არ არის გაყიდვაში

4G კავშირი საქართველოში

სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში მობილური ინტერნეტის ტრაფიკი 500%-ით გაიზარდა, რამაც მობილური ოპერატოტების დღის წესრიგში მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული ინტერნეტ სერვისის შეთავაზების აუცილებლობა დააყენა. ქართული მობილური ტელეკომუნიკაციის ოპერატორები 2015 წლის 1 თებერვლიდან 4G LTE კავშირზე ოფიციალურად გადავიდნენ.

4G-ით სარგებლობისათვის საჭიროა კონკრეტულ სმარტფონსა და სიმ-ბარათს LTE-ი მხარდაჭერა ჰქონდეს. ინტერნეტ მაღაზია Be.ge-ში 4G LTE-ი სტანდარტის მობილურების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ჩვენთან თქვენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციის შეძენას შეძლებთ.

4G LTE In Georgia

რა არის 4G?

ტელეკომუნიკაციის ენაზე 4G-ი კავშირი იშიფრება როგორც 4th Generation, ანუ მე-4-ე თაობის ქსელის სტანდარტი. 4G-ი ეს არის მობილური ინტერნეტი, რომელიც 150 მბ/წმ-მდე სიჩქარეზეა გათვლილი და სისწრაფით საკაბელო ინტერნეტსა და Wi-Fi-ის უტოლდება.

4G-ი მობილური კავშირგაბმულობის ტექნოლოგიური განვითარების მეოთხე ეტაპია. იგი ამარტივებს და უფრო სწრაფს ხდის ისეთ ინტენეტ-ოპერაციაებს როგორებიცაა:

 

  • • ვებ-სერფინგი
  • • სტრიმინგი
  • • ფაილების/მუსიკის/ვიდეობის/ფოტოების ატვირთვა და ჩამოტვირთვა
  • • დიდი მოცულობის ფაილების გაგზავნა ელ-ფოსტის საშუალებით

რა არის 4G LTE და რა უპირატესობა აქვს მას?

4G-ის სისტემა სამ ძირითად ტექნოლოგიად იყოფა, რომელსაც ოპერატორები მომხმარებლებს სთავაზობენ: LTE, WiMAX და

4G LTE In Georgia
4G კავშირი
HSPA+-ი. დღეისათვის ევროპასა და შეერთებულ შტატებაში ყველაზე აპრობირებული და პოპულარული სისტემა LTE (Long Term Evolution), იგივე გრძელვადიანი ევოლუციაა. სწორედ LTE-ზე გააკეთეს არჩევანი ქართულმა მობილურმა ოპერატორებმაც.

 

4G LTE მობილური კავშირგაბმულობა წინამორბედ ქსელებთან (2G-2.5G GPRS, EDGE ; 3G-3.5G HSPA, HSPA+) შედარებით, მობილური ინტერნეტის გაცილებით მაღალ სიჩქარეს და ხარისხს უზრუნველყოფს.


რა განსხვავებაა 4G LTE-სა და LTE–ის შორის?

4G (4th Generation - მეოთხე თაობა) ხშირად გამოიყენება, როგორც LTE – ის სინონიმი. ტელეფონების მწარმოებელი

4G LTE In Georgia
განსხვავება 4G LTE-ისა და LTE–ის შორის
ბრენდები ორივე მათგანს იყენებენ. მაგალითად, iPhone-ის მენიუში და ეკრანზე ჩნდება LTE, ხოლო ანდროიდის ოპერაციული სისტემის ტელეფონებში შესაძლებელია შეგხვდეთ ორივე-4-G-იც ან LTE-იც.

 

რა განსხვავებაა 3G-სა და 4G LTE-ის შორის?

მოკლედ რომ ვთქვათ - სიჩქარე!

4G LTE In Georgia
განსხვავება 3G-სა და 4G LTE-ის შორის

მეოთხე თაობის ქსელი მაქსიმუმ 150 მბ/წმ-მდე სიჩქარეზეა გათვლილი მაშინ, როცა 3G-ის სისწრაფე 400კბ/წმ-ს არ აღემატება. გამოდის, რომ 4G LTE ინტერნეტი ბევრად უფრო სწრაფია არსებულ 3G ქსელთან შედარებით.

ფაილების ჩამოტვირთვის მაღალი სიჩქარის გარდა, ახალი სტანდარტი იძლევა სხვა მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობასაც. მაგალითად, მობილური ინტერნეტ-ტელევიზიითა და საუკეთესო ონლაინ თამაშებით სარგებლობის საშუალებას. განსხვავებული თვისებებისა და მაღალი სიჩქარის წყალობით, მობილური 4G LTE ქსელი საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს - მეოთხე თაობის ინტერნეტის წყალობით საქმიან ადამიანებს საშუალება ეძლევათ, მაღალი სისწრაფით და უსაფრთხოდ თავიანთ პარტნიორს რამდენიმე გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია გადასცენ. მეოთხე თაობის ინტერნეტი ასევე შესაძლებლობას გაძლევთ შეფერხების გარეშე ვიდეოკავშირი დაამყაროთ სკაიპით.

როგორც თავში აღვნიშნეთ, ინტერნეტ მაღაზია Be.ge 4G LTE მობილური მოწყობილობების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. ჩვენს მაღაზიაში როგორც პირდაპირი შესყიდვით, ისე განვადებით შეღავათიან ფასებში 4G სტანდარტის სმარტფონებისა და ტაბლეტების ფართო არჩევანია. ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე გამორჩეული მოდელის მონაცემების გაცნობა და შეფასება.

Untitled-1 copy Untitled-2 copy HTC Desire Grey LG D802 G2
SAMSUNG S5

SAMSUNG NOTE 4

HTC DESIRE 510

LG D802 G2




LENOVO VIBE Z2 HTC DESIRE 510 HTC ONE (E8) DUAL SAMSUNG S5 DUAL SIM
LENOVO VIBE Z2

HTC DESIRE 510

HTC ONE (E8) DUAL

SAMSUNG S5 DUAL SIM

ზევით