LHK
კონდიციონერი
LG S126GH
ზევით