არ არის გაყიდვაში

BEKO-ს კონდიციონერები - ძირითადი ფუნქციები და მახასიათებლები

შენობის მიკროკლიმატი, რომელშიც დღის დიდ ნაწილს ვატარებთ, აუმჯობესებს განწყობას და უფრო შრომისუნარიანს გვხდის. ბევრად სასიამოვნოა სუფთა ჰაერსა და ნორმალურ ტემპერატურაზე ყოფნა, ვიდრე ზედმეტად გამთბარ, ან პირიქით - ზედმეტად გაციებულ შენობაში მუშაობა, ან დასვენება. თუ მსგავს პრობლემას გადააწყდით, მაშინ ღირს ახალი კონდიციონერის შეძენაზე დაფიქრება.

წინა სტატიებში - როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი, როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი სახლისთვის და კონდიციონერების მონტაჟი ხარისხიანად და ენერგოეფექტურად, განვიხილეთ კლიმატური ტექნიკის ტიპები და მათი მონტაჟი. ამ სტატიაში კონკრეტულად ერთი მსოფლიო ბრენდის - BEKO-ს კონდიციონერების მიმოხილვას გთავაზობთ.

BEKO-ს კონდიციონერები კლიმატური ტექნიკის საბაზისო სმარტ ტექნოლოგიების მიხედვით იქმნება. მათი შეძენა ინტერნეტ მაღაზია Be.ge-ის BEKO-ს კონდიციონერების განყოფილებაში შეიძლება.

BEKO-ს კონდიციონერების უპირატესობები

ჰაერის ფილტრაციის სისტემა

კონდიციონერების მონტაჟი
Air Flow
  • • ფილტრაციის სისტემა ჰაერის იონიზაციას ახდენს: მტვრის პატარა ნაწილაკებს, კვამლს და სხვადასხვა სუნით გაჟღენთილ ჟანგბადს დადებითად დამუხტულ ნაწილაკებად გადააქცევს და უარყოფითი ენერგიით დამუხტულ ფილტრში ატარებს. ძლიერი ელექტროველი ბაქტერიებს შლის და მთლიანად ანადგურებს. ამავდროულად, ხდება ჰაერის სტერილიზაცია და გასუფთავება.
  • • ნახშირის ფილტრი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიურ ნივთიერებებს ანადგურებს და ხელს უშლის ალერგიის წარმოქნას.
  • • ანტიბაქტერიული ფილტრი მტვრის ყველაზე წვრილ ნაწილაკებს აკავებს და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. იგი ჰაერსაც წმენდს და შენობაში სტაბილურ ტემპერატურას ინარჩუნებს.
  • • თვითწმენდის ფუნქცია გათბობის სისტემიდან გამოყოფილ ჰაერს აშრობს, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას, ოთახს ტენიანობისგან იცავს და სხვადასხვა სუნს ანეიტრალებს.

ჰაერის ნაკადის კონტროლი

  • • ჰაერის ნაკადის კონტროლი 30 წუთის განმავლობაში ოთახის 18 °С-მდე გაგრილების შესაძლებლობას იძლევა. კონდიციონერიდან გამომავალი ნაკადის ოთხ სხვადასხვა მხარეს (ზევით, ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ) მიმართვა შეიძლება, რაც შენობაში ჰაერს თანაბრად ანაწილებს.

კომფორტი

კონდიციონერების მონტაჟი
საიმედო მუშაობა
  • • BEKO-ს კონდიციონერები უხმაურო მუშაობით გამოირჩევიან. ვენტილატორის ფართო დიამეტრი და მის ქვეშ დამონტაჟებული ჰაერის შემავალი სისტემა ხმაურის შემცირებასა და ჰაერის ნაკადის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.
  • • გათბობისა და გაციების რეჟიმების ავტომატური გადართვა თქვენს მიერ მითითებული ტემპერატურის შესაბამისად ხდება.
  • • ჰაერის გამოშრობის დამატებითი ფუნქცია წვიამიან დღეებში, ან ნესტიან შენობებში გამოიყენება.
  • • BEKO-ს კონდიციონერები ჩართვისას თბილ ჰაერს გამოყოფენ და ვენტილატორის მუშაობის სიჩქარე სისტემის ამაორთქლებელზეა დამოკიდებული. როცა ამაორთქლებელი სამუშაო რეჟიმში გადადის, ჰაერის გაციება იწყება.

