არ არის გაყიდვაში

2014 წლის ტაბლეტებისა და ნოუთბუქების მიმოხილვა

Ravi_CloudGaming_square2

2014 წლის ოქტომბერში ახალი ტაბლეტებისა და ნოუთბუქების პრეზენტაცია გაიმართა. კომპიუტერული ტექნიკის წლის სიახლედ ითვლება Apple iPad Air 2 და Apple iPad mini 3, მობილური ვიდეოდაფები GTX 970M და GTX 980M (Maxwell), პროცესორები Broadwell-ის ბაზაზე Intel Core, ტაბლეტები Google Nexus 9, Xperia Z3 Tablet Compact და Lenovo Yoga Tablet -ი.

ტაბლეტები

Sony Xperia Z3 Tablet Compact

კომპანია Sony-ს განცხადებით Sony Xperia Z3 Tablet Compact-ი მსოფლიოში ყველაზე თხელი (6,4 მმ) და მსუბუქი (270 გრ) კომპაქტური ტაბლეტია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს სხვა უფრო კომპაქტური ტაბლეტებიც Dell Venue 8 7000 Series (6 მმ), Apple iPad Air 2 და Hisense VIDAA PAD F5281-ი (6,1 მმ) .

Z3 Tablet Compa მტვრისა და წყლის მიმართ მდგრადია და მათ შესაბამის სტანდარტებს IP65 და IP68 აკმაყოფილებს. ტაბლეტი წყალში ნახევარი მეტრის სიღრმეზე ნახევარი საათის განმავლობაში ძლებს.

sony

ტაბლეტის IPS-ს მატრიცის დიაგონალი 6 დიუმია, გაფართოება კი 1920х120 პიქსელს შეადგენს. მოწყობილობა აწყობილია 2.5 GHz სიხშირის ოთხბირთვიანი SoC Qualcomm Snapdragon 801 -სა და Qualcomm Adreno 33 გრაფიკულ სოპროცესორზე. ტაბლეტის ოპერატიული მეხსიერება 3 GB-ს , ხოლო მეხსიერება 16/32 GB შეადგენს. ტაბლეტი აღჭურვილია 8,1 მეგაპიქსელი ძირითადი და 2,2 მეგაპიქსელი ფრონტალური კამერით. Z3 Tablet Compa Android 4.4.4 -ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ტაბლეტისთვის ხელმისაწვდომია სერვისი Remote Play PS4-სთვის, რომელიც კონსოლზე თამაშისას ტაბლეტის გამოყენების შესაძლებლობას გაძლევთ.

Sony Xperia Z3 Tablet Compact-ი ხელმისაწვდომია შავ და თეთრ ფერებში

Nexus 9

 N9-grid1-1600


15 ოქტომბერს Googl-მა Android 5.0 Lollipop-ზე მომუშავე 8,9 დიუმიანი ტაბლეტი წარმოადგინა, რომლის შემუშავებაში HTC-მ მონაწილეობა მიიღო. Nexus 9 მხოლოდ უახლესი ოპერაციული სისტემით არ გამოირჩევა. ტაბლეტის გაფართოება 2048x1536 პიქსელს შეადგენს, ხოლო პროდუქტიული ჩიფსეტი NVIDIA Tegra K1 და მოცულობითი აკუმულატორი ტაბლეტის მოხმარებას უფრო კომფორტულსა და მოხერხებულს ხდის.

Nexus 9 ხელმისაწვდომია სამ ფერში : შავი, თეთრი და ქვიშისფერი და სამ კონფიგურაციაში 16 GB, 32 GB, და 32 GB დამატებითი LTE მოდულით. ტაბლეტი 425 გრ ან 436 გრ იწონის (Wi-Fi და LTE ვერსიის მიხედვით)

Lenovo Yoga
lenovo yoga 

Lenovo-მ Yoga Tablet-ის ხაზი განაახლა და დაამატა 8 და 10 დიუმიანი მოწყობილობა Android და Windows ოპერაციულ სისტემებზე. ტაბლეტის გაფართოება 1920х1200 პიქსელს შეადგენს. Yoga Tablet-ი აწყობილია ოთხბირთვიან პროცესორის ბაზაზე Intel Atom Z3745-ს (Bay Trail) და აქვს ინტეგრირებული 16 ან 32 GB მეხსიერება. 8 დიუმიანი მოდელი აღჭურვილია 6400 mAh აკუმულატორით, ხოლო 10 დიუმიანი კი 9600 mAh-ით.

Apple iPad Air 2 და iPad mini 3
 ipad-air-2-a8x3-1280x662

Apple iPad Air 2 -ს განახლებული პროცესორი Apple A8X აქვს, ფილ შილერის თქმით ეს ტაბლეტის პროცესორის მწარმოებლობას 40 %-ით, ხოლო გრაფიკულ მწარმოებლობას 2,5 -ჯერ აუმჯობესებს. მოწყობილობის ტესტირებამ ეს ფაქტები დაადასტურა. ამასთან წინა მოდელთან შედარებით სწრაფმოქმედება 68 %-ით არის გაზრდილი. ავტონომიური მუშაობის დრო 10 სთ-მდე შეადგენს. ტაბლეტის სისქე 6,1 მმ-ია. ცენტრალურ ღილაკი თითის ანაბეჭდის სკანერით Touch ID-ითაა აღჭურვილი. ეკრანის გაფართოება არ შეცვლილა (2048х1536 პიქსელი), თუმცა IPS-ს მატრიცა არაკვლის საწინააღმდეგო საფარით დაიფარა.

