არ არის გაყიდვაში

გერმანული ფირმა BEURER-ის ახალი ელექტრო საბნები და ზეწრები უკვე საქართველოშია

baurer UB 64

ზამთრის დადგომასთან ერთად სიცივე მატულობს და ხშირ შემთხვევაში სახლის გამათბობლები ვერ უმკლავდებიან დაბალ ტემპერატურას, შედეგად ვერ თბება თეთრეული, რამაც შესაძლოა ძილის დროს დამატებითი დისკომფორტი შეგიქმნათ. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა შექმნილი ელექტრო საბნები და ელექტრო ზეწრები, რომლებსაც შეუძლიათ მომენტალურად გაგათბონ და დაგაბრუნონ თბილსა და თქვენთვის კომფორტულ გარემოში. ინტერნეტ მაღაზია BE.GE ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ზამთრის დადგომასთან ერთად ჩვენს ქსელში დამატებულია გერმანული ფირმა BEURER-ის ელექტრო საბნები და ელქეტრო ზეწრები. გერმანული კომპანია BEURER (ბეურერი) ევროპული ბაზრის ლიდერია ელექტრო საბნებისა და ზეწრების წარმოების სფეროში. მუდმივმა კვლევებმა, რომლებსაც ბეურერი უკვე წლებია აწარმოებს და ინოვაციურმა იდეებმა კომპანია ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. გერმანული მწარმოებლის საფირმო ნიშანი უნიკალური დიზაინი და ტექნიკური სრულყოფილებისაკენ მუდმივი სწრაფვა გახდა. კომპანიის არსებობის ოთხმოცდაათ წლიანი ისტორიის განმავლობაში ბეურერმა შეძლო მოეპოვებინა ყველაზე მთავარი - მომხმარებლის ნდობა. ფირმა მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.

რა არის ელექტრო საბანი და ელექტრო ზეწარი?

ელექტრო საბნისა და ელექტრო ზეწრის მუშაობა ერთსადაიმავე პრინციპზეა დაფუძვნებული. ისინი მხოლოდ დანიშნულებით განირჩევიან. გარეგნულად ელექტრო საბანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საბნებისაგან, სხვაობა ბეურერის თეთრეულში ჩამონტაჟებული ელასტიური პოლიმერის კომპოზიციური ძაფებია, რომლებშიც ელექტროენერგია გადის. ძაფები მოთავსებულია იზოლაციურ საფარში და ქსოვილის ფენებს შორის არის განლაგებული. ელექტრო საბნებისა და ზეწრების ზედაპირი სხვადასხვა ქსოვილისაგან არის შეკერილი. გერმანული ფირმა აქტიურად იყენებს პოლიკოტონის, ბიაზის, აკრილის, მატყლის ან ბუნებრივი ბეწვის მასალას. საბნის წონა არ განსხვავდება ჩვეულებრივი საბნის წონისაგან. ელექტრო გამტარი დამზადებულია ისეთი მეტალისგან, რომელიც ყველანაირ დეფორმაციას უძლებს და ადვილად არ ზიანდება. ელექტრო საბნები და ზეწრები დამატებითი თერმო გადამცემებითა და სხვა დამცავი საშუალებებით არიან აღჭურვილი, რაც იცავს მათ აალებისაგან. გარდა ამისა, კომპოზიციური ძაფი ერთგვარი თერმოდამცავი საშუალებაცაა - გადახურების შემთხვევაში, იგი დნება და წყდება, ავტომატურად ჩერდება ელექტროენერგიის მიწოდებაც. მუშაობის ნორმალურ პირობებში ელექტრო თეთრეული 35°C ტემპერატურაზე მეტზე არა თბება. მავთულზე, რომელიც ელექტროსადენთან არის დაკავშირებული, მოთავსებულია სითბოს რეჟიმების გადამრთველი. ელექტო საბნისა და ზეწრების მუშაობა დამოკიდებულია მათ ზომასა და გარეშე ფაქტორებზე. ნორმალურ პირობებში გათბობას ოცდაათ წუთზე მეტი არა სჭირდება, ამიტომ სასურველია მისი დაწოლამდე ნახევარი საათით ადრე ჩართვა. რაც უფრო დიდია ელექტრო თეთრეულის ზომა, მით უკეთესად ათბობს იგი.

 

რომელი ავირჩიოთ - ელექტრო საბანი, თუ ელექტრი ზეწარი?

ელექტრო საბანი, ისევე როგორც ზეწარი, თავისუფლად გაათბობს თქვენს ლოგინს. აქ გადამწყვეტი ფაქტორია თუ საიდან წამოვა სითბო - ქვევიდან თუ ზევიდან. ფიზიკის კანონების თანახმად, ქვევიდან მომავალი ნაკადი გაათბობს მთლიან საწოლს. ელექტრო საბანი მხოლოდ ზემოდან მომავალ სითბოს გამოჰყოფს და ამ შემთხვევაში ზეწრის გათბობა თავად მოგიწევთ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ელექტრო საბანს გარკვეული უპირატესობა აქვს, მაგალითად: თუ დააპირებთ სავარძელში ან ტახტზე კომფორტულად მოკლათებას წიგნის წასაკითხად, ან ტელევიზორის საყურებლად, ელექტრო ზეწრის გაშლა ცოტა მოუხერხებელი იქნება. ამ შემთხვევაში ელექტრო საბანი თავისუფლად გაგიწევთ ზეწრის მაგივრობასაც.

