არ არის გაყიდვაში

GREE-ს კონდიციონერები - მსოფლიო გაყიდვების ლიდერი

Gree კონდიციონერები
GREE-ს კონდიციონრები
კლიმატური ტექნიკის მსოფლიო გაყიდვების ლიდერი

ონლაინ მაღაზია Be.ge განაგრძობს კლიმატური ტექნიკის მიმოხილვების ციკლს და ამჯერად კონდიციონერების წარმოებაში ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიის - GREE-ს კლიმატური ტექნიკის მიმოხილვას გთავაზობთ.

სავაჭრო მარკა GREE-ს ისტორია 1991 წელს ჩინეთში დაიწყო. მისი დასახელება ჩინური ფესვებიდან მოდის და ქართულად ითარგმნება როგორც "ძალის ან ძალაუფლების მქონე". 20 წლის განმავლობაში კომპანია GREE Electric Appliances Inc. პატარა პროვინციული კოოპერატივიდან მსოფლიოს წამყვან კომპანიად იქცა. უკანსაკნელი მონაცემებით, კლიმატური ტექნიკის ბაზარზე GREE-ი ყველაზე დიდი მწარმოებელია და მსოფლიოში გამოშვებული ყოველი სამი კონდიციონერიდან ერთ-ერთი GREE-ს ქარხნებშია აწყობილი.

ჩვენს მაღაზიის GREE-ის კონდიციონერების განყოფილებაში განსხვავებული ფუნქციების, ფორმებისა და დიზაინის მოდელების შერჩევა შეიძლება. ჩინური გიგანტი კლიმატური ტექნიკის სხვადასხვა ტიპის მოდელებს აწარმოებს. მათ შორისაა:

GREE-ს კლიმატური ტექნიკის მოდელები იმხელა მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, რომ ტექნიკის ფასი ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ხარისხის გარანტია

კონდიციონერების მონტაჟი
ხარისხის გარანტია
GREE-ს ერთ-ერთი ქარხანა - ჟუნჰაი, ჩინეთი

კონდიციონერების ჩინური მწარმოებლის პროდუქცია უმაღლესი ხარისხის სტანდარტს შეესაბამება. ეს იმითაც მტკიცდება, რომ კომპანიას ისეთი ცნობილი და პოპულარული ბრენდები ანდობენ თავიანთი ტექნიკის აწყობას როგორებიც არიან: PANASONIC, DAIKIN, YORK, MITSUBISHI HEAVY, CARIER, SANYO და სხვა.

კონდიციონერების აწყობა მხოლოდ იაპონურ და GREE-ს ლაბორატორიებში დანერგილი და აპრობირებული დაპატენტებული ტექნოლოგიებით ხდება. კომპანიის პროდუქცია კარდინალურად განსხვავდება ჩინეთში წარმოებული პროდუქციისაგან.

გამორჩეული დიზაინი

პირველი, რაც თვალში გვხვდება, ეს GREE-ს გამორჩეული დიზაინია. მოდელების საიმედოობა, უდიდესი ასორტიმენტი, უნიკალური დიზაინი და მსოფლიო წამყვანი ტექნოლოგიების გამოყენება GREE-ს კლიმატური ტექნიკის სამარკო ნიშანია.

კონდიციონერებს მოსახერხებელი და კომპაქტური ამაორთქლებელი უყენიათ, რაც შიდა ბლოკის ზომას მნიშვნელოვნად ამცირებს და, ამავდროულად, შენობის გაციებისა და გათბობის მაღალეფექტურობას ინარჩუნებს.

ნახშირის ფილტრი

კონდიციონერების მონტაჟი
გამორჩეული დიზაინი

ჩინური მწარმოებლის კონდიციონერებს ნახშირის ფილტრი უყენიათ, რაც მთლიანად შთანთქავს უსიამოვნო სუნს და მტვრის ყველაზე წვრილ ნაწილაკებს აკავებს.

სითბური სისტემა

GREE-ს კლიმატური ტექნიკის გარე ბლოკებს მაღალი ხარისხის სითბური სიტემა აქვთ. ამის წყალობით ენერგიის აკუმულირება სწრაფად ხდება.

