არ არის გაყიდვაში

ტრანსფორმერები

თანამედროვე ტექნიკის ბაზარი გაჯერებულია ნოუთბუქებითა და პლანშეტური კომპიუტერებით. მათი გადახარისხება სხვადასხვა მაჩვნებლების მიხედვით ხდება. ტექნიკური თვალსაზისით, როგორც „ძლიერი“, ისე „სუსტი“ ნოუთბუქი ან პლანშეტი შეგიძლიათ შეიძინოთ, რომლებიც ფასებითაც განსხვავდებიან და მათი შერჩევა სირთულეს არ წარმოადგენს.

notebook_transformers_hybrids_asus
ტრანსფორმერები

IT სფეროში მზარდი და დაუნდობელი კონკურენცია მუდმივი სიახლის წინაპირობაა. ტექნიკის ყველა წამყვანი მწარმოებელი კომპანია ისეთი პროდუქტის შექმნას ცდილობს, რომელიც მას სხვა კონკურენტებისგან ორიგინალურობით გამოარჩევს. ბოლო დროს გამოჩნდენ შედარებით ახალი ტიპის მოდელები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნოუთბუქისა და პლანშეტის ფუნქციებს ერთდროულად ითავსებენ. ასეთ მოწყობილობებს ჰიბრიდულ ნოუთბუქებს, ანუ ტრანსფორმერებს ეძახიან. ისინი ახალი დიზაინისა და IT ინჟინერიის უკანასკნელი მიღწევების განსახიერებაა. ნოუთბუქისა და პლანშეტის ერთ მოწყობილობაში მოთავსება ერთგვარი კომპრომისია ტაბლეტის კომპაქტურობასა და ლეფტოპის ფუქნქციანულურობას შორის.

ინტერნეტ მაღაზია Be.ge ნოუთბუქ-ტრანსფორმერებზე მიმოხილვას გთავაზობთ. ამ სტატიაში განვიხილავთ ჰიბრიდული კომპიუტერების ძირითად სახეობებს, ფორმებს, დიზაინსა და პროგრამულ უზრუნველყოფას.

ტრანსფორმაციის კლასიკური მექნიზმი

 

FLIP ჰიბრიდი

ამ კატეგორიაში თავს იყრიან ის ტრანფორმერები, რომლებიც ბევრი მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი მექანიზმით არიან აღჭურვილი, კერძოდ: მოწყობილობას ანჯამის მსგავსი შეერთება აქვს, რომელიც კლავიატურასა და დისპლეის ერთმანეთთან აკავშირებს. ანჯამის საშუალებით ნოუთბუქი მაქსიმალურად დრეკადი ხდება, ეკრანის უკანა მხარე კლავიატურის უკანა ნაწილს ეხება და კლავიატურა ავტომატურად ითიშება. თანამედროვე ბაზარზე ასეთი ტიპის ჰიბრიდული ლეფტოპები ერთ-ერთი ყველაზე ფუნქციური და მოხამარებადია. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ YOGA 2 PRO.

ტრადიცილუად, LENOVO-ს ინჟინერების მიერ დაპროექტებული მსგავსი მოწყობილობები მრავალფუნქციური მაჩვენებლებით გამოირჩევიან. ამ მოწყობილობაში ერთადაა თავმოყრილი ისეთი ფუნქციები როგორებიცაა: ნოუთბუქი, პრეზენტატორი, კონსოლი (თამაშისთვის) და პლანშეტი.

YOGA 2 PRO-ს ჰიბრიდის ეკრანის გახსნის კუთხე 360°-ია. უნიკალური დიზაინი და მრავალფუქნციურობა LENOVO-ს სავიზიტო

YOGA 2 PRO, ტრანსფორმაციის ოთხი ფორმა
ბარათია. მოწყობილობა სხვადასხვა რეჟიმში მუშაობისთვის არის შექმნილი. მისი ტრანსფორამაცია შეიძლება როგორც პლანშეტად, ისე დასადგამად (STAND), ან ე.წ. ტენტად (TENT).

