არ არის გაყიდვაში

სარკისებრი და კომპაქტური ფოტოაპარატების შედარება

რატომაა ფოტოკამერის შეძენა ასეთი რთული?

თუ თქვენ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ რომელი მოდელისა და მონაცემების ფოტოკამერის შეძენა გსურთ, მაშინ BE.GE-ის ფოტოკამერების განყოფილებაში შეგიძლიათ შებრძანდეთ და თქვენთვის სასურველი მოდელი შეიძინოთ. თუ ჯერ კიდევ ძიების პროცესში იმყოფებით, მაშინ ეს მიმოხილვა აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

ციფრული კამერების ბაზარი როგორც მოდელების, ისე ფასების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თქვენ ნებისმიერ ფასთა კატეგორიაში შეიძლებთ გადამღები მოწყობილობის შერჩევას. ზოგიერთი მათგანის ღირებულება ისეთია, რომ იმ ფასად საქართველოში ნახმარი ავტომობილი ყიდვაც კი შეიძლება.

ფოტოკამერები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ:

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ორივე მიმოცვიხილვატ ორივე ტიპის მოდელს - მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებს, რომ ჩამოგიყალიბდეთ აზრი, რისი შეძენა გსურთ და რისი - არა.

სარკისებრი ფოტოაპარატები

4G LTE In Georgia
სარკისებრი ფოტოაპარატი

სარკისებრი ფოტოაპარატი იგივე DSLR (Digital single-lens reflex camera) - პროფესიონალური ციფრული ფოტოაპარატია, რომელიც ერთობიექტიანი სარკისებური კამერის პრინციპზეა აგებული. მსგავს მოდელებს მოსახსნელი ლინზები უყენდება, რომლებიც ფოტოებს ობიექტივის რეფლექტორული სარკის მეშვეობით იღებენ.

სარკისებური ფოტოაპარატების დადებითი მხარეები:

  • • ფოტოს ხარისხი - დიდი ზომის გამოსახულების სენსორი სარკისებრი ფოტოაპარატების პიქსელების ხარისხს უზრუნველყოფს, ხოლო უმაღლესი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფა სწრაფი გადაღების საშუალებას იძლევა.
  • • ადაპტაცია - ლინზის გამოცვლის შესაძლებლობა DSLR ფოტოაპარატს ბევრად ფუნქციურს ხდის. მისი ადაპტირება გარემოსთან უფრო მარტივია. ფოტოგრაფს ზუსტად ისეთი ფოტოს გადაღების საშუალება ეძლევა, როგორიც მას სურს.
  • • სისწრაფე - სარკისებრი კამერები ძალიან სწრაფები არიან როცა საქმე მოწყობილობის ჩართვას, ფოკუსირებასა და გადაღებას შეეხება.
  • • ოპტიკური VIEWFINDER-ი - რეფლექსური სარკისებური სისტემის მეშვეობით, DSLR ფოტოაპარატი სურათს წერტილოვანი სიზუსტით აფიქსირებს.
  • • პროგრამული უზრუნველყოფა - პროგრამული უზრუნველყოფა თითქმის ყველა თანამედროვე ფოტოაპარატს აქვს. სარკისებრი კამერები ფართო ფუნქციებით არიან აღჭურვილი და მოწყობილობაზე სრული კონტროლის საშუალებას იძლევიან.
  • • დიდხანს ინარჩუნებს ფასს - DSLR მოდელები კომპაქტურ აპარატების მსგავსად, განახლებას ხშირად არ ახდენენ. მათი ფასი სტაბილურია. რაც შეეხება ობიექტივის ლინზებს: ისინი შეიძლება სხვა სარკისებური კამერის მოდელსაც მოარგოთ, რამდენადაც მათი დამზადების სტანდარტი უნივერსალურია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ინვესტიცია ფოტოკამერის ლინზებში წლების განმავლობაში არ გაუფასურდება.
  • • ხარისხიანი ოპტიკა - სარკისებრი ფოტოაპარატის ლინზა სქელია და მწარმოებლის მიერ მათი უმრავლესობის დამზადების პროცესზე უამრავი დრო და ენერგიაა დახარჯული. თუ ლინზის შეძენას აპირებთ, შეეცადეთ (რამდენადაც ბიუჯეტი ამის საშუალებას მოგცემთ), ხარისხიანი შეიძინოთ.
სარკისებრი ფოტკამერა CANON EOS 5D

სარკისებრი ფოტოაპარატების სუსტი მხარეები

  • • ფასი - სარკისებრი ფოტოაპარატები კომპაქტურ აპარატებზე უფრო ძვირი ღირს.
  • • ზომა და წონა - DSLR კამერები ჩვეულებრივ აპარატებთან შედარებით, საკმაოდ მოცულობითი და მძიმეა.
  • • ხმაურის დონე - სარკისებური კამერები კომპაქტურებთან შედარებით, ხმაურიანია. ხმაურის დონე დამოკიდებულია ობიექტივის მოდელზეც.
  • • კომპლექსურობა - DSLR ფოტოაპარატებზე თავად მოგიწევთ ყველა პარამეტრის საკუთარ თავზე მორგება. არაპროფესიონალი მომხმარებლისთვის ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია.
CANON EOS 6D BODY CANON EOS 600D CANON EOS 1200D
CANON EOS 6D BODY

CANON EOS 600D

CANON EOS 1200D




NIKON D3200 18-55 KIT RED NIKON D5300 BLACK SONY SLT-A58Y
NIKON D3200 18-55 KIT RED

NIKON D5300 BLACK

SONY SLT-A58Y

კომპაქტური ციფრული ფოტოაპარატები

კომპაქტური კამერები შედარებით იაფი ღირს, ვიდრე სარკისებრი ფოტოაპარატები. ისინი, ფაქტობრივად, მთლიანად ავტომატიზირებულია, ავტო-ზუმი აქვთ და მოსახმარებლად პრაქტიკულია. კომპაქტური მოდელები ძირითადად არაპროფესიონალური გამოყენებისთვისაა.

