არ არის გაყიდვაში

Pioneer-ის GM-A სერიის გამაძლიერებლები

Pioneer-ის მიერ შემუშავებულ ავტომობილის გამაძლიერებლები მაღალი სიმძლავრითა და მონტაჟის სიმარტივით გამოირჩევიან. Pioneer-ის ასორტიმენტს ერთდროულად 4 მოდელი დაემატა (ანალოგები).

GM-A5602          PIONEER GM-A6604  

                         PIONEER GM-A5602                                                                                  PIONEER GM-A6604




PIONEER GM-A3602          PIONEER  GM-A4604

                   PIONEER GM-A3602                                                                         PIONEER  GM-A4604

გამაძლიერებლები შეგიძლიათ შეუერთოთ როგორც ჩვეულბრივ აუდიოსისტემას, ასევე დამოუკიდებელ აკუსტიკურ სისტემას. ეს შესასვლელში სიგნალის ამოცნობის სისტემითაა განპირობებული. კერძოდ, აუდიო სიგნალის წარმოქმნისას პორტზე გამაძლიერებელი იწყებს მოქმედებას.

შასის შემცირებული ზომები გამაძლიერებლის დამონტაჟებას უფრო მოხერხებულსა და კომფორტულს ხდის. გამაძლიერებლის მოთავსება ადგილის სიმცირის შემთხვევაშიც კი შეგიძლიათ. ამასთან ხმის მაღალი ხარისხი ნარჩუნდება. კონკურენტი კომპანიების მოდელებისგან Pioneer-ის გამაძლიერებლები გამოირჩევიან რეალისტური ხმით, მაღალი სიმძლავრითა და ფართო დინამიური დიაპაზონით.

მწარმოებლების თქმით, დამატებით გამაძლიერებელს შეუძლია ხმის არამარტო გაძლიერება, არამედ მისი მახასიათებლების გაუმჯობესებაც. ხმის პარამეტრების მარტივი და მოსახერხებელი მართვა დაბალ და მაღალ სიხშირიანი ფილტრების ხარჯზე. მოოქროვილი ხრახნიანი ტერმინალები მოწყობილობის ფუნქციონირების შეფერხებებს ამცირებს. ამასთან ხმის გამაძლიერებლები დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

მომხმარებლებს თავისი მოთხოვნების შესაბამისი გამაძლიერებლის შერჩევა შეუძლიათ. ამ სერიის გამაძლიერებლებში არის 2-არხიანი მოდელები 60 და 150 W -იანი სიმძლავრის არხზე , 4 -არხიანისთვის შესაბამისია 40 და 60 W-ი.

Pioneer-ის გამაძლიერებლების GM-A5602, PIONEER GM-A3602 , GM-A6604 და GM-A4604 მოდელების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში

ზევით