არ არის გაყიდვაში

კონდიციონერების მონტაჟი ხარისხიანად და ენერგოეფექტურად

კონდიციონერების მონტაჟი
კონდიციონერების სწორი მონტაჟი

ახალი კონდიციონერის შეძენისას შეიძლება მცდარი წარმოდგენა გქონდეთ იმაზე, რომ მოწყობილობის ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი ელექტროენერგიის ხარჯის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნაწილობრივ ეს სიმართლეა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია კონდიციონერის სწორად მონტაჟი, პროცედურა, რომელიც გამოცდილმა პროფესიონალმა უნდა განახორციელოს.

 

სტატიებში როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი და როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი სახლისთვის დეტალურად განვიხილეთ კონდიციონერების ტიპები და მათი დანიშნულება. ამ სტატიაში კი კონდიციონერის სწორად მონტაჟზე გვინდა გავამახვილებოთ თქვენი ყურადღება.

კლიმატური ტექნიკის სწორ მონტაჟზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. კონდიციონერის არასწორად ინსტალაციამ დაახლოებით 30 %-ით შეიძლება შეამციროს კლიმატური ტექნიკის ეფექტური მუშაობა. ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ სრულიად უგულვებელყოფილია მონტაჟის საბაზისო ინსტრუქციები და ამის გამო შემკვეთს კონდიციონერის ელექტროენერეგიის ხარჯზე ზედმეტი ფულის გადახდა უწევს.

მონტაჟის წესები

კონდიციონერის გამართულ და ენერგოეფექტურ მუშაობას ოთხი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

  • • ოთახის ფართი და კონდიციონერის სიმძლავრე ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს;
  • • ჰერემეტულობა უნდა იყოს დაცული;
  • • კონდიციონერს უნდა მიეწოდებოდეს ოპტიმალური ჰაერის ნაკადი (ვენტილაცია);
  • • რეფრაგენტის დონე ნორმას უნდა შეესაბამებოდეს;

ქვემოთ მოცემული დიაგრამაზე დეტალურადაა აღწერილი და თუ რა დანაკარგი და ფინანსური ზარალი შეიძლება მოგადგეთ კონდიციონერის არასწორი ინსტალაციის შემთხვევაში.

კონდიციონერების მონტაჟი, ენერგოეფექტურობა, დიაგრამა

ხარისხიანი მონტაჟის მთავარი ფაქტორები

  • • ოთახის ფართისა და კონდიციონერის სიმძლავრის თანაფარდობა - ოთახის ფართის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ მომხმარებელს მიაჩნია, რომ რაც უფრო მძლავრია კონდიციონერი, მით უკეთ მოემსახურება. ეს მცდარი შეხედულებაა. ორივე კომპონენეტი (ოთახის ფართი + კონდიციონერის სიმძლავრე) თანხვედრაში უნდა იყოს, რადგან ოთახისთვის შეუსაბამო სიმძლავრის კონდიციონერი შეიძლება ხშირად გამოირთოს და ექსპლუატაციიის ვადაზე ადრე წყობიდან გამოვიდეს.

    კონდიციონერის შეძენამდე პროფესიონალის აზრი აუცილებლად მოისმინეთ, რომ მან ფართისა და კლიმატური ტექნიკის თანაფარდობის სწორი კალკულაცია გააკეთოს. უფრო დაწვრილებით თუ როგორ შეარჩიოთ სწორი სიმძლავრეს კონდიციონერი იხილეთ სტატია - როგორ შევარჩიოთ კონდიციონერები სახლისთვის.

  • • ჰერმეტულობა - ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯის თავიდან ასარიდებლად, ოთახი უნდა იყოს ჰერმეტული, რომ კლიმატური ტექნიკის მიერ გამოყოფილი სითბოს ან გრილი ჰაერის გადინება არ მოხდეს. მემონტაჟემ ამ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება.

