არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ ელექტრო წიგნების საკითხავი მოწყობილობა?


დღეს, ისე როგორც არასოდეს, ელექტრო წიგნებისა და პლანშეტების ბაზარი სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციითაა გაჯერებული. სწორი არჩევანის გაკეთება რთულია. კომპანიები თავიანთი პროდუქციის დადებითი მხარის წინ წამოწევასა და ნაკლის დაფარვას ცდილობენ. ჩვენი რჩევა იქნება: არ აჰყვეთ სარეკლამო ფანდებს და თქვენი გემოვნებისა და საჭიროების მიხედვით შეარჩიეთ სასურველი გაჯეტი. დადებითი მხარე, რომელზეც მწარმოებელი აპელირებს, პროდუქციის მთავარი მინუსი შეიძლება აღმოჩნდეს. მრავალფუნქციური მოწყობილობის ფასი მაღალია და ხშირად მხოლოდ იმიტომ ვყიდულობთ, რომ მისი მრავალი ფუნქციიდან მხოლოდ ერთი გვესაჭიროება. ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას მოწყობილობის ფუნქციონალურობას. ეს მთვარი არაა.

pocketbook 

რა არის მთავარი?


მოდით ერთად გავერკვიოთ, რაზე ღირს ყურადღების გამახვილება საკითხავი მოწყობილობის შერჩევისას. თუ პლანშეტს შეიძენთ, თქვენი კმაყოფილება გასტანს მანამ, სანამ საყვარელ წიგნს ჩაუჯდებით: დაახლოებით ერთ საათში თვალები გაგიღიზიანდებათ და დაგეღლებათ. ამას თავისი მიზეზი აქვს - პლანშეტი ადპტირებული არაა კითხვისთვის და მისი მკვეთრი ნათება თვალს ჭრის. რიდერი კი წიგნის ელექტრონული ჰიბრიდია, მაგალითად: POCKETBOOK 622 TOUCH ელექტრო წიგნის საკითხავი მოწყობილობის ეკრანი "ელექტრონული ფრუცლის"- Е INK-ის ტექნოლოგიითაა დამზადებული. ამ ინოვაციური სისტემის წყალობით, ჩვეულებრივი ფურცლისა და დისპლეის მაქსიმალური ვიზუალური მსგავსებაა მიღწეული - ეკრანი აქტიური არ არის, გამოიყენება მხოლოდ არეკლილი შუქი. სენსორულ ეკრანს 16 გრადაციის რუხი ფერის გარჩევა შეუძლია, რაც რთული ტექსტების და ილუსტრაციების მაღალხარისხიან ჩვენებას უზრუნველყოფს.

e_ink_technology 

პლანშეტს სენსორული ეკრანი აქვს. ამ მოწყობილობაზე შეგიძლიათ ითამაშოთ, შეხვიდეთ ინტერნეტში და ა.შ. ზოგიერთს პლანშეტის დამატებითი ფუნქციები ხიბლავს და არ ერიდება მაღალი ფასის გადახდას. ჩვეულებრივი საკითხავი მოწყობილობები უფრო "მოკრძალებულად" გამოიყურებიან: რიდერს მონოქრომის ეკრანი აქვს, ზოგიერთს WI-FI უყენია და უფრო იშვიათია MP3 პლეერით აღჭურვილი ელექტრო საკითხავები. ერთი შეხედვით, რიდერი ძალიან „ღარიბია“ და ამ მიზეზით პლანშეტს ბევრი მიანიჭებს უპირატესობას, თუმცა, თუ უფრო საფუძვლიანად გავეცნობით საკითხს, ასე ერთმნიშვნელოვანად აღარ მოგვეჩვენება ყველაფერი. შევადაროთ ეს მოწყობილობები ერთმანეთს და შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, რომელს შეიძენთ.

