არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი სახლისთვის

კონდიციონერები სახლისთვის
კონდიციონერები სახლისთვის

კონდიციონერის გარეშე ძნელია თანამედროვე და კომფორტული სახლის წარმოგენა, რადგან იგი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კლიმატური ტექნიკაა, რომელსაც სახლის პირობებში, სეზონის მიხედვით, თქვენთვის სასურველი გრილი ან თბილის ატმოსფეროს შექმნა შეუძლია.

კონდიციონერების სახლისთვის შერჩევა და შეძენა ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის კონდიციონერების განყოფილებაში არის შესაძლებელი, სადაც არჩევანის მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომი ფასები გელით.

სტატიაში როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი, დეტალურად განვიხილეთ კონდიციონერების ყველა ტიპი, მათი დანიშნულება და კონსტრუქციები. ამ სტატიაში კი კონკრეტულად სახლისთვის განკუთვნილი ჰაერის ვენტილაციის, გათბობისა და კონდიცირების სისტემის შერჩევაზე ვისაუბრებთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ

კონდიციონერების მოვალეობაა 3 ძირითადი ფუნქციის შესრულება:

4G LTE In Georgia
ჰაერის ფილტრაცია
  • • ჰაერის გაგრილება;
  • • ტენიანობის შემცირება;
  • • ჰაერის გაფილტვრა;

ნორმალური ფუნქციონერებისა და გამართულად მუშაობისთვის კონდიციონერის ზომა ოთახთან მიმართებაში, სწორად უნდა იქნას შერჩეული, რომ მან სიგრილე და თქვენთვის კომფორტული გარემოს შენარჩუნება შეძლოს.

უამრავი ტიპისა და ზომის კონდიციონერები არსებობენ და მათი შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • • კონდიციონერის ინსტალაციის ადგილი;
  • • ოთახის ზომა კონდიციონერის ფუნქციურ მაჩვენებლებს უნდა შეესაბამებოდეს;
  • • კონდიციონერის დამატებითი მახასიათებლები;

კონდიციონერის ტიპები

სახლისთვის განკუთვნილი კონდიციონერების 2 ძირითადი ტიპი შეიძლება გამოვყოთ:

კედლის სპლიტ სისტემა - მსგავს მოწყობილობას ორი ბლოკი აქვს: გარე და შიდა. სპლიტ სისტემის კომპრესორი გარეთ არის გამოტანილი ამიტომაც კონდიციონერი ოთახში მყოფებისთვის თითქმის უხმაუროდ მუშაობს. სპლიტ სისტემის ბლოკები ერთმანეთისგან კონსტრუქციებით განირჩევიან, რაც მათი მონტაჟის თავისებურებებში გამოიხატება.

სპლიტ მოდელები კედელში მონტაჟდება და ოთახის როგორც გაგრილება, ისე გათბობა შეუძლიათ. მათი ინსტალაცია ნებისმიერ ადგილას შეიძლება. მათი ზომები ერთმანეთისგან განსხვავდება და თქვენი ბიუჯეტის შესაფერის ენერგოფექტური მოდელის შერჩევას შეძლებთ.

მონობლოკები და კედლის სპლიტ-სისიტემები

კომპაქტური მონობლოკები - მსგავს მოდელებს რთული მონტაჟი არა სჭირდებათ, საჭირო მხოლოდ ცხელი ჰაერის გამოსასვლელი მილის შენობის გარეთ გაყვანა.

პორტაბელური კონდიციონერებს პატარა ბორბელბი უყენიათ და მათი გადაადგილება ოთახიდან-ოთახში ძალიან მარტივია.

პორტაბელური კონდიციონერების ავზები დროდადრო უნდა დაიცალოს სითხისგან და გამოსუფთავდეს, ზოგიერთ მათგანს ამისთვის სპეციალური სადრენაჟო მილიც მოყვება.

კონდიციონერის სიმძლავრის სწორად შერჩევა

4G LTE In Georgia
კონდიციონერის სიმძლავრე

კონდიციონერის სიმძლავრეს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ოთახის ფართისთვის, რომელშიც მის მონტაჟს აპირებთ.

მცირე სიმძლავრის მოწყობილობა ვერ გააგრილებს დიდი ზომის ოთახებს, ისევე როგორც გადაჭარბებული სიმძლავრის კონდიციონერის პატარა სივრცეში მოთავსება ელექტროენერგიის ფუჭ ხარჯვასა და ოთახის ზედმეტად დანოტივებას გამოიწვევს.

კონდიციონერის გაგრილების მაჩვენებლის BTU-ის (British Thermal Unit ) ოთახის ფართთან სწორი თანაფარდობა და ისეთი გარეშე ფაქტორების გათვალისწინება როგორებიცაა: ჭერის სიმაღლე, ოთახის ადგილმდებარეობა, კლიმატი, მზის მიდგომის კუთხე - თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს როგორც კონდიციონერის შეძენისას, ისე მისი შემდგომი ექსპლუატაციის პერიოდში.

