არ არის გაყიდვაში

PANASONIC-ის კონდიციონერები - ჰაერის ფილტრაციის თანამედროვე სისტემით

PANASONIC-ის კონდიციონერები

ონლაინ მაღაზია Be.ge კლიმატური ტექნიკის მიმოხილვების ციკლს PANASONIC-ის განხილვით განაგრძობს და სრულყოფილ სტატიას გთავაზობთ იაპონური ტექნოგიგანტის კონდიციონერების ინოვაციებზე, ფუნქციურ მაჩვენებლებსა და მახასიათებლებზე.

Matsushita Electric Industrial Co, Ltd მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა კლიმატური ტექნიკის წარმოების სფეროში. იგი ცნობილია ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ბრენდებით როგორებიცაა Panasonic, National, Technics და Quasar, რომლებიც ამ სფეროში მსოფლიო ტოპ ათეულში შედიან.

სავაჭრო ბრენდი PANASONIC-ი უფრო მეტია, ვიდრე ფართოდ ცნობილი საფირმო ნიშანი. იაპონური მწარმოებელი მუდამ ასოცირდებოდა ხარისხთან, მრავალფეროვნებასთან, ინოვაციებთან და წარმოების უდიდეს გამოცდილებასთან (Matsushita Electric Industrial Co, Ltd-ი კონდიციონერებს 1957 წლიდან აწარმოებს).

PANASONIC-ის სპლიტ-სისტემის კონდიციონერები ეფექტურობით, ხმაურის დაბალი დონითა და მრავალფუნქციურობით გამოირჩევიან, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. PANASONIC-ის ძირითადი პრინციპი და მუშაობის კონცეფცია გარემოზე ზრუნვას ემყარება. მისი კონდიციონერების ახალი მოდელები მაღალი ენერგოეფექტურობით და ექსპლუატაციის ხანგრძლივობით გამოირჩევიან.

ენერგოეფექტურობა

PANASONIC-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ინვერტორულ ტექნოლოგიაზე გადასვლაა. კომპანია ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს ხარჯავს ეკოლოგიის დასაცავად. ამ მხრივ იგი მუდამ ცდილობს საკუთარი მოდელების გაუმჯობესებას.

ინვერტორული ტექნოლოგიები ელექტროენერგიის ეკონომიურად ხარჯვასთან არის დაკავშირებული. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით კონდიციონერი მუშაობის მინიმალურ სიმძლავრეზე გადადის მას შემდეგ, რაც ჰაერს გაათბობს ან გააგრილებს. ამ შემთხვევაში, ზოგიერთი PANASONIC-ის მოდელის ელექტროენერგიის ეკონომიურობა 50%-ს აღწევს.

PANASONIC-ის კონდიციონერები
ინვერტორული ტექნოლოგიის გამოყენებით
ენერგოეფექტურობა 50%-ს აღწევს

ინვერტორული სისტემა ზუსტად განსაზღვრავს შენობის შიგნით მიმდინარე ტემპერატურის ცვლილებას, სწრაფად რეაგირებს და ასტაბილურებს თქვენს მიერ დაყენებული ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით. PANASONIC-ის კონდიციონერების სიმძლავრის დიაპაზონი 0.8-დან 6.7 kWt-მდეა. ასეთი შედეგების მიღწევა ციფრული ინვერტორული ტექნოლოგიების ხარჯზე გახდა შესაძლებელი.

ინეტრნეტ მაღაზია BE.GE ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი, ენერგოკრედიტის მხარდაჭერით ჩვენს მაღაზიაში არსებულ PANASONIC-ის ენერგოეფექტურ კონდიციონერებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