სენსორული კონტროლი

GREE-ს ჭკვიანი ტექნოლოგიები აღჭურვილია სენსორული კონტროლის მექანიზმით. კონდიციონერი ავტომატურად ირთვება თუ შენობაში ადამიანს აფიქსირებს. თუ ოთახში არავინაა კონდიციონერი ეკონომიური მუშაობის რეჟიმში გადადის. (ეს ფუნქცია ერთ-ერთი უკანასკნელი ნოვაციაა, რომელიც GREE-მ დანერგა).

AirFlow

ჰაერის ნაკადის ეფექტური მიმოქცევის სიტემა AirFlow კონდიციონერის ხარისხიანი და შეუფერხებელი მუშაობის გარანტიაა.

ენერგოეფექტურობა

ჩვეულებრივი კონდიციონერები დაახლოებით 18 EER-ს (Energy Efficiency Ratio) ხარჯავს. GREE-ს ეს მაჩვენებელი შესაძლოა 27 EER-ი იყოს. ეს მიიღწევა შენობის კონკრეტული ზონების გათბობის ან გაციების სენსორული სისტემის ხარჯზე. როგორც აღვნიშნეთ, ამ ფუნქციის მეშვეობით, როცა შენობაში არავინ არის, კონდიციონერი ეკონომიური მუშაობის რეჟიმში ავტომატურად გადადის.

GREE-ის ახალი მოდელები თანამედროვე რეფრაგენტს იყენებენ, რომელიც ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.

ინეტრნეტ მაღაზია BE.GE ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი ენერგოკრედიტის მხარდაჭერით ჩვენს მაღაზიაში არსებულ GREE-ს ენერგოეფექტურ კონდიციონერებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

GREE-ს ენერგოეფექტური კონდიციონერები

ინვერტორული ტექნოლოგია

GREE-ს თანამედროვე ინვერტორი ისე არის შექმნილი, რომ თქვენი ელექტროენერგიის ხარჯი 65%-მდე შეამციროს და, ამავდოულად, მუშაობის უმაღლესი სტანდარტი შეინარჩუნოს.

კომპანია GREE-ს ქარხნები აჭღურვილია თანამედროვე კლიმატური ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევებით. პროდუქციის წარმოება მიმდინარეობს დევიზით "შევქმნათ სრულყოფილი პროდუქტი".

Gree-ს ახალი პროგრამა - Global Quality Control ხარისხის სამმაგ კონტროლს უზრუნველყოფს:

  • • ყველა თანამშრომელი, ვინც კონდიციონერის აწყობაში ღებულობს მონაწილეობას, ტესირებას გადის;
  • • ტექნოლოგია ზედმიწევნით არის დაცული;
  • • ყველა კონდიციონერი, რომელიც კონვეირიდან ჩამოდის, ტესტირებას თავიდან გადის;

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, GREE-ს კლიმატური ტექნიკის საიმედოობა და უმაღლესი ხარისხი მთელ მსოფლიოშია აღიარებული.

GREE-ს ყველა მოდელის ერთად ნახვა შეგიძლიათ აქ: GREE-ს კონდიციონერების განყოფილებაში...

GREE-ს კონდიციონერების პოპულარული მოდელები


კონდიციონერი GREE BEE PLASMA 07 GWH07NA-K1NNB3A კონდიციონერი GREE CHANGE ARCTIC GWH09KF-K3DNA5B კონდიციონერი GREE COOLING BAY GVA60AD-M3NNA2A
კონდიციონერი
GREE BEE PLASMA 07
კონდიციონერი
GREE CHANGE ARCTIC
კონდიციონერი
GREE COOLING BAY



კონდიციონერი GREE U-MATCH GFH60K3BI კონდიციონერი GREE U-MATCH GKH36K3BI კონდიციონერი GREE U-MATCH GTH48K3BI
კონდიციონერი
GREE U-MATCH
კონდიციონერი
GREE U-MATCH GKH36K3BI
კონდიციონერი
GREE U-MATCH GTH48K3BI
ზევით