არ არის გაყიდვაში

10 წლიანი გარანტია Samsung-ის მაცივრებზე

 

10 წლიანი გარანტია SAMSUNG Digital invertor
სხ. კორეული გიგანტი Samsung Electronics -ი უკვე არაერთი წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მუდამ სიახლეებით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს. ტექნოლოგიურ ინოვაციები, დახვეწილი დიზაინი და, რა თქმა უნდა, უმაღლეს ხარისხი Samsung-ის სავიზიტო ბარათია.

 

კომპანია Samsung-მა ამჯერადაც სიახლე შესთავაზა ქართველ და არა მარტო ქართველ მომხმარებელს: სხ. კორეულმა გიგანტმა ციფრული ინვერტორული კომპრესორიან მაცივრების ძრავებზე 10 წლიანი გარანტია შემოგვთავაზა. ასეთ დიდ გარანტიას კომპანია თავისის არსებობის განმავლობაში პირველად იძლევა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, Samsung-ის ტექნიკა გარემოს დაცვაში ყველა თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება. 10 წლიანი გარანტია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს სამსუნგის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და საიმედოობას.

ციფრული ინვერტორული კომპრესორის ძრავების შესაქმნელად კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოგონებების უკანასკნელ მიღწევებს იყენებს, რაც მაცივრების გამართულ მუშაობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

რა უპირატესობა აქვს Samsung-ის ციფრულ ინვერტორული კომპრესორებს?

4G LTE In Georgia
მუშაობის უხმაურო რეჟიმი
  • • ენერგო ეფექტურობა და გარემოს დაცვა;
  • • ნაკლები ხმაური;
  • • ტემპერატურის კონტროლი;
  • • სურსათის ხანგრძლივი შენახვა;

ენერგო ეფექტურობა და გარემოს დაცვა

Samsung-ის ციფრული ინვერტორული კომპრესორი ჩვეულებრივი მაცივრებისაგან განსხვავებით, 40%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც მისი მუშაობის საიმედოობასა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. ასევე, გარემოს დაცვაში თქვენ საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებთ.

ნაკლები ხმაური

Samsung-ის მაცივრების ციფრული ინვერტორული კომპრესორის ძრავების მთავარი უპირატესობა დაბალი ხმაა, რომელიც 38,5 დეციბელს არ აღემატება (ჩვეულებრივ კომპრესორებთან შედარებით 10%-ით უფრო დაბალია). ამის გამო ინვერტორული მაცივრები, ფაქტობრივად, უხმაუროდ მუშაობენ.

ტემპერატურის კონტროლი

Samsung-ის ინვერტორული კომპრესორი სითბოს ნაკადს მუშაობის ინტენსივობის, მომხმარებლის მიერ მითითებული რეჟიმის, გარეშე ტემპერატურისა და მაცივრის კარის გამოღების სიხშირის მიხედვით არეგულირებს.

4G LTE In Georgia
ენერგო ეფექტურობა და გარემოს დაცვა
შიდა ან გარე კლიმატის ცვალებადობის მიხედვით, ციფრული ინვერტორული კომპრესორის ძრავა ტემპერატურას 5 დონიანი გაციების სისტემით აბალანსებს. ამის ხარჯზე მაცივრის კამერაში მუდამ სტაბილური ტემპერატურა და სინოტივე ნარჩუნდება.

 

სურსათის ხანგრძლივი შენახვა

ციფრული ინვერტორული კომპრესორული ძრავა ხანგრძლივად ინახავს პროდუქტს. სხვადასხვა რეჟიმში მუშაობის სენსორული სისტემა პროდუქტებისთვის მაქსიმალურად შესაფერის ტემპერატრურას უზრუნველყოფს. მაგალითად, ხორცისა და ბოსტნეულის ერთ სივრცეში, მაგრამ სხვადასხვა საცავში მოთავსება შეიძლება. მრავალფუნქციური სენსორული სისტემა მათთვის შესაბამისი ტემპერატურისა და ნოტიო ჰაერის მოცულობის ოპტიმიზაციას მოახდენს. საჭმელი თავდაპირველ თვისებებს დიდხანს ინარჩუნებს ამ ფუნქციის წყალობით.

ჩვენს ონლაინ ინტერნეტ მაღაზიაში Samsung-ის ციფრული ინვერტორული მაცივრების ფართო არჩევანი და ფასთა მრავალფეროვნებაა. თქვენ აუცილებლად შეძლებთ სასურველი მოდელის, სასურველ ფასში შეძენას.

ქვემოთ Samsung-ის ციფრული ინვერტორული კომპრესორების ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მოდელების დათვალიერება შეგიძლიათ.

უფრო ფართო ასორტიმენტის სანახავად კი ჩვენი მაღაზიის Samsung-ის მაცივრების განყოფილებაში შებრძანდით და თქვენთვის სასურველი ციფრული ინვერტორული კომპრესორიანი მაცივარი შეარჩიეთ, რომელსაც თან 10 წლიანი ქარხნული გარანტია მოყვება.

Samsung-ის ყველა ინვერტორული მაცივრის მოდელების ნახვა შეიძლება აქ: Samsung-ის მაცივრები...

Samsung-ის ინვერტორული მაცივრების პოპულარული მოდელები


 10 წლიანი გარანტია SAMSUNG RT25HAR4DSA 10 წლიანი გარანტია SAMSUNG RT25HAR4DWW/WT 10 წლიანი გარანტია SAMSUNG RT29FARADSA 10 წლიანი გარანტია SAMSUNG RT35FDJCDSA/WT
SAMSUNG
RT25HAR4DSA

SAMSUNG
RT25HAR4DWW/WT

SAMSUNG
RT29FARADSA

SAMSUNG
RT35FDJCDSA/WT




10 წლიანი გარანტია SAMSUNG RB31FERNCBC 10 წლიანი გარანტია SAMSUNG RB31FERNDSA/WT 10 წლიანი გარანტია SAMSUNG RF905QBLAXW 10 წლიანი გარანტია SAMSUNG RB31FERNDWW
SAMSUNG
RB31FERNCBC

SAMSUNG
RB31FERNDSA/WT

SAMSUNG
RF905QBLAXW

SAMSUNG
RB31FERNDWW

ზევით