არ არის გაყიდვაში

Pioneer -ის CD რესივერების სერია DEH -ს ორი ფლაგმანი მოდელი დაემატა



 DEH-X8600BT        DEH-X9600BT
 
                        PIONEER DEH-X8600BT                                                               PIONEER DEH-X9600BT

კომპანია Pioneer -მა ავტომობილის CD რესივერების სერია DEH -ს ორი ფლაგმანი მოდელი შემატა. DEH-X8600BT-ი და DEH-X9600BT -ი ფართო ფუნქციონალური დატვირთვით, ხარისხიანი ხმით, ერგონომიული დიზაინითა და მოსახერხებელი დისპლეით გამოირჩევა. ჩვეულებრივი ავტომაგნიტოფონებისგან განსხვავებით მუსიკის აღწარმოებას რამდენიმე საშუალებით შეძლებენ. ამ მოდელებს აქვთ მეხსიერების ბარათის, USB ფლეშ მეხსიერების მხარდაჭერაც, ასევე Bluetooth-ის პროტოკოლის ტრანსლაციაც. ამ ფლაგმანების მთავარი მახასიათებელი Bluetooth-ის ინტეგრირებული მხარდაჭერაა. მისი წყალობით აუდიო სისტემების გამოყენება speakerphone-ის როლში (ხმამაღალი კავშირისთვის) შეგიძლიათ. მოწყობილობებს აქვს მობილურიდან დინამიკებზე ხმის გადაცემის მხარდაჭერაც. მიკროფონი მომხმარებელს სისტემის ხმოვანი მართვის შესაძლებლობას აძლევს.

iPhone-ის ბოლო ვერსიის მფლობელებს სმარტფონის მიკროფონის გამოყენებაც შეუძლიათ. ხმოვანი მართვა მოიცავს ზარის განხორციელებას, ფლეილისტისა და ტრეკების თანმიმდევრობის შეცვლას. მოწყობილობის პარამეტრების სწრაფი დაყენებისთვის USB კაბელი გამოიყენეთ. ამისთვის საკმარისია iPhone-ი რესივერის შესაბამის პორტში შეაერთოთ. ამის შემდეგ სისტემა მოწყობილობების გაერთიანებას თავად შემოგთავაზებთ . ეს ძალიან მოსახერხებელია, როდესაც ავტომანქანაში ერთდროულად რამდენიმე უსადენო მოწყობილობაა. ალტერნატიულ მეთოდით “ სტუმრის რეჟიმის” გამოყენებაა შესაძლებელი, რომლის დროსაც სწრაფად დაამატებთ და წაშლით სხვა სმარტფონებს.

მოწყობილობის ჩართვა Android-თანაც შეგიძლიათ. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების გარეშე მუსიკის მოსასმენას MTP მხარდაჭერის 4.0 ვერსიით შეძლებთ. MIXTRA EZ -ის ტექნოლოგია მაგნიტოფონს მიქშერის პულტად გარდაქმნის. სისტემა ავტომატურად ასკანირებს ხელმისაწვდომ მედია ფაილებს და უწყვეტ DJ-სეტად აყალიბებს.

ზევით