რაც შეეხება Apple iPad mini 3-მა განახლებებიდან მხოლოდ თითების ანაბეჭდის სკანერი Touch ID, სხადასხვა ზომის მეხსიერება 16/64/128 GB და დამატებითი ფერი (ოქროსფერი) შეიძინა. 7,9 დიუმიანი IPS დისპლეის გაფართოება 2048x1536 პიქსელს შეადგენს.

ახალი ნოუთბუქები

NVIDIA- დამ ოფიციალურად წარადგინა მობილური ვიდეოდაფები GeForce GTX 980M და GTX 970M Maxwell-ის არქიტექტურის ბაზაზე. შესაბამისად ნოუთბუქების მწარმოებლებმა სათამაშო ნოუთბუქების სერია განაახლეს. ვიდეოადაპტერებმა 1280 და 1536 NVIDIA CUDA ბირთვი მიიღეს (GTX 970M და GTX 980M შესაბამისად), ტაქტის სიხშირე 924 MHz-სა და 1038 MHz-ს აღწევს. როგორც მწარმოებლები იუწყებიან, ნოუთბუქების მწარმოებლობა თამაშისას პერსონალურ კომპიუტერებისას გაუტოლდება, ხოლო ბატარეის მაღალი სიცოცხლისუნარიანობა მომხმარებლებს მეტ თავისუფლებასა და კომფორტს სთავაზობს.

სათამაშო ნოუთბუქები GIGABYTE

20150113162947_big
კომპანია GIGABYTE-მა ახალ P35X და P35W ბაზაზე შექმნილი ორი მოდელი წარმოადგინა. ორივე მოდელი მეოთხე თაობის Intel Core i7 -ის პროცესორის ბაზაზე მუშაობს. Gigabyte P35X -ის ოპერატიული მეხსიერება 16 GB-ს აღწევს. მის 15,6 დიუმიან დისპლეის Full HD ან WQHD+-ის მხარდაჭერა აქვს (2880x1620). და რაც ყველაზე მთავარია ნოუთბუქს GTX 980M ვიდეოდაფა გააჩნია. P35W-ის მოდელი გამოირჩევა Full HD -ის მხარდაჭერითა და GTX 970M-ის ვიდეოდაფით.

სათამაშო ნოუთბუქები ASUS ROG

G751-Left-Open135-Top 

ASUS -მა გეიმერული ნოუთბუქების სერია ROG (Republic of Gamers) განაახლა. კომპანიამ მომხმარებელს G751 მოდელი წარუდგინა (მოდიფიკაციით: G751JY, G751JT, G751JM). ნოუთბუქებს აქვს 17,3 დიუმიანი IPS-დისპლეი Full HD -ის მხარდაჭერით, არეკვლის საწინააღმდეგო საფარითა და შუქოიდური განათებით. G751JM-ის მოდელი კი სენსორული პანელითაა აღჭურვილი. ოპერატიული მეხსიერება 32 GB-მდეა ხელმისაწვდომი, 512 GB-მდე SSD-ზე და 2 TB-მდე HDD-ზე. ნოუთბუქში გამოყენებულია Intel Core i7-4860HQ/I7-4710HQ პროცესორი და NVIDIA GeForce GTX 980M 4 GB GDDR5 მეხსიერებით ვიდეოდაფა. G751JT-ის მოდელი აღჭურვილია Intel Core I7-4710HQ -ი პროცესორით და NVIDIA GeForce GTX 970M 3 GB მეხსიერებით ვიდეოდაფით. ROG G751JM მოდელი აწყობილია Intel Core i7-4710HQ/I5-4200H) პროცესორისა და NVIDIA GeForce GTX 860M 2 GB მეხსიერების ვიდეოდაფის ბაზაზე.

Lenovo-ს ნოუთბუქები

Untitled-1ოქტომბრის პრეზენტაციაზე Lenovo-მ მომხმარებელი ნოუთბუქების ახალი მოდელებითაც გაახარა. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის კომპანიამ Y50 წარმოადგინა. ამ ნოუთბუქის რამდენიმე მოდიფიკაციაა ხელმისაწვდომი. ნოუთბუქი მეოთხე თაობის Intel Core i7-ის ბაზაზეა შექმნილი. მისი ოპერატიული მეხსიერება 16 Gb-მდე , ხოლო მყარი დისკის მოცულობა 1 TB-მდე, ჰიბრიდული მეხსიერების დისკის მოცულობა 1 TB SSD -ით 16 Gb ან მყარი დისკით 512 GB -ა. ნოუთბუქები აღჭურვილია 15,6 დიუმიანი Full HD (1920x1080) ან 4K (3840х2160) გაფართოების მქონე დისპლეით. ასევე არის მოდელები სენსორული დისპლეით. ნოუთბუქები აწყობილია NVIDIA GeForce GTX 860M 4 GB მეხსიერების მქონე ვიდეოდაფის ბაზაზე.

Lenovo-მ ასევე განაახლა Yoga, და წარმოადგინა Lenovo Yoga 3 Pro, რომლის მთავარი უპირატესობა შემცირებლი გაბარიტებია , მისი სისქე სულ რაღაც 12,8 მმ -ს ხოლო წონა კი 1,19 კგ-ს შეადგენს. Lenovo Yoga 3 Pro ახალი თაობის Intel Core M -ზეა (Broadwell-ის არქიტექტურა) აწყობილი. ტრანსფორმერს აქვს 3200x1800 გაფართოების IPS სენსორული დისპლეი, რომელიც დაფარულია გამძლე მინით Gorilla Glass. SSD-ს მეხსიერება 512 GB -ს, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 8 GB-ს შეადგენს.
ზევით