არ არის გაყიდვაში

Samsung -ის ახალი ტელევიზორები IFA 2014 -ზე

8425772262_cd9e9c8459_o

ტექნიკის გამოფენაზე IFA 2014 -ზე ინდუსტრიულმა ლიდერმა Samsung-მა ტელევიზორის უამრავი მოდელი წარმოადგინა. თუმცა მათ შორის ახალი მოდელები ნაკლებად იყო. ყველაზე დიდი ყურადღება პროტოტიპებმა მიიპყრეს. 
2014 წლის აგვისტოს მონაცემებით ბაზარზე 50-59 -დიუმიანი ტელევიზორებს სეგმენტში Samsung-ი ლიდერობს, მას ბაზრის 44, 5 % უკავია. 60 - დიუმიან სეგმენტში კი კომპანია ბაზრის 57,6 % ფლობს. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ IFA 2014-ზე Samsung-ს ყველაზე დიდი სტენდი ეკავა. კორეელებმა გამოფენაზე ყველა თავისი პროდუქტი წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათი წარმოდგენილი პრროდუქტი გაყიდვაშია. ამიტომ ყურადღება პროტოტიბებმა მიიპყრეს. IFA 2014-ზე გამოფენილი იყო 105 დიუმიანი პანელები და 8К გაფართოების მქონე მოწყობილობა.

ახალი პროტოტიპები

400389 მწარმოებლები მომხმარებლის ყურადღების მიპყრობას დიდი დიაგონალის მქონე მოდელებით ცდილობენ. IFA შემთხვევაში კი დიაგონალის ზომა სამი ციფრით განისაღვრება. კორეელებმა 105 დიუმიანი თხევად კრისტალური მოდელი წარმოადგინა. ერთ -ერთი მოდელს მოხრილი ეკრანი აქვს. გვერდების შეფარდება 21:9-ა, ხოლო ეკრანის გაფართოება 5120x2160 პიქსელია.

დიზაინის კუთხით კორეელებმა მსგავსი მოდელი Samsung UN105S9W-ი იანვარში CES 2014-ის გამოფენაზე წარმოადგინეს. ამ ტელევიზორის ღირებულება დაახლოებით 120 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშავია, რომ მეორე მოდელი ბევრად უფრო საინტერესოა. ვიზუალურად შეიძლება მოგეჩვენოს , რომ ის 105- დიუმიანი ტელევიზორის ბრტყელი ვარიაციაა, მაგრამ ამ დევაისის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს , რომ მას სურვილისაბემრ ეკრანის მოხრა შეუძლია. ამდაგვარი მოდელი იანვარში LG-მაც წარმოადგინა. დაგვერწმუნეთ , რომ 105-დიუმიანი ტელევიზორის ტრანსფორმაციის ხილვა ნამდვილად შტამბეჭდავი სანახაობაა.

ტელევიზორების დიდმა გაბარიტემბა მწარმოებლებს ძლიერი აუდიო სისტემის ჩაყენების შესაძლებლობა მისცა. ასე რომ ამ ტელევიზორის შეძენისას თქვენ მნიშვნელოვნად დაზოგავთ ხმის გამაძლიერებლებზე.

მეორე მოდელი 98 -დიუმიანი ტელევიზორია. ამ ტელევიზორზე გამოსახულება ძალიან მკვეთრი, დეტალური და სუფთაა. საეჭვოა, რომ ახლო მომავალში ასეთი მოდელები გაყიდვაში შემოვიდეს, რადგან მომხმარებლებში 4 K ტელევიზორები დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ. მსგავსი ტელევიზორები იანვარში უკვე წარმოადგინეს კომპანიებმა როგორებიცაა SHARP და LG.

07600413-photo-ifa-2014-tv-samsung

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო OLED პროტოტიპები. სამი 55- დიუმიანი Full HD, Ultra HD და მოხრილი Ultra HD.

მოხრილი ტელევიზორებისთვის კორეელებმა მოხრილი საუნდბარებიც წარმოადგინეს.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ , რომ Samsung-ი იყენებს ტერმინს Ultra HD, როდესაც სხვა კომპანიები შემოიფარგლებიან აბრევიატურებით 4К, 5К, 8К . Samsung-ის 4К ტელევიზორებს აქვთ 20th Century FOX Home Entertainment-ის მხარდაჭერა. ამისთვის სპეციალურად შემუშავებულია დაცული გარე მყარი დისკი , რომელზეც შეძენილი Ultra HD ხარისხის კონტენტი ჩამოიტვირთება. Samsung-ის თანამედროვე ტელევიზორებს დიდი რაოდენობის ქსელურ სერვისებს მხარდაჭერა გააჩნიათ: Netflix, Amazon, Astra, maxdome და სხვა.

samsung-ის ტელევიზორების შესაძენად გადადით ბმულზე.


იხილეთ ვიდეო, თუ როგორ იცვლის Samsung-ის ტელევიზორი ფორმას

ზევით