ნოუთბუქში YOGA PICKS-ის პროგრამაა ინტეგრირებული, რომელიც ავტომატურად სხვადასხვა აპლიკაციებს გთავაზობთ, იმისდა მიხედვით თუ რომელ რეჟიმში მუშაობთ. YOGA PICKS-ი WINDOWS 8–ის პლატფორმაზე მუშაობს. იგი მომხმარებელს ავტომატურად ურჩევს რა პროგრამის ან აპლიკაცისს გამოყენება სჯობს სხვადასხვა რეჟიმში მუშაობისას.

რაც შეეხება ნოუთბუქის ტექნიკურ მაჩვენებლებს. ტრანსფორმერს ორბირთვიანი Intel Core i3 4030U-ის პროცესორი, 128 GB-იანი მყარი დისკი და IPS მატრიცა (3200x1800 გაფართოებით) უყენია. მისი წონაა 1,39 კგ.

ანალოგიური მექანიზმის მოდელებია: LENOVO YOGA 2, LENOVO YOGA 3 PRO, DELL INSPRION 11, DELL INSPRION 13, ASUS TRANSFORMER BOOK FLIP, ACER ASPIRE.

 

პივოტები

მსგავსი ტრანსფორმაციის მოდელებს 180°-იანი დახრის კუთხე აქვთ. ისევე როგორც FLIP ჰიბრიდები, პივოტებიც სხვადასხვა რეჟიმში მუშაობენ. მათი როგორც პლანშეტად, ისე სადგომად (STAND) ტრანსფორმირება შეიძლება, თუმცა, შედარებით მცირე დახრის კუთხის გამო ტენტად (TENT) არ გამოდგებიან. კლავიატურის პოზიცია არ იცვლება და ამან შესაძლოა გარკვეული პრობლემა შექმნას, თუ პლანშეტის რეჟიმში გიწევთ მუშაობა.

მსგავსი ტიპის მოდელებია: LENOVO IDEA FLEX 2 , LENOVO FLEX 10,

FLIP და პივოტის ტიპის ნოუთბუქები



ტრანსფორმერები მოსახსნელი ეკრანით

ასეთი კონსტრუქციის ჰიბრიდები არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებელში.

 

ფუნქციანულურობისა და მობილურობის თვალსაზრისით, ისინი გარკვეულ უპირატესობასაც კი ფლობენ, თავად განსაჯეთ: ეკრანის კლავიატურასთან განცალკევებით თვითმყოფად პლანშეტსა და დოკ სადგურს ვღებულობთ. ASUS T100 TRANSFORMER-ის ჰიბრიდი ნათლად დემონსტრირებს თუ რამდენად კომფორტული და გამოსაყენებელად მარტივია მსგავსი კონსტრქუციები. დიზაინის გარდა ნოუთბიუქი მისი ტექნიკური მახასიათებელებითაც საინტერესოა - HD ეკრანი და 178°-იანი ხედვის კუთხე, 500 GB-იანი მყარი დისკი, ორბირთვიანი Intel Atom Z3740-პროცესორი. ნოუთბუქის წონაა 1,1 კგ.

 

კიდევ ერთი ტრანსფორმერი მოსახნელი ეკრანით HP SPLIT-ია. ერთი შეხედვით, იგი სტანდარტული ლეფტოპივით გამოიყურება, თუმცა გარეგნობას ხშირად შეცდომაში შევყავართ. HP-ის ეს მოდელი ანალოგიური პრინციპით მუშაობს როგორც სხვა მოსახსნელ ეკრანიანი ტრანსფორმერები. მისი დადებითი მხარეების ჩამონათვალი დიდია, მაგრამ ჩვენ რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით. ამ 13,3 დუიმიანი გაჯეტს 1366x768 გაფართოების HD მონიტორი, ორბირთვიანი პროცესორი Intel® Core™ i3-4020Y და ჩაშენებული ვიდეოდაფა Intel HD Graphics 4200 აქვს და WINDOWS 8-ის სისტემაზე მუშაობს.