საიმედო მუშაობა

  • • ანტიკოროზიული დაცვა ხელს უშლის ჟანგის წარმოქმნას ისეთ ადგილებში, სადაც ტენიანობა მაღალია. BEKO-ს კონდიციონერების ალუმინის კონდენსატორს, რომელიც სისტემის გარე ბლოკზეა მოთავსებული, დაჟანგებისგან დამცავი სპეციალური საფარი Gold Fin-ი აქვთ, რომელიც კონდიციონერის ექსპლუატაციის ხანგრძლივობასაც უზრუნველყოფს.
  • • ავტომატური გადართვის ფუნქცია კონდიციონერის ხელახლა ჩართვისას თქვენს მიერ განხორციელებულ უკანასკნელ კონფიგურაციებს იმახსოვრებს და შერჩეულ რეჟიმებში მუშაობს.

ენერგოეფექტურობა

  • ტემპერატურის, შენობის მოცულობისა და ჰაერის ცირკულაციის სიჩქარის მიხედვით, BEKO-ს კონდიციონერები ენერგომოხმარებას ავტომატურად აკონტროლებენ.
  • • ენერგიის მინიმალური მოხმარების რეჟიმი მხოლოდ ინვერტორულ კონდიციონერებში გამოიყენება. ამ ფუნქციით ტემპერატურის ოპტიმალურად რეგულირება და ინვერტორის სიჩქარის გაზრდა შეიძლება, რაც ელექტროენერგიას დაგიზოგავთ.

ინეტრნეტ მაღაზია BE.GE ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი ენერგოკრედიტის მხარდაჭერით ჩვენს მაღაზიაში არსებულ BEKO-ს ენერგოეფექტურ კონდიციონერებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

ინვერტორული ტექნოლოგია

  • სტანდარტულ კონდიციონერებით ოთახში სტაბილური ტემპერატურის შესანარჩუნებლად მათი დროდადრო ჩართვა-გამორთვაა საჭირო. ასეთი მანიპულაციების დროს ზედმეტი ენერგია იხარჯება. BEKO-ს ინვერტორული კონდიციონერების შემთხვევაში ჩართვა-გამორთვის ნაცვლად მოწყობილობის ძრავის მუშაობის რეგულირება ხდება (ინტენსივობის მომატება ან შემცირება), რაც კონდიციონერის ენერგოეფექტურობას განაპირობებს.

BEKO-ს კონდიციონერებს კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა როგორც სახლში, ისე ნებისმიერ სხვა შენობაში შეუძლიათ - სიცხეში აგრილებენ, ხოლო სიცივეში - ათბობენ. მათი შეძენის შემთხვევაში სასურევლ გარემოპირობებს შეუქმნით როგორც საკუთარ თავს, ისე თქვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს.

BEKO-ს ყველა მოდელის ერთად ნახვა შეგიძლიათ აქ: BEKO-ს კონდიციონერების განყოფილებაში...

BEKO-ს კონდიციონერების პოპულარული მოდელები


კონდიციონერი BEKO BXYH 240/241 კონდიციონერი BEKO BXCC 070/071 კონდიციონერი BEKO BK22A 240/241
კონდიციონერი
BEKO BXYH 240/241
კონდიციონერი
BEKO BXCC 070/071
კონდიციონერი
BEKO BK22A 240/241



კონდიციონერი BEKO BKK-09H კონდიციონერი BEKO BFYG 480/481 კონდიციონერი BEKO BFSX 480/481
კონდიციონერი
BEKO BKK-09H
კონდიციონერი
BEKO BFYG 480/481
კონდიციონერი
BEKO BFSX 480/481
ზევით