არ არის გაყიდვაში

SAMSUNG-ის კონდიციონერები - ეკოლოგიურად სუფთა გარემოს გარანტი 

SAMSUNG-ის კონდიციონერები
გამორჩეული დიზაინითა და ჰაერის გაწმენდის უნიკალური სისტემით

SAMSUNG-ის კონცერნი 70 წელიწადზე მეტია რაც ტექნოლოგიების ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის ინტერესების სფეროში ისეთი დარგები შედის როგორებიცაა: ციფრული ტექნოლოგიები, სამშენებლო ინდუსტრია, ქიმიური წარმოება და მედიცინა.

SAMSUNG-ის პირველი კონდიციონერები გაყიდვაში 1980 წელს გამოვიდა. მას შემდეგ გამუდმებით იხვეწებოდა მათი წარმოების ტექნოლოგია. დღესდღეობით სხ. კორეული გიგანტი საყოფაცხოვრებო ციფრული ტექნოლოგიების წარმოების ერთ-ერთ ლიდერია და კონდიციონერების შესაქმნელად ნანო ტექნოლოგიებსა და ამ სფეროში წამყვანი სპეციალისტების გამოცდილებას აქტიურად იყენებს.

SAMSUNG-ის კონდიციონერები გამორჩეული დიზაინითა და ჰაერის დაწმენდის უნიკალური სისტემით გამოირჩევიან. მისაღები ფასები და გამართული მექანიზმი მომხამრებლისთვის უფრო მიმზიდველ ხდის სხ. კორეული გიგანტის ტექნიკას.

ონლაინ მაღაზია Be.ge კლიმატური ტექნიკის მიმოხილვათა ციკლს განაგრძობს. ამ სტატიაში შევეცდებით ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ SAMSUNG -ის კონდიციონერების შესახებ, მათი მოხამრების წესებსა და მახასიათებლებზე.

ჰაერის ფილტრაციის სისტემა

თანამედროვე სამყაროში სუფთა ჰაერის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას. კლიმატური ტექნიკის მწარმოებელი ყველა წამყვანი კომპანია, მუშაობს მის გადასაჭრელად. წამყვანი ინჟინერებისა და ნანო ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევების გამოყენებით, SAMSUNG-მა შეძლო უმაღლესი კლასის ფილტრაციის სისტემით აღჭურვილი კონდიციონერები შეეთავაზებინა საკუთარი მომხმარებლისათვის. ჰაერის დასუფთავება თანამედროვე ტექნოლოგიებისა გაუმჯობესების ხარჯზე გახდა შესაძლებელი. ამან მინიმუმადე დაიყვანა კონდიციონერების უარყოფითი გავლენა გარემოზე.

სისტემა BIOnizer

კონდიციონერების მონტაჟი
Full HD ფილტრი
მტვერს, ბაქტერიებსა და უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს

ქალაქის ჰაერი, რომელიც მტვრითა და მანქანის გამონაბოლქვით არის დაბინძურებული, უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. SAMSUNG-ის BIOnizer-ის სისტემა მტვრის მიკრონაწილაკებს და უსიამოვნო სუნს ანიონის სპეციალური ფილტრის მეშვეობით ანეიტრალებს.

ანიონების გენერატორი

უარყოფითად დამუხტული იონები ჰაერში მყოფ ბაქტერიებს ანეიტრალებენ. ერთ წამში დაახლობით 1,2 მილიარდი ანიონის გენერირება ხდება, რომლებიც ოთახს მთლიანად ავსებენ და მტვრის ნაწილაკებს იატაკზე "აკრავენ". ანიონების ასევე ხელს უშლიან ჰაერში ინფექციების წარმოქმნას.

ბიოფილტრი

კონდიციონერის შიდა ფილტრი, რომელსაც უნიკალური ანტიბაქტერიული შემადგენლობა აქვს, მტვრის ნაწილაკებს იზიდავს და ანეიტრალებს.

Full HD ფილტრი

მსგავს ფილტრებსაც იგივე დანიშნულება აქვთ, რაც SAMSUNG-ის სხვა ფილტრებს - მტვრის, ბაქტერიებისა და უსიამოვნო სუნის განეიტრალება. მისი გაწმენდა იოლია, რადგან წყალში ირეცხება.

ეკოლოგიურად სუფთა

როგორც უკვე ავღნიშნეთ, SAMSUNG-ი გამუდმებით ხვეწს საკუთარ ტექნოლოგიებს და დიდ ძალისხმევას ახმარს იმას რომ მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შესთავაზოს.

თანამედროვე SAMSUNG-ის კონდიციონერებში ეკეოლიგიურად სუფთა რეფრეგენტს გამოიყენება, რაც ჰაერს ასუფთავებს და, ამავე დრო, ზღუდავს ისეთი მასალების გამოყნებას, რაც გლობალურ დათბობას უწყობს ხელს.