არასტანდარტული ტიპის ტრანსფორმერები

ამ ჯგუფის მოდელებში შედიან ისეთი მოწყობილობები, რომელბსაც არატრადიციული ტრანფორმაციის სისტემები აქვთ. ამ მრავალფეროვნებებში უამრავი საინტერესი დიზაინური და ტექნიკური ტიპის გადაწყვეტილებების ნახვა შეიძლება.

SONY VAIO FIT 14
SONY VAIO, ჰიბრიდი ალუმინის კორპუსით

ძალიან საინტერესო მოდელია SONY VAIO FIT 14 A. მისი კორპუსი ალუმინისგან მზადდება. ამ მძლავრი 14 დუიმიანი ჰიბრიდის მთავარი ღერძი და მამოძრავებელი Intel Core i3 4005U პროცესორი. რაც შეხეება გამოსახულების ხარისხ - იგი ძალიან მაღალია (1920x1080).

ამ მოდელის ტრანფორმაციის კონსტრუქცია წინა განხილული მოდელისაგან განსხავადება. მისი ეკრანი, რომელიც ჰორიზონტალურ ღერძზეა მიმაგრებული, 180°-ზე მარტივად ტრიალდება უკან. SONY VAIO-ს როგორც პლანშეტად ისე სტენდად გამოყენება შეიძლება. მუშაობის ამ რეჟიმს Viewfinder-საც უწოდებენ.



მოდელი, რომელიც ჩვენი მიმოხილვის ბოლოსთვის მოვიტოვეთ ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ტრანფორმერად დასახელების პრეტენდენტია. ACER R7-571G 15,6 დუიმიანი ჰიბრიდია 1920x1080 ეკრანის გაფართოებით, რაც ორმაგად სასიამოვნოა თუ გავითვალისწინებთ ამ მოდელზე დამონტაჟებულ ITS მატრიცას. რაც შეეხება მის გამორჩეუულობას: მოწყობილობის ტრანსფორმაცია ორიგინალური ანჯამების ხარჯზე, რომელიც კლავიატურას ეკრანთან აკავშირებს, ხდება. TOUCHPAD-ი კლავიატურის ზემოთ არის განთავსებული, რაც საშუალებას იძლევა დისპლეის მოხეხებულად დაარეგულიროთ, ისე რომ ტრანსფორმაციის რეჟიმში უნებურად კლავიატურაზე არ მოგიხვდეთ ხელი. Acer Aspire R7 ოთხ კონფიგურაციის რეჟიმში მუშაობს: ტრადიციული ნოუთბუქი, სამაგიდო პლანშეტი, დისპლეის რეჟიმი და "EZEL"-ში, როცა დისპლეი კლავიატურის მაღლაა მოქცეული.

ACER R7-571G
ACER R7-571G, გარდასახვის ყველაზე ელეგანტური დიზაინი

დასკვნა:

ჰიბრიდული ნოუთბუქები, მათი ტრანსფორმაციის ფორმების მიხედვით, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ მწარმოებლები, პირობითად სამ ჯგუფად და ორ ქვეჯგუფად დავყავით. თითოეული კატეგორია თავისებურად საინტერესოა თავიანთი არასტანდარტული დიზაინით და განხილული მოდელები ამის ნათელი დასტურია. იმედია, აღნიშნული სტატია სასარგებლო იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის, რომელბსაც მსგავსი ნოუთბუქ-ჰიბრიდის შეძენა სურთ.

ინეტრნეტ მაღაზია BE.GE ნოუთბუქ-ტრანსფორმერების ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. მათი შერჩევა ჩვენს საიტზე ნოუთბუქ-ტრანსფორმერბის განყოფილებაში შეგიძლიათ.

წარმატებულ შეძენას გისურვებთ!
ზევით