არ არის გაყიდვაში

Philips-ის ახალი ტელევიზორები IFA 2014-ზე

ifa19

IFA 2014 -ზე ტრენდებად 4K და მოხრილი ეკრანები ითვლება. კომპანია TP Vision-იმ , რომელიც ტელევიზორებს Philips-ის მარკის სახელით აწარმოებს აქცენტი არამხოლოდ ნოუ-ჰაუზე გააკეთა. ჰოლანდიურმა ფირმამ თავისი მოწყობილობების ოპერაციულ სისტემად Android-ი აირჩია.

გამოფენაზე სტენდს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ტელევიზორები შეადგენს. Philips-ი ერთადერთი ევროპული მარკაა, რომელიც კორეელებისთვისა და იაპონელებისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს. Philips-ის სტენდი რამდენიმე ნაწილად იყო გაყოფილი. ერთი მხარე Full HD-ი ტელევიზორებს ეკავა. სტენდის დიდ ნწილს AmbiLight ტექნოლოგიისა და Android-ის სისტემის მქონე ტელევიზორები შეადგენდნენ.

Android-ის მხარდაჭერა და ფუნქციონალურობა

ifa44

Android-ის სისტემის დანერგვის მცდელობები უკვე რა ხანია მიმდინარეობს. Smart-ფუნქციებითა და სხვა ფუნქციონალური მახასიათებლებით Philips-ი საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. Android 4.2.2 -ით კი ტექნიკის შესაძლებლობები უფრო გაიზრდება. მომხმარებელს Google Play Market -ში შეეძლება შესვლა და თამაშბისა თუ სხვა აპლიკაციების ტელევიზორზე ჩამოწერა შეეძლება. სავარაუდოთ ყველა პროგრამა გამართულად ვერ იმუშავებს ტელევიზორების გაფართოება 1920х1080 წერტილს შეადგენს.

ამასთან Philips-მა წინასწარ რამდნიმე პროგრამა შეიმუშავა, რომლის ჩამოტვირთვა მარკეტიდანაა შესაძლებელი.

Philips-ის ტელევიზორს აქვს ინტეგრირებული 1,6 GB-იანი მეხსიერება. ტელევიზორი 4 ბირთვიან ARM-პროცესორის ბაზაზე მუშაობს. ტელევიზორში უკვე არსებული აპლიკაციების სია ასეთია :

  • • Google Chrome
  • • ძიება
  • • ხმოვანი ძიება
  • • Google Play ფილმები
  • • Google Play მუსიკა
  • • YouTube
ifa41

Philips-მა ტელევიზორის მართვა მაქსიმალურად კომფორტული გახადა. ტელევიზორის მართვა შესაძლებელია ჯეოსტიკით, დისტანციური მართვის პულტით, მიკროფონით, რომელიც ხმოვანი ძიებისთვის დაგეხმარებათ და ჟესტიკულაციით. ტელევიზორში ინტეგრირებული კამერა რიგ ჟესტიკულაციას აღიქვამს. ჟესტებით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ხმა, გადართოთ სხვა არხზე, ან შეაჩეროთ ვიდეო. Philips-ის ტელევიზორის მართვა სმარტფონითაც შეგიძლიათ.

კომპანია Philips-ი დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ ქსელებს და დისტანციურ კავშირს. ინტეგრირებული კამერა Skype-ით სარგებლობის შესაძლებლობას გაძლვთ. ასევე ტელევიზორს აქვს სხვა სოციალური ქსელების მხარდაჭერაც, როგორიცაა Facebook, Twitter-ი.

Philips -მა შეიმუშავა სპეციალური საცავი Philips Cloud TV, რომელიც ასეულ ტელეარხთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. აევე მას Dropbox-თანაც შეუძლია სინქრონიზება.

ტელევიზორებს აქვთ Netflix და Spotify-ის მხარდაჭერაც .

Android -ის ოპერაციულმა სისტემამ ტელევიზორები ერთგვარ კომპიუტერებად გადააქცია. მეხსიერების სიმცირეს კი , დიდი რაოდენობის USB 3.0 -ი ანაზღაურებს.

ifa39

4K და მოხრილი ტელევიზორები

გამოფენაზე ახალ მოდელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ 9109 და 9809 ტელევიზორები. პირველი მათგანი 9100 ხაზს ეკუთვნის, რომელიც 55 და 65 დიუმიანი ორი მოწყობილობისგან შედგება. აქვს ოთხმხრივი AmbiLight-ის მხარდაჭერაც. აქვე აღსანიშნავია, რომ ტელევიზორს კომპლექტში უსადენო საბვუფერი მოყვება. 9800 ხაზი მხოლოდ ერთი მოდელისგან შედგება, მოდელის მთლიანი მარკირებაა 65PUS9809-ი. გამოსახულების დამუშავებაზე პასუხისმგებელია პროცესორი Perfect Pixel Ultra HD-ი. ტელევიზორს აქვს პასიური 3D ტექნოლოგია.

კომპანია Philips-ს ოთხი 4К მოდელი აქვს: 7909, 9809, 8809 и 9109.

გამოფენაზე მოხრილი 4K ტელევიზორი მხოლოდ ერთი მოდელით იყო წარმოდგენილი-55PU8909C. ტელევიზორის დიაგონალი 55 დიუმია. სხვა ტელევიზორებისგან განსხვავებით AmbiLight-ის განათების ტექნოლოგია სამმხრივია. 3D ტექნოლოგია კი აქტიურია. მოწყობილობას სამი 15 + 7.5 + 7.5 = 30 W-ანი დინამიკი აქვს.

Philips-მა წელს დიდი რაოდენობის Full HD ტელევიზორები გამოუშვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოდელები: 8209, 8109, 7509, 7109, 6509, 6409, 6909, 5909, 5109, 5609, 4109 და 5619-ი.

Philips-ის ტელევიზორების შესაძენად გადადით ბმულზე

AmbiLight-ის ტექნოლოგიის სანახავად კი უყურეთ ვიდეოს

ზევით