ენერგოეფექტურობა

კონდიციონერების მონტაჟი
ინვერტორული ტექნოლოგიის გამოყენებით
ენერგოეფექტურობა 50%-ს აღწევს

ენერგო მიწოდების უნიკალური ტექნოლოგიები და ციფრული ინვერტორი ელექტროენერგიის ხარჯს ამცირებს. SAMSUNG -ის თანამედროვე სპლიტ-სისტემის კონდიციონერები ტემპერატურის სტაბილურობასა და გარემოსთან მის ავტომატურ ადაპტირებას უზრუველყოფენ.

ციფრული ინვერტორიანი კონდიციონერები ჩვეულებრივი მოდელებისაგან სმარტ სისტემით გამოირჩევიან და ელექტროენერგიის ხარჯს დაახლოებით ორჯერ ამცირებენ. ამ სისტემის მეშვეობით, შიდა ბლოკი ფაქტობრივად უხმაუროდ მუშაობს. (დაახლოებით 20 დბ.).

ინეტრნეტ მაღაზია BE.GE ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი, ენერგოკრედიტის მხარდაჭერით ჩვენს მაღაზიაში არსებულ SAMSUNG-ის ენერგოეფექტურ კონდიციონერებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ - ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

კომფორტული ძილი

SAMSUNG-ის კონდიციონერებს კომფორტული ძილის, Good Sleep-ის ფუნქცია აქვთ. ტემპერატურის ზუსტი კონტროლი და გამოშრობის სისტემა თავიდან აგარიდებთ სინესტეს. Good Sleep-ი იდეალურ პირობებს შეგიქმნით ძილისათვის.

"კომფორტული ძილის" რეჟიმში კონდიციონერი ელექტროენერგიის 36%-ის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

სამმაგი დაცვის ტექნოლოგია

ძრავის დაცვა

გადატვირთვისგან დაცვის სპეციალური ტექნოლოგია ძლიერი სიცხის პირობებში კონდიციონერის გამართული მუშაობისთვის არის შემუშავებული. იგი სწრაფად აციებს შენობას და მომხმარებლისთვის მაქსიმალურ კომფორტს ქმნის.

ძაბვის კონტროლი

SAMSUNG-ის ციფრული ძაბვის კონტროლიორი არასტაბილურ ძაბვას ავტომატურად არეგულირებს და მოწყობილობის წყობიდან გამოსვლას თავიდან აგარიდებთ. იგი 80-დან 400 ვატამდე ელექტროენერგიის ცვალებადობაზეა გათვლილი.

ანტიკოროზიული დაცვა

დროთა განმავლობაში კონდიციონერების შიდა ნაწილები ჟანგდება და მალევე ფუჭდება. სხ. კორეული ფირმა მსგავს გაუმართაობებს დიდ ყურადღებას უთმობს. SAMSUNG-ის კონდიციონერის შიდა ფირფიტები დაფარულია სპეციალური ანტიკოროზიული საფარით, Fin Protector-ით.

ტემპერატურის კონტროლი და კომფორტული გარემო

ხანგძლივი ექსპლუატაცია

სისტემაში ინტეგრირებული თვითწმენდის რეჟიმი კონდიციონერის გამორთვის შემდეგ სპეციალური ვენტილატორი მოწყობილობის შიდა ბლოკს აშრობს, რაც თავიდან აგარიდებთ ობობის ქსელისა და სოკოს წარმოქმნას.

დაცვის სპეციალური სიტემა, რომელიც კომპანია SAMSUNG-ის მიერ არის შემუშავებული, საიმედოობის მაგალითია. გაგრილების სისტემის - Engine protector-ი, ძაბვის კონტროლის -Controller Protector და უნიკალური ანტიკოროზიული საფარის - Fin Protector-ის კომბინაცია, კლიმატურ ტექნიკის გამართულ მუშაობას, ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და დაწმენდილი ჰაერის ნაკადის უწყვეტ მოწოდებას უზრუნველყოფს.

ონლაინ მაღაზია Be.ge-ში SAMSUNG-ის კონდიციონერების ფართო ასორტიმენტია. მათი შერჩევა, ონლაინ ან განვადებით ყიდვა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ. თუ  ჩვენს მაღაზიაში არსებული სხვა კლიმატური ტექნიკის ბრენდებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, მაშინ იხილეთ  ჩვენი წინა სტატიები კონდიციონერებზე:

SAMSUNG-ის ყველა მოდელის ერთად ნახვა შეგიძლიათ აქ: SAMSUNG-ის კონდიციონერების განყოფილებაში...

SAMSUNG-ის კონდიციონერების პოპულარული მოდელები


კონდიციონერი SAMSUNG AQ09UGF კონდიციონერი SAMSUNG AQ12TFDNSER კონდიციონერი SAMSUNG AQ12UGEN
კონდიციონერი
SAMSUNG AQ09UGF
კონდიციონერი
SAMSUNG AQ12TFDNSER
კონდიციონერი
SAMSUNG AQ12UGEN



კონდიციონერი SAMSUNG AQ18EANSER/AQ18EAXSER კონდიციონერი SAMSUNG AQ12UGF კონდიციონერი SAMSUNG AQV09PSDNSER
კონდიციონერი
SAMSUNG AQ18EANSER/AQ18EAXSER
კონდიციონერი
SAMSUNG AQ12UGF
კონდიციონერი
SAMSUNG AQV09PSDNSER
ზევით