არ არის გაყიდვაში

SONY BRAVIA-ს ახალი ტელევიზორები IFA 2014-ზე

sony bravia 

კომპანია SONY -მ 4К ტელევიზორების ხაზი SONY BRAVIA წარმოადგინა. კომპანიას აქვს როგორც ხელმისაწვდომი, ასევე პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. SONY-ის ტელევიზორების ხაზი 2014-2015 ნებისმიერ მომხმარებლის გემოვნებას დააკმაყოფილებს.

IFA 2014-ზე იაპონელებმა 4K ტელევიზორებზე გააკეთეს აქცენტი. წარმოდგენილი ტექნიკის უმეტესობა უკვეა გაყიდვაში შემოსული. იაპონელებმა გამოფენაზე მოხრილი 4K ტელევიზორებიც წარმოადგინა.

4K მომავლისთვის

4K_TVs_from_Sony 

4K ტელევიზორები მომხმარებლებში ჯერ-ჯერობით დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. ამ სამწუხარო სტატისტიკის მიუხედავად კომპანია SONY ამ მოწყობილობების განვითარების ტემპით კმაყოფილია. მსოფლიო ბაზარზე 50-59’’ ტელევიზორების სეგმენტში SONY-ის ტელევიზორებს 21,9 % ბაზრის უკავიათ, (Samsung — 44,5%, LG — 22,9%). 60+’’ სეგმენტში იაპონური კომპანია ბაზრის 22,5% შეადგენს (Samsung — 57,6%, LG — 9,5%) . სწორედ ამიტომ კომპანია პრემიუმ კლასის მოწყობილობების წამოწევას ცდილობს.

SONY BRAVIA- ს 4K ტელევიზორები

აღსანიშნავია, რომ პირველი 4K ტელევიზორი სწორედ კომპანია SONY-იმ გამოუშვა. ამ დროისთვის 4K ტელევიზორები გაყოფილია ოთხ სეგმენტად. X85 -ი კლასის მოწყობილობები ბიუჯეტურბად ითვლება, ხოლო X9 და X95 -ი სერია კი პრემიუმ კლას ეკუთვნის. ტელევიზორების S9 ხაზს 4K ს გარდა მოხრილი დიზაინიც აქვს.

ამის გარდა SONY-ს გამოსახულების გაუმჯობესების სხვადასხვა საინტერესო ტექნოლოგია აქვს- TRILUMINOs Display, X-Tended Dynamic Range და 4K X-Reality PRO.

ტექნოლოგია TRILUMINOS Display წითელი, მწვანე, და ლურჯი ფერების ეკრანზე ბუნებრივად ჩვენებას ემსახურება.

TRILUMINOS™

ინტელექტუალური ტექნოლოგია X-tended Dynamic Range მუქ და ღია ფერების სიღრმავესა და სიმკვეთრეს მატებს, რაც ფერთა ცვლის დეტალიზირებულ გრადაციასა და სიკაშკაშის ფართო დიაპაზონს უზრუნველყოფს.

x-tended-dynamic-range

4K X-Reality PRO - ამ ტექნოლოგიაში გამოსახულების გასაუმჯობესებელი სხვადასხვა აუცილებელი მექანიზმი მოიაზრება.

SONY BRAVIA-ს ტელევიზორებს 4K-ს სემდეგი კოდეკები გააჩნია : HEVC, AVC და XAVC-S.

x-reality pro bravia

ამ ფირმის ტელევიზორებს აქვთ Amazon instant video, ASTRA, NETFLIX, PlayMemories Online და Privilege Movies 4K სერვისების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სერვისი ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად არ მუშაობს. ტელევიზორის ყიდვისას გეძლევათ იკ /500 GB-იანი გარე დისკი, რომელზეც უკვე ჩამოტვირთულია Ultra HD ფორმატის ათი ფილმი. ამ დროისთვის მომხმარებლებს მხოლოდ ხუთი ფილმის არჩევა შეუძლიათ. სავარაუდოდ მომავალში დარჩენილი ფილმები მომხმარებელმა თავად უნდა შეიძინოს.

65X900B-Social-Viewing-News-Info-size

BRAVIA-ს ტელევიზორებს აქვთ ფუნქცია Social Viewing. ამ ფუნქციის დახმარებით თქვენ ერთდროულად ფეხბურთის თამაში ყურება და თქვენი ემოციების გაზიარება შეგიძლიათ. ტელევიზორში ინტეგრირებული კამერა ადამიანის სახეებს ავტომატურად აღიქვამს. ასევე ყურებისას თქვენ ტვიტერში გამოქვეყნებული ინფორმაციის წაკითხვაც შეგიძლიათ.

ამასთან ტელევიზორის სამართავად თქვენ ნებისმიერი სმარტფონისა თუ ტაბლეტის გამოყენაბ შეგიძლიათ.

ამ ფირმის ტელევიზორებს გააჩნიათ ფუნქცია Monitor Mirroring, რომლის გამოყენებისას სმარტფონის ეკრანი ტელევიზორის ეკრანზე აისახება. Photo Share-ის ფუნქციით კი დამატებითი კოდირების გარეშე გააგზავნის თქვენს ფოტოებს შესაბამის გაჯეტზე.

4К ტელევიზორებს კომპლექტში ორი დისტანციური პულტი მოყვება- ერთი კლასიკური, ხოლო მეორე სენსორული ზედაპირის -One-Flick.

4К ტელევიზორები

სერია X85

X85  bravia

KD-49X8505B-ი მოდელი BRAVIA-ს 4К ტელევიზორებს შორის ყველაზე ბიუჯეტური და ნაკლებფუნქციონალურია. ამის მიუხედავად ეს მოდელი მომხმარებლებში ყველაზე მოთხოვნადია.

X85 -ი ტელევიზორების დიზაინს Narrow Bezel-ი ეწოდება. ტელევიზორი შესრულებულია კლასიკურ მინიმალისტურ სტილში თხელი ჩარჩოებით.

ამ სერიის ტელევიზორებს სხვადასხვა ზომის დიაგონალი აქვთ 49 დიუმიდან 70 დიუმამდე და ფასიც შესაბამისია.

სერია Х9

maxresdefault 

ამ სერიის ტელევიზორების დიზაინს Wedge-ს უწოდებენ. ტელევიზორის სპეციფიკურმა ფორმამ, მწარმოებლებს დიდი ზომის დინამიკების ჩამონტაჟების შესაძლებლობა მისცა.

ტელევიზორების ზომები 55 - 79 დიუმამდე მერყეობს.

სერია Х95

399985
 

KD-85X9505B-ი SONY-ი 4К-ს ტელევიზორებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა. ეს მოდელი პრემიუმ კლასის სეგმენტს განეკუთვნება. ამ ხაქზების ტელევიზორების ზომები 65 დიუმიდან 85 დიუმამდე აღწევს.

სერია S9

IMG_0773

S9 სერია BRAVIA-ს 4К ტრელევიზორებს შორის ყველაზე ახალია. მწარმოებლებმა ეს მოწყობილობა პირველად IFA-ს გამოფენაზე წარმოადგინეს. ახალ ტელევიზორს მოხრილი დიზაინი აქვს. ამ სერიაში ჯერ-ჯერობით ორი ტელევიზორის მოდელი შედის. მათი ზომები 65 და 75 დიუმია.

SONY-ს ტელევიზორების შესაძენად გადადით ბმულზე
ზევით