მხედველობისთვის უსაფრთხო და საკითხავად მოხერხებული


pocketboo_622_touch_black პლანშეტის გამოყენება ბევრნაირად შეიძლება, თუმცა საკითხავად რიდერის E INK-ის მონოქრომის ეკრანი სჯობს. E Ink-ი ეკრანის გასანათებლად ციმციმს არ იყენებს, დისპლეი აქტიური არ არის, გამოიყენება მხოლოდ არეკლილი შუქი. შესაბამისად თვალი არ გიღიზიანდებათ და ნაკლებად გეღლებათ. ელქტროენერგიის გაითიშვის შემთხვევაში, შუქდიოდის ფანარი ჩართეთ და განაგრძეთ კითხვა. პლანშეტზე კითხვისას, თვალზე დიდი დატვირთვაა და შეიძლება მხედველობა დაგიქვეითდეთ. პლანშეტს სენსორული ეკრანი აქვს, რითაც ვერ დაიკვეხნის საკითხავი მოწყობილობა, მაგრამ ეს სულაც არ არის პრობლემა, პირიქით, სენსორები ელექტრო ფურცლის ჩვენების ხარისხს აუარესებს, ხოლო წიგნის გადაფურცვლა თითის ღილაკზე დაჭერით შეიძლება.

კვება

რიდერი გამოირჩევა ლითიუმ-პოლიმერის აკუმლატორის მძლავრი ელემენტით. მოწყობილობის ერთი დატენვა საშუალოდ 8000 გვერდის წასაკითხადაა საკმარისი. პლანშეტური მოწყობილობები ასეთი გამძლე ელემენტით არ გამოირჩევიან.


მართვა

ელქტრო მკითხველი მარტივი მოხმარებით გამოირჩევა. მის სამართავად რამდენიმე ღილაკი და მცირე ჯოისტიკია საკმარისი. ექვს დიუმიანი რიდერის საშუალო წონა 300 გრამს არ აღემატება, მაშინ როცა პლანშეტის წონა ორჯერ მეტია... და ბოლოს, პლანშეტისა და რიდერის დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამონათვალს გთავაზობთ:

pocketbook_vs_tablet

პლანშეტის დადებითი მხარე:

• მოსახერხებელია ფერადი PDF ფაილების წასაკითხად
• სენსორული ეკრანი
• თამაშები

პლანშეტის უარყოფითი მხარე:

• მოციმციმე ეკრანი
• თვალების გაღიზიანება
• მაღალი ფასი
• ხშირი დატენვის საჭიროება
• წონა

რიდერის დადებითი მხარე

• ნაკლები დატვირთვა თვალზე
• ეკრანი არ ციმციმებს
• მსუბუქია
• ეკრანი მზეზე არ მუქდება
• პლანშეტთან შედარებით იაფია
• ტექსტთან ერთად შეუძლია აუდიო ფაილების წაკითხვა (ეს ფუნქცია ყველა მოდელს არა აქვს)
• უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის
• ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა
• WI-FI (ეს ფუნქცია ყველა მოდელს არა აქვს)
• მარტივი ექსპლუატაცია

რიდერის უარყოფითი მხარე

• სკანირებულ PDF ფაილებს დაბალ ხარისხში აღქმა
• პატარა ეკრანი
• თამაშები

თუ წიგნის კითხვას დიდ დროს უთმობთ, ლიტერატურა თქვენი სულიერი საზრდოა და მხედველობას უფრთხილდებით, მაშინ თქვენი არჩევანი რიდერზე შეჩერდება. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მრვალფუნქციური მობილირი მოწყობილობა და ნოუთბუქი არ გაკმაყოფილებთ, ხანდახან წიგნის კითხვაც გსურთ და, ამავე დროს, ინტერნეტით სარგებლობაც, მაშინ თქვენი არჩევანი პლანშეტია. იდეალური იქნებოდა პლანშეტთან ერთად რიდერის შეძენა, თუმცა, ეს ყველაფერი თქვენს ფინანსებზეა დამოკიდებული.

თქვენთვის სასურველი ელექტრონული წინების საკითხავი მოწყობილობის შერჩევა ჩვენს საიტზე - ელექტრონული წიგნების განყოფილებაში - შეგიძლიათ.

წარმატებულ შეძენას გისურვებთ!

 

ზევით