არ არის გაყიდვაში

LG Electronics-ის ახალი ტელევიზორები IFA 2014-ზე
 

LG_IFA_20141

ტექნიკის გამოფენა IFA 2014-ზე სხვა ინდუსტრიულ ლიდერებთან ერთად თავისი პროდუქცია კომპანია LG -მაც წარმოადგინა. კომპანიის სტენდმა ნათლად წარმოადგინა, რომ OLED ეპოქა უკვე ხელმისაწვდომია.

LG-ის ტელევიზორების სტენდი კომპანიის პიარ -ორიენტაციის მიმართულების ცვილებას ასახავს. თუ კი ადრე კორეული მწარმოებელი გამოფენის მთავარ “რგოლად” OLED ტელევიზორებს მოიაზრებდა, წლევანდელ გამოფენაზე ტრენდად 4К და მოხრილგვერდებიანი ტელევიზორები გამოცხადდა. მომხმარებელი მხოლოდ უბრალო მაღალი ხარისხის გამოსახულებით აღარ იხიბლება. 4 ჯერ უფრო მკვეთრი, დეტალური და ღრმა გამოსახულებით კი შეიძლება ნამდვილად მოიხიბლოს.

OLED და 4K

LG_IFA+2014_4K+OLED+TV+Line+up20140904101450172 

მასშტაბური კვლევისას ვნახავთ, რომ OLED ბაზაზე აწყობილი ტელევიზორები მწარმოებლებმა უკვე დიდი ხნის წინ წარმოგვიდგინეს. IFA 2014-ზე ერთდროულად რამდენიმე OLED ტელევიზორის მოდელი იქნა წარმოდგენილი, რომელთაც მოხრილი დიზაინი და 4K მხარდაჭერა გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით OLED ტელევიზორები გაიაფდა და მომხმარებლისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

OLED ტელევიზორების ოქროს ფონდს წარმოადგენს 77-დიუმიანი მოდელი 77EC980V-ი. იმის მიუხედავად, რომ ეს წარმოებაში ახალი შესაული პროდუქტია, მან უკვე EISA Award -ის Best product 2014/15 წოდების მიღება მოასწრო. LG ამაყობს, რომ მათ პირველებმა შეძლეს პირველი მოხრილი OLED ტელევიზორის შექმნა 4К მხარდაჭერითა და ბლექ-ჯეკით. შეგახსენებთ, რომ ეს ტელევიზორი გაყიდვაში ოქტომბერში შემოვიდა.

LG-65EC9700-lined-up

ტექნოლოგიების შეთავსების წყალობით უკვე შესაძლებელია ძალიან თხელი ტელევიზორების წარმოება. თავის მხრივ Ultra HD გამოსახულებას სიმკვეთრესა და სიღრმეს მატებს, გამოსახულება სამგანზომილებისნიას შტაბეჭდილებას ტოვებს. მოხრილი დისპლეი კი გამოსახულებას რეალისტურს ხდის.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 65 -დიუმიანი OLED ტელევიზორი, რომლის დისპლეი ავტომატურად იხრება. შეგახსენებთ, რომ ამდაგვარი ტელევიზორი კომპანია Samsung-მაც წარმოადგინა. თუმცა Samsung-ის შემთხვვაში გამოყენებულია თხევად კრისტალური დისპლეი.

4К ტელევიზორებს შორის IPS მატრიცის ბაზაზე შექმნილი ტელევიზორები იყო წარმოდგენილი. ტელევიზორების ეს ხაზი უკვე გაყიდვაშია.

184f3403632031c907d434d5120f

როგორც ცნობილია LG-ის ახალი ხაზის ტელევიზორებში ინტეგრირებულია აუდიოსისტემა, რომელიც harman/kardon-სთან ერთობლივათაა შემუშავბული. დიდი ზომის ტელევიზორები კი უფრო ძლიერი აუდიოსიტემის ჩამონტაჟების საშუალებას იძლევა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 105 დიუმიანი მოდელი, 7,2 არხიანი ხმოვანი სისტემით Ultra Surround, რომლის სიმძავრე 150 W-ია. მოკლედ რომ ვთქვათ ტელევიზორში ინტეგრირებულია საუნდ ბარი. დინამიკები დამონტაჟებულია ტელევიზორის გვერდებზე და ქვემო ნაწილში. ტელევიზორის გაფართოება 5120x2160 წერტილია, ამიტომ LG -მ მას 5К ტელევიზორი უწოდა. ტელევიზორში გამოყენებულია IPS მატრიცა. კომპანიამ გამოფენაზე 98 დიუმიანი 7680x4320 გაფართოების 8К ტელევიზორი წაროადგინა. როგორც ვხედავთ კომპანიები ერთმანეთს ასპარეზობას არ უთმობენ. აღსანიშნავია, რომ 4К კონტენტი ჯერ ისევ დეფიციტურია.

WebOS და ფუნქციონალურობა

LG თავის ტელევიზორებში WebOS-ის ოპერაციულ სისტემას იყენებს. LG -ის ტელევიზორებს აქვთ სხვადასხვა რესურსების მხარდაჭერა, როგორიცაა Amazon instant video, Film Box Live, maxdome, Netflix, Okko, videociety და wuaki.tv. სამწუხაროდ ზოგიერთ ქვეყანაში ამ სერვისებს მხარდაჭერა არ გააჩნია. გამოფენაზე ტელევიზორები KBS (Korean Broadcasting System) და francetelevisions (1/2/3/4/5/0) არხებთან მუშაობენ. ასე რომ კონტენტის პრობბლემა სავსებით მოგვარებადია. პროექტორები

lg-ph300_3 (1)
პროექტორები

როდესაც მოწინავე კომპანიის ტელევიზორები “გიგანტიზმისკენ” მიისწრაფიან , პროექტორები თანდათანობით პატარავდებიან. გამოფენაზე LG-მ პროექტორის ხუთი ახალიკომპაქტური მოდელი წარმოადგინა. მათი გამოყენება შესაძლებელია სახლშიც და ქუჩაშიც.

PB62G, PA72G და PF80G მოდელებიდან ყველაზე საინტერესო PF80G-ია. მისი ნათურის სიკაშკაშე 1000 lm-ია, და აქვს Full HD-ს მხარდაჭერაც.

PH300 და PG60G -ი აღჭურვილია ინტეგრირებული აკუმულატრებით, რომლებიც 2 საათის განმავლობაში ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფენ. 

LG-ის ტელევიზორების შესაძენად გადადით ბმულზე
ზევით