კონდიციონერის სწორად შესარჩევად რამდენიმე მარტივი კალკულაციის გაკეთება მოგიწევთ. პირველ რიგში, გამოიანგარიშეთ ოთახის ფართი. თუ ოთახი კვადრატული, ან მართკუთხა ფორმისაა, მაშინ გაზომეთ მისი სიგრძე და სიგანე კვადრატულობის დასაანგარიშებლად. თუ ორი მეზობელი ოთახის გაგრილებას აპირებთ, მაშინ ორივეს სივრცე დაიანგარეიშეთ და შეაჯამეთ.

1 kw შენობის 8-10 მ²-ს ყოფნის, ხოლო 1 kw = 3,412 BTU

როცა ოთახის კვადრატულობას დაადგენთ, გადაინაგარშეთ, თუ რამდენი BTU-ა საჭირო ოთახის გაგრილებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია ოთახის ადგილმდებარეობა:

  • • თუ ოთახს მზე უდგება, გამოანგარიშებული BTU უნდა გაამრავლოთ 10%-ზე;
  • • თუ ოთახი ჩრდილშია, BTU 10%-ზე უნდა გაიყოს;
  • • თუ ოთახში ერთზე მეტი ადამიანი იქნება, მაშინ თითოეულ ადამიანზე დაამატეთ 600 BTU;
  • • თუ სამზარეულოში აპირებთ კონდიციონერი მონტაჟს, დაამატეთ 4 000 BTU;

ენერგოეფექტურობა

ენერგოეფექტურობა
ენერგოეფექტურობა

ენერგოეფექტურობის მაჩვნებლები კონდიციონერებში ორი მაჩვენებლით აღინიშნება EER და COP.

EER (Energy Efficiency Ratio) კოეფიციენტი ყინვის წარმოქმნისა და ელექტროენერგიის ხარჯის ურთიერთმიმართებას გამოხატავს. რაც უფრო მაღალია EER-ის კოეფიციენტი, მით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს კონდიციონერი. ყინვის წარმოქმნაში მოწყობილობის გაციების სიმძლავრე იგულისხმება, რომელიც კილოვატებში გამოისახება.

 

СОР (Coefficient of Performance) კოეფიციენტი სითბოს წარმოქმნისა და დახარჯული ელექტროენერგიის ურთიერთმიმართებაა. რაც უფრო მაღალია COP კოეფიციენტი, მით უფრო მაღალია ენერგოეფექტურობა. EER-მსგავსად, სითბოს წარმოქმნაში მოწყობილობის გაციების სიმძლავრე იგულისხმება, რომელიც კილოვატებში გამოისახება.

EER რეიტინგი 8-დან 11.5-მდე მერყეობს, რაც უფრო მაღალია იგი, მით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს კონდიციონერი.

EER მონაცემები ასევე განსაღვრავს კონდიციონერის ზეგავლენას გარემოზე. რაც მაღალია მისი რეიტინგია, მით ნაკლებია ემისია.

ინეტრნეტ მაღაზია BE.GE, ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი "ენერგოკრედიტის" მხარდაჭერით ენერგოეფექტურ კონდიციონერებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

უსაფრთხოება

კონდიციონერი შეძენამდე სამი ძირიათადი ელექტრო მოთხოვნა გაითცვალისწინეთ:

  • • ელექტროენერგიის წყაროს ადგილმდებარეობა;
  • • ძაბვა;
  • • ამპერების რაოდენობა;

115 ვოლტიან მოდელებს 7,5 ამპერი ყოფნის და ჩვეულებრივი ორშეასაერთებლიანი დენის წყაროც საკმარისია. მოდელებს რომლების ძაბვაც 208/230 ვოლტია სამშესაერთებლიანი წყარო დასჭირდებათ.

ქვემოთ წარმოდგენილია კონდიციონერების სხვადასხვა მოდელების კატალოგი, რომლის შეძენა ინტერნეტ მაღაზია Be.ge-ში შეიძლება.

ყველა მოდელის ერთად დასათვალიერებლად ჩვენი მაღაზიის კონდიციონერების განყოფილებაში შებრძანდით და თქვენთვის სასურველი მოწყობილობა შეარჩიეთ.

კონდიციონერები


კონდიციონერების მონტაჟი, კედლის სპლიტ სისტემები კონდიციონერების მონტაჟი, მონობლოკი კონდიციონერების მონტაჟი, კოლონური სპლიტ-სისტემა
კონდიციონერები,
კედლის სპლიტ-სისტემა
კონდიციონერები,
მონობლოკი
კონდიციონერები,
კოლონური სპლიტ-სისტემა



კონდიციონერების მონტაჟი, კასეტური კონდიციონერების მონტაჟი, იატაკი-ჭერის სპლიტ-სისტემა კონდიციონერების მონტაჟი, არხული სპლიტ-სისტემა
კონდიციონერები,
კასეტური
კონდიციონერები,
იატაკი-ჭერის სპლიტ-სისტემა
კონდიციონერები,
არხული სპლიტ-სისტემა
ზევით