PANASONIC-ის კონდიციონერების ძირითადი ფუნქციები და მახასიათებლები

  • ვენტილატორის ავტომატური მართვის რეჟიმი დაბალ, მაღალ და საშუალო სიჩქარეებთან ერთად კონდიციონერს ვენტილატორის ავტომატური მუშაობის ფუნქცია აქვს. შენობის ტემპერატურის მიხედვით, იგი ვენტილატორის სიჩქარეს ავტომატურად არეგულირებს.
  • მუშაობის ავტომატურად განახლების ფუნქცია ელეტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში კონდიციონერი იმავე რეჟიმში განაახლებს მუშაობას.
  • გამოშრობის ფუნქცია ნესტიან ამინდებში გამოშრობის ფუნქცია ოთახში კომფორტულ გარემოს ქმნის.
  • ავტომატური გადართვა შენობაში შექმნილი ტემპერატურის მიხედვით, PANASONIC-ის კონდიციონერი ავტომატურად არეგულირებს ცივი და თბილი ჰაერის მიწოდებას.
  • უსიამოვნო სუნის აღმოფხვრა ჩართვის დრო კონდიციონერი არ გამოყოფს უსიამოვნი სუნს. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩართვის მომენტში ვენტილატორი არ მუშაობს მანამ, სანამ უსიამოვნო სუნი არ განეიტრალდება.
  • PANASONIC-ის კონდიციონერები
    ანტიკოროზიული საფარი
  • პანელის მოხსნის და გარეცხვის შესაძლებლობა კონდიციონერის წინა პანელის გასუფთავება მარტივად ხდება, რადგან კორპუსიდან ადვილად იხსნება და მისი გარეცხვა შესაძლებელია.
  • ჰაერის ნაკადის მიმართულების მართვა (ზევით/ქვემოთ) კონდიციონერის პირებს ზევით ან ქვემოთ მოძრაობის შესაძლებლობა აქვთ, რაც შენობაში ჰაერს თანაბარად ანაწილებს. ასევე, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დიტსანციურად, პულტით დაარეგულიროთ ჰაერის ნაკადის მიმართულება.
  • ჰაერის ცირკულაციის რეჟიმი იმისათვის რომ შენობის ყველა ნაწილში თანაბარი ტემპერატურა შენარჩუნდეს, PANASONIC-ის კონდიციონერებს ჰაერის თანაბარი ცირკულაციის ფუნქცია აქვთ.
  • ავტომატური მუშაობის რეჟიმი თუ Automatic Operation-ის ღილაკს დააჭერთ, კონდიციონერი Intake Air Sensor-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავტომატურად დაარეგულირებს ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის დონეს.
  • Blue Fin-ის კონდენსატორი კონდენსატორის ფირფიტებს სპეციალური ცისფერი საფარი აქვთ, რაც კოროზიისგან იცავს მათ, რომელსაც წყალი, ჰაერი და სხვა აქტიური ელემენტები წარმოქმნის.
  • დისტანციური მართვის პულტი მოხმარების გასამარტივებლად პულტის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ღილაკების ზომა გაზრდილია. თხევადკრისტალური დისპლეი ადვილად იკითხება, რომ ოჯახის ყველა წევრმა იოლად შეძლოს მათი გამოყენება.

ჰაერის გასუფთავების სისტემა

აქტიური იონები (E-ion) სენსორული პატრულის სისტემის მეშვეობით, 24 საათი განმავლობაში აკონტროლებენ ჰაერის დაბინძურების ხარისხს. ჰაერის სისუფთავე კონდიციონერის როგორც ჩართვისას, ისე გამორთვისას მოწმდება. როცა სენსორი მის დაბინძურებას აღმოაჩენს, მყისიერად გაწმენდის სისტემას რთავს.

PANASONIC-ის კონდიციონერები
PANASONIC-ის ჰაერის დასუფთავების სისტემის
მუშაობის მექანიზმი

სრული კონტროლი

მნიშვნელობა არა აქვს ჩართულია თუ გამორთული კონდიციონერი, სენსორი მუდამ ამოწმებს ჰაერს სისუფთავეს. თუ დაბინძურება დაშვებულ ნორმას აღემატება, დასუფთავების რეჟიმი ავტომატურად ირთვება. სენსორულ პატრულს სიგარეტის კვამლის, საჭმლის, ოფლის, ნაგვისა და შინაური ცხოველების სუნის დაფიქსირება შეუძლია. სენსორული პატრული სიგარეტის კვამლის დაფიქსირებიდან 2 წუთის შემდეგ აქტივირდება. მუშაობის პროცესში ცისფერი ინდიკატორი ინთება.M

აქტიური იონები E-ion

უარყოფითად დამუხტული იონები ჰაერში მყოფ ბაქტერიებს ანეიტრალებენ. ამ პროცესში ოთახს დაახლოებით 3 ტრილიონი უარყოფითად დამუხტული იონი ავსებს და მთლიანად ასუფთავებს ჰაერს.

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში PANASONIC-ის კონდიციონერების ფართო ასორტიმენტია. მათი შერჩევა, ონლაინ ან განვადებით ყიდვა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ. თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ ჩვენს მაღაზიაში არსებული სხვა კლიმატური ტექნიკის ბრენდებზე, მაშინ იხილეთ ჩვენი წინა სტატიები - BEKO-ს კონდიციონერები - ძირითადი ფუნქციები და მახასიათებლები და GREE-ს კონდიციონერები - მსოფლიო გაყიდვების ლიდერი.

PANASONIC-ის ყველა მოდელის ერთად ნახვა შეგიძლიათ აქ: PANASONIC-ის კონდიციონერების განყოფილებაში...

PANASONIC-ის კონდიციონერების პოპულარული მოდელები


კონდიციონერი PANASONIC CS/CU-E15RKDW კონდიციონერი PANASONIC CS/CU PW24MKD კონდიციონერი PANASONIC CS/CU-W12NKD
კონდიციონერი
PANASONIC CS/CU-E15RKDW
კონდიციონერი
PANASONIC CS/CU PW24MKD
კონდიციონერი
PANASONIC CS/CU-W12NKD



კონდიციონერი PANASONIC CS/CUPW18MKD კონდიციონერი PANASONIC CS/CU-HE12QKD კონდიციონერი PANASONIC CS/CU-E24RKDW
კონდიციონერი
PANASONIC CS/CUPW18MKD
კონდიციონერი
PANASONIC CS/CU-HE12QKD
კონდიციონერი
PANASONIC CS/CU-E24RKDW
ზევით