 


ელექტრო ზეწარი BEURER TS 26


ელექტრო საბნები და ელექტო ზეწრები სხვადასხვა ზომისანი არიან. ზოგიერთი მათგანი მთლიანად ფარავს საწოლს, ხოლო ზოგის ზომა ზურგის შუა ნაწილიდან - ფეხებამდე აღწევს. ელქტრო ზეწარი BEURER TS 26-ის ზომა 135х75 სანტიმეტრია. ზეწრის ზედაპირი დამზადებულია მატყლისაგან. გათბობის შემდეგ ქსოვილი ხდება უფრო რბილი, ნაზი და ფაფუკი. ბეურერის ელექტრო თეთრეული მშვენიერი დამატება იქნება საბავშვო თეთრეულისთვის და დაიცავს თქვენს პატარას ზამთრის სუსხისაგან. მისი რეცხვა შეიძლება სარეცხ მანქანაში 55°С ტემპერატურაზე. ელექტრო თეთრეულზე დამონტაჟებულია გადახურებისაგან დაცვის BSS სისტემა.

ელექტრი ზეწარი BEURER UB 64

ელექტრი ზეწარი BEURER UB 64-ის ზომა 140x150 სანტიმეტრია. მისი მოხმარებაც ძალიან მარტივია - დააფინეთ ლეიბზე, გადააფარეთ ზეწარი, შეართეთ ელექტროენერგიის წყაროში და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ტემპერატურა. თერმო რეჟიმები ადაპტირებულია გარემოსა და სხეულის ტემპერატურასთან

ელქტრო საბანი BEURER HD 90

ელქტრო საბანი BEURER HD 90-ის ზომაა 130х180 სმ. იგი კარგად ერგება სტანდარტულ საწოლს. ელექტრო საბანში შეგიძლიათ კომფორტულად მოწყობა და თქვენთვის ოპტიმალური ტემპერატურის ფონზე, სასიამოვნო დროის გატარება. სითბოს ზუსტი რეგულირება, გადახურებისაგან დაცვის სამი დამოუკიდებელი სისტემა და ტემპერატურის ექვსი რეჟიმი უზრუნველჰყოფს თქვენს მყუდრო ძილს. ჩართვიდან სამი საათის შემდეგ ელექტრო საბანი ავტომატურად ითიშება. ამრიგად, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, გერმანული ფირმა მაქსიმალურად ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე.

რის მიხედვით შევარჩიოთ ელექტრო საბანი და ელექტრი ზეწარი?

თუ გადაწყვეტთ ელექტრო საბნის ან ზეწრის შეძენას, პირველ რიგში დაადგინეთ იმ ნაგებობის ტენიანობის დონე, რომელშიც აპირებთ მის გამოყენებას. თუ შენობაში მაღალია ტენიანობა, მაშინ სჯობს წყალგაუმტარი საბნის ან ზეწრის შეძენა. გარდა ამისა, მათი ზედაპირის მასალა გამძლე მატერიისაგან უნდა იყოს დამზადებული. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩართული დაგრჩეთ ელექტრო თეთრეული, ასეთ ექსტრმალურ შემთხვევებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციის ხარისხს. ელექტრო საბანში ან ზეწარში აუცილებლად უნდა იყოს ჩამონტაჟებული გადახურებისაგან დაცვის სისტემა, ან ავტომატურად გამორთვის რეჟიმი, რომელიც გათვლილია დროის რაღაც მონაკვეთზე. გაითვალისწინეთ, რომ ელექტრო საბანი ზეწრზე დიდი ზომის უნდა იყოს, რომ მთლიანად დაფაროს თქვენი სხეული. ერთ საძინებლიანი პაკეტი რეკომენდირებულია ბავშვებისთვის, ხოლო უფროსებისათვის უპრიანი იქნება სრული ზომის კომპლექტი. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ირეცხება თუ არა ელექტრო თეთრეული. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს პროდუქციის ეტიკეტზე. სასურველია, რომ კომპლექტში შედიოდეს ჩანთაც. ეს გაგიადვილებთ მის გადატანასა და შენახვას. რაც შეეხება მწარმოებელს: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელექტრო საბნებისა და ელექტრო ზეწრების წარმოებაში გერმანული ფირმა ბეურერი საუკეთესოდ არის აღიარებული.

დასკვნა

სტატიაში განვიხილეთ BEURER-ის ფირმის ელექტრო საბნები და ზეწრები, გავეცანით მათ ტექნიკურ მახასიათებლებსა და ექსპლუატაციის პირობებს, პროდუქტის ფუნქციონალურ მნიშვნელობასა და შერჩევის კრიტერიუმებს. ინეტრნეტ მაღაზია BE.GE ელექტრო საბნებისა და ზეწრების ძალიან ფართო ასორტიმენტს სთავაზობს თავის მოხმარებელს.
ზევით