კომპაქტური ციფრული ფოტოაპარატი SONY DSC-HX50

კომპაქტური ფოტოაპარატების დადებითი მხარეები:

  • • ზომა და წონა - სარკისებურებთან შედარებით, კომპაქტური კამერები ძალიან მოსახერხებელია თან სატარებლად. ისინი უფრო მსუბუქები არიან და ზოგიერთი მოდელი ტანსაცმლის ჯიბეშიც კი თავსდება.
  • • უხმაურო გადაღება - კომპაქტური კამერები ფოტოს გადაღების პროცესში სრულებით უხმაურონი არიან. ობიექტისთვის ან ადამიანისთვის სურათის გადაღებას ისე შეძლებთ, რომ იგი ვერც კი შეამჩნევს რომ უღებენ.
  • • ავტომატური რეჟიმები - DSLR-ისა და კომპაქტური კამერის ფოტოგადაღების ხარისხი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, ავტო-ზუმის მეშვეობით, კომპაქტური კამერებიც საკმაოდ ხარისხიან სურათებს იღებენ.
  • • ფასი - კომპაქტური კამერები სარკისებრ მოდელებთან შედარებით ბევრად იაფია.
  • • თხევადკრისტალური (LCD) ეკრანი - კომპაქტურ აპარატებს LCD ეკრანები მოყვება, ხოლო ზოგიერთ მათგანს ფლიპ დისპლეი აქვს, რომ ნებისმიერი დახრის კუთხიდან ხედავდეთ თუ რას იღებთ.
4G LTE In Georgia
ფლიპ დისპლეი

კომპაქტური ფოტოაპარატების სუსტი მხარეები:

  • • ფოტოს ხარისხი - კომპაქტურ კამერებს პატარა ფოტო სენსორი აქვთ. სურათი უფრო დაბალი ხარისხის გამოდის, ვიდრე ეს სარკისებურ აპარატებზეა.
  • • პროგრამული უზრუნველყოფა - კომპაქტური აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.
  • • გადაღების სისწრაფე - კომპაქტური კამერები ისე სწრაფად ვერ ოპერირებენ, როგორც DSLR აპარატები. მათი ჩართვის, გადაღებისა და ავტოფოკუსირების სისწრაფე ისეთი არაა როგორც ეს სარკისებურ მოდელებზეა.
  • • თხევადკრისტალური ეკრანზე ზედმეტად დამოკიდებულება - კომპაქტური კამერების უმრავლესობა ფოტოს გადაღებისას, თავიდან ბოლომდე LCD ეკრანზეა დამოკიდებული. ზოგიერთ მომხმარებელს ეს მოსწონს, მაგრამ ზოგიერთი ვიზირს ანიჭებს უპირატესობას. მოდელების უმრავლესობა აქვს კიდეც ვიზირი, მაგრამ იგი იმდენად მცირე ზომისაა, რომ გამოსაყენებლად უსარგებლოა.
  • • შეზღუდული მექანიკური მართვა - ბევრ კომპაქტურ კამერას მექანიკური მართვის ფუნქციები აქვს, მაგრამ ისინი იმდენად მიჩქმალულია მოწყობილობის მენიუში, რომ რთულია მათი მიგნება და გამოყენება.
  • • ნაკლებად ადაპტირებადი - კომპაქტური მოდელები ნაკლებად ადაპტირებადი არიან ფოტოგადაღებისას, რადგან მათ არა აქვთ ობიექტივის შეცვლის ფუნქცია. თქვენ ყიდულობთ მზა აპარატს, რომელსაც ლინზა არ ეცვლება.
CANON POWERSHOT D20 YELLOW SAMSUNG DV300 BLACK VITEK WX-4301
CANON POWERSHOT D20

SAMSUNG DV300 BLACK

VITEK WX-4301




NIKON COOLPIX S6500 BLACK SONY CYBER-SHOT DSC-W810 SILVER FUJIFILM FINEPIX S8600 WHITE
NIKON COOLPIX S6500

SONY CYBER-SHOT DSC-W810

FUJIFILM FINEPIX S8600

რომელი მოდელის ყიდვა სჯობს სარკისებრი თუ კომპაქტური ფოტოკამერის?

ეს არის კითხვა, რომელზე თავად უნდა გასცეთ პასუხი. ჩვენი ინტერნეტ მაღაზიაში ფოტოაპარატების ფართო არჩევანია და თქვენ აუცილებლად შეარჩევთ სასურველ მოდელს, სასურველ ფასად.

თუ პროფესიონალური ფოტოაპარატი გსურთ, მაშინ სარკისებრი მოდელი უნდა შეიძინოთ.

თუ ისეთი ფოტოაპარატი გსურთ, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებს, მარტივია მოსახმარებლად, გადასატანად და, ამავე დროს ძალიან ძვირი არა ღირს, მაშინ კომპაქტური მოდელის ფოტოაპარატი სავსებით საკმარისი იქნება.

ზევით