  • კონდიციონერების მონტაჟი
    Air Flow
  • • ვენტილაცია (Air Flow) - კონდიციონერს ოპტიმალური ჰაერის ნაკადი უნდა მიეწოდებოდეს. ზედმეტი ან მცირე ჰაერის ნაკადის გამო შეიძლება დისკომფორტი შეგექმნათ და ელეტროენერგიის ხარჯი გაგეზარდოთ. მემონტაჟემ ეს პარამეტრიც აუცილებლად უნდა დაარეგულიროს, კონდიციონერის ინსტალაციისას.

  • • მაცივარ აგენტის (რეფრაგენტი) დონე- მაცივარ აგენტი (რეფრაგენტი) სამაცივრო მანქანების მუშა ნივთიერებაა, რომელიც დუღილისას და იზოთერმული გაფართოებისას ართმევს სითბოს გასაცივებელ ობიექტს და შემდეგ შეკუმშვისას გადასცემს მას გასაცივებელ გარემოს კონდენსაციის ხარჯზე (წყალს, ჰაერს და ა. შ.). ძირითად მაცივარ აგენტებს წარმოადგენენ ამიაკი, ფრეონი, გოგირდის ჰექსაფტორიდი და ზოგი ნახშირწყალბადები. კონდიციონერში უნდა იყოს რეფრეგერანტის შესბამისი რაოდენობა. თუ მისი რაოდენობა არასწორადაა გათვლილი, კონდიციონერი ზედმეტ ელექტროენერგიას მოიხმარს და დაატენიანებს ოთახს.

ხარისხიანი მონტაჟის სარგებელი

სასურველია რომ კონდიციონერი მონტაჟი რაც შეიძლება პროფესიონალ და გამოცდილ ხელოსანს მიანდოთ, რაც არასწორი მონტაჟის გამო გამოწვეულ ისეთ ფაქტორებს აგარიდებთ თავიდან როგორებიცაა:

  • • ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯი;
  • • კონდიციონერის სიმძლავრის არასწორი შერჩევა;
  • • კონდიციონერის ნაწილების ხარჯი;
  • • კონდიციონერის დროზე ადრე წყობიდან გამოსვლა;
  • • დისკომფორტი სახლში;

მიანდეთ თქვენი კომფორტი გამოცდილ პროფესიონალს და დარწმუნდით, რომ თქვენი კონდიციონერი სწორად არის დამონატაჟებული.

ინეტრნეტ მაღაზია BE.GE, ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი ენერგოკრედიტის მხარდაჭერით ჩვენს მაღაზიაში არსებულ ენერგოეფექტურ კონდიციონერებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

ქვემოთ წარმოდგენილია კონდიციონერების სხვადასხვა მოდელების კატალოგი, რომლის შეძენა ინტერნეტ მაღაზია Be.ge-ში შეიძლება.

ყველა მოდელის ერთად დასათვალიერებლად ჩვენი მაღაზიის კონდიციონერების განყოფილებაში შებრძანდით და თქვენთვის სასურველი მოწყობილობა შეარჩიეთ.

კონდიციონერები


კონდიციონერების მონტაჟი, კედლის სპლიტ სისტემები კონდიციონერების მონტაჟი, მონობლოკი კონდიციონერების მონტაჟი, კოლონური სპლიტ-სისტემა
კონდიციონერები,
კედლის სპლიტ-სისტემა
კონდიციონერები,
მონობლოკი
კონდიციონერები,
კოლონური სპლიტ-სისტემა



კონდიციონერების მონტაჟი, კასეტური კონდიციონერების მონტაჟი, იატაკი-ჭერის სპლიტ-სისტემა კონდიციონერების მონტაჟი, არხული სპლიტ-სისტემა
კონდიციონერები,
კასეტური
კონდიციონერები,
იატაკი-ჭერის სპლიტ-სისტემა
კონდიციონერები,
არხული სპლიტ-სისტემა
ზევით